იცით თუ არა

რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს კიტელის ქვეშ?

fun time

14:00 ხუთ. 9 სექტემბერი, 2021 წელი

რატომ მალავდნენ
ისტორიული პირები ხელს
კიტელის ქვეშ?

14
დაკოპირებულია

ალბათ, ყველას გინახავთ ისტორიული პირების პორტრეტები, რომლებზეც მეფეებს, იმპერატორებს, ბელადებსა თუ მხედართმთავრებს ხელი კიტელის ქვეშ აქვთ დამალული. არსებობს ამ საინტერესო ჟესტის ხუთი ახსნა, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ...

1. ძველი ბერძნული ეტიკეტი

ძველ საბერძნეთში ორატორისთვის ხელის ტუნიკის ნაკეცებში დამალვა აუცილებელი წესი გახლდათ, რადგან ჩამოშვებული ხელები უხეშობად და მსმენელის შეურაცხყოფად მიიჩნეოდა. რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი, სოკრატეს მოწაფე და ცნობილი ორატორი ესქინე თავის მოწაფეებს საუბრის დროს ცალი ხელის დამალვას ურჩევდა. ესქინეს რეკომენდაცია იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ 2000 წლის შემდეგაც კი ორატორული ხელოვნების სახელმძღვანელოებში მოხვდა.

2. კლასიკური პოზის მოდა

ეს თეორია დასავლეთ ევროპის განვითარებაზე ძველბერძნული კულტურის გავლენას ადასტურებს. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ცნობილ ადამიანებს პორტრეტებზე კიტელის ქვეშ დაფარული ხელით გამოსახავდნენ. ეს ჟესტი მისი მფლობელის კარგი მანერების, განათლებისა და მაღალი საზოგადოების წევრობის მანიშნებელი გახდა.

3. იმპერატორზე ორიენტირება

ნაპოლეონ ბონაპარტი უამრავ პორტრეტზე დაფარული ხელით არის გამოსახული. იმპერატორის უამრავი თაყვანისმცემელი ცდილობდა, თავისი კერპისთვის მიებაძა და საკუთარი პორტრეტისთვისაც იგივე პოზას არჩევდა.

4. მოხერხებული პოზა

ფოტოგრაფიის გარიჟრაჟზე ადამიანებს ფოტოს გადასაღებად ხანგრძლივად (30 წამიდან 15 წუთამდე) გაუნძრევლად დგომა უწევდათ, რათა ფოტო ხარისხიანი გამოსულიყო. სამოსის ქვეშ დაფარული ხელი კი ადამიანს გაუნძრევლად დგომაში ეხმარებოდა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სამხედრო მოსამსახურეებს კიტელის ქვეშ დაფარული ხელით იღებდნენ. იმავე პოზაში აქვს ფოტოები გადაღებული კარლ მარქსს. მე-19 საუკუნის ბოლოს ხელის დამალვა თანდათან მოდიდან გადავიდა, თუმცა სტალინმა თავისი პორტრეტისთვის სწორედ ეს პოზა შეარჩია.

5. მასონების ნიშანი

კიდევ ერთი საინტერესო ვერსიის თანახმად, დაფარული ხელი მასონების საიდუმლო ნიშანია, რომლითაც „თავისუფალ ქვის მთლელთა“ საძმოს წევრები ერთმანეთის იდენტიფიცირებასა და იერარქიის დადგენას ახერხებდნენ.
მაგალითისთვის მოჰყავთ ავსტრიელი კომპოზიტორისა და ცნობილი მასონის მოცარტის პორტრეტი, თუმცა, არავინ იცის, ამ ვერსიებიდან რომელი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.

🔰:

როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირები, რომლებიც მხოლოდ ფილმებიდან ვიცით

6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც კერძებს და ნივთებს ეწოდა

მეორე მსოფლიო ომის იშვიათი, საარქივო ფოტოები

რატომ არ იღიმოდნენ ადამიანები ძველ ფოტოებზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი