იცით თუ არა

რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულია?

fun time

16:00 ოთხ. 20 იანვარი, 2021 წელი

სარკის დაფარვის ტრადიცია
მიცვალებულს დროს

14
დაკოპირებულია

ასეთი ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრები სახლში სარკეებს მუქი ფერის ქსოვილით ფარავენ. მიზეზებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად განმარტავენ - ზოგისთვის ეს რელიგიას უკავშირდება, ზოგისთვის კი - გარდაცვლილთა სამყაროს არსებობას. 

მიზეზი 1:

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის სული გარდაცვალებიდან 40 დღის მანძილზე სახლში იმყოფება და ამის შემდეგ იმქვეყნიურ სამყაროში გადადის. თუ ამ დროს სარკე დაუფარავია, შეიძლება სული სარკეში საკუთარი თავის თვალიერებამ ისე გაიტაცოს, რომ სახლიდან გასვლა აღარ მოუნდეს.

მიზეზი 2:

მიიჩნევა, რომ სარკეები აორმაგებენ ყველაფერს, რაც მათში აირეკლება, ამიტომ შეიძლება სახლში სიკვდილიანობაც გააორმაგონ. გარდა ამისა, ადამიანები ადრე ფიქრობდნენ, რომ სარკეებს შეუძლიათ ანარეკლის დამახსოვრება ფოტოსურათის მსგავსად, ამიტომ თუ არ დაფარავთ, შეიძლება მასში გარდაცვლილი ადამიანი დაინახოთ.

მიზეზი 3:

ზოგიერთი ვერსია სარკეებს განიხილავს, როგორც ერთგვარ კარს სხვა სამყაროში, რომელიც სიკვდილის შემდეგ იხსნება. თუ სარკეები დაფარული არ არის, მაშინ შეიძლება, უცნობი არსებები ჩვენს სამყაროში შემოვიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს ზიანი მოუტანოს.

საიდან გაჩნდა ადამიანის სიკვდილის შემდეგ სარკეების დაფარვის ჩვეულება?

ამ კითხვაზე ყველაზე ხშირად გოგონების სარკეზე მკითხაობის ტრადიციას იხსენებენ და ვარაუდობენ, რომ სარკის დახმარებით, გარდაცვლილი ადამიანის სულის გამოძახება შესაძლებელია.

ზოგი ასევე მიიჩნევს, რომ სარკეები მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი არა, ძილის დროსაც უნდა დაიფაროს, რადგან სარკე სხვა სამყაროს გზამკვლევია. შესაბამისად, შეიძლება ღამით მისგან გამოვიდნენ არსებები, რომლებსაც ზიანი მიყენება ან სამუდამოდ ჩვენს სახლში დარჩენა შეუძლიათ.

ზოგიერთი ერის ტრადიციის თანახმად კი, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მგლოვიარე ოჯახის წევრები არ ბანაობენ, თმას არ იჭრიან და ტანსაცმელს არ იცვლიან. ამიტომ, რომ თუ სარკეებს არ დაფარავენ, საკუთარ ანარეკლს დაინახავენ, თავის მოწესრიგება მოუნდებათ და გლოვა დაავიწყდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი