იცით თუ არა

როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ტრადიციები, ექიმების რეკომენდაციები და ეზოტერიკოსების რჩევები

fun time

19:29 ოთხ. 18 იანვარი, 2023 წელი

როდის უნდა ავიღოთ ნაძვის
ხე

14
დაკოპირებულია

ადრე თუ გვიან საახალწლო დღესასწაული სრულდება და მისი მთავარი სიმბოლოს აღების დღე დგება. ზოგი ნაძვის ხეს დღესასწაულის დასრულებისთანავე იღებს, ზოგსკი  სწამს, რომ მარადმწვანე ლამაზმანი სახლს დადებითი ენერგიით ავსებს, მასთან განშორება უძნელდება და ლამის გაზაფხულამდე უდგას. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როდის ჯობს ახალი წლის ლამაზ სიმბოლოსთან დამშვიდობება. 

არსებობს მოსაზრება, რომ მარადმწვანე ლამაზმანი სახლში ძველ ახალ წლამდე (14 იანვარი) უნდა დარჩეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი სახლიდან გატანა ან შენახვა. ამ ვერსიის მომხრეებს სწამთ, რომ სახლიდან ნაადრევად გატანილ ნაძვის ხეს დადებითი ენერგიაც გაჰყვება, თუმცა, ასეთი რწმენა ფაქტებით გამყარებული არ გახლავთ.

მეორე ვერსიით, ნაძვის ხე სახლიდან ნათლისღების დადგომამდე ანუ 19 იანვრამდე უნდა გავიტანოთ, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ნაძვის ხის დატოვება გაურკვეველი დროით შეიძლება, რადგან ის არ ხმება და არ ფუჭდება.

წესით, საეკლესიო დღესასწაულების დადგომამდე აუცილებელია სახლის საგულდაგულოდ დალაგება-დასუფთავება და ზედმეტი ნივთების გატანა. ასევე არსებობს რამდენიმე ხალხური რწმენა, რომლის თანახმად, ნაძვის ხე სახლიდან დროულად უნდა გავიტანოთ. ჩვენ გთაზობთ რამდენიმე მინიშნებას, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ:

თუ ცოცხალი ნაძვის ხის ტოტები და წიწვები გაყავისფრდა, ეს ნიშნავს, რომ ხემ ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია შეიწოვა.
თუ ნაძვის ხიდან სათამაშოები შეხების გარეშე, თავისთავად ცვივა, ახალი წლის სიმბოლოსთან დამშვიდობების დროა.

რას ამბობენ ექიმები?

სახლში, სადაც პატარა ბავშვები, ალერგიული ან ასთმიანი ადამიანები ცხოვრობენ, სასურველია ნაძვის ხე დღესასწაულების დასრულებისთანავე აიღოთ. გახსოვდეთ, რომ ხის სათამაშოები და საშობაო დეკორაციები უამრავ მტვერს აგროვებს.

როდის ავიღოთ ცოცხალი ნაძვი?

მოჭრილი ნაძვი, დაახლოებით, 2-3 კვირის მანძილზე არ ხმება, თუმცა თბილ ბინაში ეს ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. როგორც კი წიწვების გაყვითლება და ცვენა დაიწყება, ნაძვის ხე უნდა გაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წიწვებით აივსება სახლი.

სად და როგორ გავიტანოთ ნაძვი?

მინიშნებების თანახმად, ნაძვის ხის სანაგვეში ჩაგდება კატეგორიულად აკრძალულია. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ნავის ხესთან უპატივცემულო დამოკიდებულების გამო შეიძლება სახლი, ოჯახი და ფინანსური კეთილდღეობა დაკარგოთ. ძველად ნაძვის ხეს წვავდნენ და მის ფერფლს ქარს ატანდნენ.

დღეს ძალიან პოპულარულია ქოთანში ჩარგული, ცოცხალი ნაძვის ხეები, რომლებიც დღესასწაულის შემდეგ შეგიძლიათ ტყეში ან აგარაკზე დარგოით.

ეზოტერიკოსები ამტკიცებენ, რომ იმ ადგილას, სადაც ნაძვის ხე იდგა, დიდი ხნის განმავლობაში პოზიტიური ენერგია იგრძნობა. გირჩევთ, ამ ადგილზე სკამი დადგათ და პერიოდულად ჩამოჯდეთ, რომ „ბნელმა აზრებმა“ და უსიამოვნებებმა დაგტოვონ.

და ბოლოს, ყველა ადამიანი თავად წყვეტს, ნაძვის ხეს ნათლისღებამდე (19 იანვრამდე) დაემშვიდობება თუ მის შემდეგ. მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ და ახალი წლის სიმბოლოს პატივისცემით მოეპყროთ, რათა საახალწლო განწყობამ და სიხარულის განცდამ მთელი წელი არ დაგტოვოთ.

ესეც საინტერესოა:

რატომ ნაძვი - საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

რომელი უფრო ეკოლოგიურია - ბუნებრივი ნაძვის ხე თუ სილიკონის ნაძვის ხე?

მჟავე კიტრი ნაძვის ხეზე: ახალი წლის დეკორის უჩვეულო ისტორია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი