იცით თუ არა

რომელ თითზე ატარებთ ბეჭედს? - ეს ადამიანის შესახებ ბევრ ინფორმაციას იძლევა

fun time

15:00 ოთხ. 13 იანვარი, 2021 წელი

რომელ თითზე გავიკეთოთ
ბეჭედი

14
დაკოპირებულია

ბეჭედი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკაულია. მას ატარებენ ქალებიც და მამაკაცებიც, განურჩევლად ასაკისა და სოციალური სტატუსისა. თქვენ შეგიძლიათ  ადამიანი გადაშლილი წიგნივით „წაიკითხოთ“, თუ დააკვირდებით ბეჭდის მასალას, ფორმას, ქვას და იმას, თუ რომელ თითზე ატარებს ბეჭედს. ვნახოთ, რა ურთიერთკავშირია ადამიანის ხასიათსა და თითს შორის, რომელზეც  ბეჭედს ატარებს.

1. ბეჭედი ცერა თითზე

ადამიანი, რომელიც ბეჭედს ცერა თითზე ატარებს, ჯიუტი, ემოციური, ფეთქებადი ხასიათის, ექსპანსიური და ზოგჯერ, ძალიან უხეშია. მისი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია მასთან კამათს თავი აარიდოთ. ხშირად ადამიანები, ცერა თითზე ბეჭდის გაკეთებით ცდილობენ საკუთარი ხასიათის შეკავებას (განსაკუთრებით, თუ ბეჭედი ორივე ცერა თითზე უკეთია). გარდა ამისა, ცერა თითზე ბეჭდის ტარება მისი მფლობელის თვითდამკვიდრების ან ყურადღების მიქცევის სურვილზეც მეტყველებს.
სხვათა შორის, სიმდიდრის მისაზიდად, ცერა თითზე მწვანე ან ლურჯი ფერის ბეჭედი უნდა ატაროთ.

2. ბეჭედი საჩვენებელ თითზე

ასეთი არჩევანი მისი მფლობელის ორჭოფულ ხასიათსა და მორცხვობაზე მეტყველებს. საჩვენებელ თითებზე ბეჭედს ატარებენ კეთილი და რბილი ადამიანები, რომლებიც დისკომფორტს განიცდიან ურთიერთობისა და საკუთარი პოზიციის დაცვის დროს. ისინი ბუნებით ბრძენი და გონიერი ადამიანები არიან და ქვეცნობიერად ლიდერობისკენ ისწრაფვიან. საჩვენებელ თითზე ბეჭდის გაკეთებით ისინი ცდილობენ, თვითშეფასება აიმაღლონ და თავდაჯერებულები გახდნენ.
თუ ბეჭედი ორივე ხელის საჩვენებელ თითზე აქვს, ე ნიშნავს, რომ ადამიანი მზადაა. მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯოს. თუ მხოლოდ მარცხენა ხელზეა, თქვენ წინაშეა ემოციური აფეთქებებისკენ მიდრეკილი ადამიანი. თუ მარჯვნივ - მისი მფლობელი გააზრებული და შეგნებული ადამიანია.
თუ გსურთ მატერიალურ ან კარიერულ მიზანს მიაღწიოთ, ცერა თითისთვის უნდა აირჩიოთ კალის ან ოქროს დამზადებული ბეჭედი იისფერი ან ლურჯი ფერის ქვით.

3. ბეჭედი შუა თითზე

ასეთი არჩევანი ფატალისტებისთვის არის დამახასიათებელი - ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან, ბედისწერას დამორჩილდნენ. ისინი წინაპრებთან კავშირს გრძნობენ და უპირატესობას განსაკუთრებული სიმბოლოებით და ისტორიით სავსე რელიქვიებს და ოჯახურ სამკაულებს ანიჭებენ. მათში განსაკუთრებული სულიერება იგრძნობა და ზოგჯერ შეიძლება ჩვეულებრივი სამყაროსგან მოწყვეტილები ჩანდნენ.
ბეჭდის შუა თითზე გაკეთებით, ისინი აზროვნებას თავისუფლებას ანიჭებენ და ბედის ნეგატიურ ცვლილებებს თავიდან იცილებენ. ასეთი ადამიანები ერთგულები და კეთილშობილები არიან და პოზიციებს არ იცვლიან. ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად ბეჭედს: თუ ის წვრილი და შეუმჩნეველია, ეს თავშეკავებისა და საკუთარი ღირსების სიმბოლოა, თუ ბეჭედი დიდი და პრეტენზიულია, ეს ამპარტავნებისა და ნარცისიზმის ნიშანია.
თუ გსურთ თქვენი ინტელექტუალური მოღვაწეობა გააუმჯობესოთ, შუა თითზე ატარეთ ტყვიის ან რკინის ბეჭედი გამჭვირვალე, შავი ან თეთრი ქვით.

4. ბეჭედი არათითზე

არათითზე ბეჭედს ემოციური, მგრძნობიარე და დახვეწილი ადამიანები ატარებენ. მათ უყვართ ლამაზად და სასიამოვნოდ დროის გატარება, ფუფუნება და იშვიათი საგნები. საკუთარი სამკაულებით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან სამყაროს ხედვას, გვიამბონ საკუთარი თავისა და გატაცების შესახებ. ისინი ხშირად ძალიან რომანტიკულები და მეოცნებეები არიან. პატარა ბეჭედი არათითზე ჰარმონიულ, მრავალმხრივ პიროვნებაზე მეტყველებს, რომელიც არ არის მიდრეკილი იმპულსურობისა და ისტერიკებისკენ. დიდი, ლამაზი ბეჭედი მფლობელის თვითმყოფადობასა და ემოციურობაზე, ზოგჯერ კი - ყურადღების მიპყრობის მწვავე სურვილზე მიუთითებს.
ორივე არათითზე ბეჭედი ცხოვრებით მაქსიმალურ ტკბობაზე მეტყველებს: ადამიანი ყველაფრით კმაყოფილი და სრულიად ბედნიერია. თუ ქალი არათითზე, საქორწინო ბეჭედთან ერთად, მეორე ბეჭედსაც იკეთებს, ეს ქორწინების გამტკიცების სურცილზე მეტყველებს.
თუ გსურთ, თქვენს რჩეულთან ემოციური კავშირი გააძლიეროთ, არათითზე ატარეთ ოქროს ბეჭედი წითელი ან ვარდისფერი ქვით. თუ შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერება გსურთ - ყვითელით.

5. ბეჭედი ნეკა თითზე

ასეთ არჩევანს აკეთებენ შემოქმედებითი, არაორდინალური და ეპატაჟური ადამიანები. ბევრი მათგანი ინტელექტით გამოირჩევა, თუმცა ზოგი საკუთარ თავზე შეყვარებული და ქედმაღალია, მიდრეკილია ინტრიგებისკენ და იშვიათად იწყებს სერიოზულ ურთიერთობას. ასეთი ბეჭდების მფლობელები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, გამჭრიახობით და მდიდარი ფანტაზიით. ისინი ადვილად პოულობენ საერთო ენას ხალხთან. არიან მანიპულატორები და აფერისტები.
ნეკა თითზე ბეჭდის ტარების მოყვარულთა შორის ბევრია აზარტული თამაშების მოყვარული. ისინი ან ხაზს უსვამენ შემოქმედებით ხასიათს ან პირიქით, ცდილობენ, დამალონ თავიანთი ცვალებადი ხასიათი (ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ბეჭდებს ერთდროულად ატარებს ორივე ნეკა თითზე).
თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი კომუნიკაციური უნარები, ინტუიცია და შთაგონება, ნეკა თითისთვის აირჩიეთ ბეჭდები ყვითელი ან მწვანე ქვებით.

6. და ბოლოს ბეჭედი ყველა თითზე

ამას ძირითადად, შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები აკეთებენ. ისინი ხაზს უსვამენ „ნაცრისფერი მასისგან“ განსხვავებას და ინდივიდუალობას. მოსწონთ ადამიანების გაოცება და შოკირება და ნაკლებად ზრუნავენ სხვების მოსაზრებებზე ან, პირიქით, ძალიან დაუცველები არიან და ამის გამო დისკომფორტს გრძნობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი საინტერესო ადამიანები არიან, რომლებთანაც არასოდეს მოიწყენთ.

და თქვენ, რომელ თითზე ატარებთ ბეჭდს?

ესეც საინტერესოა:

✔️„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

✔️რატომ შავდება ვერცხლის სამკაული? - ამის მიზეზი ყველა ქალმა უნდა იცოდეს

✔️როდის გიცავთ სამკაული?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი