იცით თუ არა

თუკი ძაღლის ყიდვა გადაწყვიტეთ - ბავშვისთვის საუკეთესო ჯიშები და მათი დახასიათება

fun time

14:00 შაბ. 27 თებერვალი, 2021 წელი

ძაღლის ჯიშები
ბავშვისთვის

14
დაკოპირებულია

„მიყიდე ძაღლი!“ - ეს ფრაზა, ალბათ, ბევრ მშობელს მოუსმენია თავისი შვილისგან. მაგრამ, სანამ ძაღლის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგია, იცოდეთ, რომელი ჯიში უფრო გამოადგება ბავშვს მეგობრად. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ჯიშის ხასიათის თავისებურებებს.

კინოლოგების რეკომენდაციით, მაგალითად, ძალიან თავისებური და ძნელი ხასიათის პატრონები არიან ჩაუ-ჩაუ, დალმატინელი, ჰასკი, ლაიკა, შპიცი. ამიტომაც ისინი არ გამოდგებიან ბავშვებისთვის. ასევე, არ გვირჩევენ ამერიკული სტაფორდშირტერიერისა და ბულტერიერის შეძენას. ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ძლიერები და ბავშვებისთვის საშიშნი არიან.

მაშ ასე, კინოლოგების რჩევით, რომელი ჯიშის ძაღლის შეძენა ჯობს ბავშვისთვის?

1. ლაბრადორ-რეტრივერი

ეს ჯიში ძაღლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საუკეთესოა. მათ აფასებენ მეგობრული ხასიათისა და წყნარი ტემპერამენტისთვის. ისინი ძალიან ჭკვიანები, ადვილად გასაწვრთნელები და ბავშვების მიმართ მომთმენები არიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: მათ ბეწვი ძლიერ სცვივათ.

2. ოქროსფერი რეტრივერი

ეს ძაღლი ბავშვისთვის ძალიან კარგი კომპანიონია. ოქროსფერი რეტრივერი ჭკვიანი, კეთილი, მომთმენი და საიმედოა. უყვარს ბავშვებთან თამაში და მათ ნაზად ექცევა. ისინი ძლიერ ენერგიულები არიან. მათი საყვარელი თამაში ჯოხის ანდა სხვა ნივთების მოტანაა. ამ ჯიშის ძაღლებს, ასევე, ძლიერ უყვართ წყალი. ოქროსფერი რეტრივერები კარგად იწვრთნებიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: უყვართ ღეჭვა და შესაძლოა, ბავშვის სათამაშოები დაღეჭონ.

3. პუდელი

პუდელი ძალიან ჭკვიანი, მოთამაშე, ერთგული და ადვილად გასაწვრთნელია. მათ სკოლამდელი ასაკის ბავშვიც კი გაწვრთნის. მათ დიდი ხნით სეირნობა და ბავშვებთან თამაში შეუძლიათ. იუმორის თავისებური გრძნობა აქვთ. ამას გარდა, ისინი ალერგიული ადამიანისთვის უსაფრთხონი არიან და თითქმის არ სცვივათ ბეწვი.

4. ბიგლი

ბიგლი და ბავშვები - ეს იდეალური წყვილია. ეს ჯიში ძალიან აქტიურია, უყვარს თამაში და ამიტომ ბავშვთან მთელი დღის გატარება შეუძლია. ისინი ადვილად უახლოვდებიან ოჯახის წევრებს. წყნარები და მშვიდები არიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ამ ჯიშის ძაღლებს ხმამაღალი ყეფა ახასიათებთ. ქუჩაში კი ბიგლი საბელით უნდა ატაროთ, ვინაიდან შეიძლება სხვადასხვა სუნით გაერთოს და დაიკარგოს.

5. კოლი

კოლი ძალიან ჭკვიანი, ნაზი და ერთგული ჯიშია. ადვილად იწვრთნება და ადვილად უმეგობრდება ბავშვებს. მათ ძლიერ უყვართ სირბილი და თამაში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: მათი ბეწვი კარგ მოვლას ითხოვს.

6. ნიუფაუნდლენდი

ისინი, უბრალოდ, ბავშვებს აღმერთებენ. მუდამ მზად არიან მათ დასაცავად და ყოველთვის ზრუნავენ ბავშვებზე. შესანიშნავი მაშველები არიან წყალში! ნიუფაუნდლენდები მშვიდები, მომთმენი და შემსრულებლები არიან. ამგვარი თვისებების წყალობით ისინი ოჯახის საყვარელი წევრები ხდებიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ამ ჯიშს ნერწყვის ძლიერი გამოყოფა ახასიათებს.

7. მოპსი

მოპსი პატარა ძაღლია, მაგრამ - დიდი პიროვნება. ძაღლის ეს ჯიში საუკეთესო თანამგზავრია და ბავშვებს კარგად ეგუება. ისინი ნაზები, მეგობრულები და თამაშის მოყვარულები არიან. მოპსებს არ უყვართ ხანგრძლივი გასეირნებები. მათ წყნარი თამაშები ურჩევნიათ. შეუძლიათ, ბავშვებთან ერთად დივანზე კოტრიალი.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ისინი უცნაურ ხმებს გამოსცემენ, რომელიც ცხვირის ცემინებას, ფრუტუნსა და ხვრინვას მიაგავს. ამას გარდა, სეზონებს შორის ბეწვს იცვლიან.

8. ველშ-კორგი

ამ ჯიშის ძაღლები ძალიან მეგობრულები, ხალისიანები და ინტელექტუალურები არიან. მათ მოსწონთ სხვადასხვა ასაკის ბავშვთან მეგობრობა და თამაშები.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: სეზონებს შორის ძლიერი ბეწვისცვენა იციან.

9. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

ამ ჯიშის ძაღლები კარგი კომპანიონები არიან ბავშვიანი ოჯახების, აქტიური ადამიანებისა და მოხუცებისთვის. მათ არ ახასიათებთ აგრესია, თავიანთი პატრონების ცხოვრების რიტმს ეგუებიან და ძლიერ დამყოლები არიან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ ჯიშის ძაღლები ადვილი მოსავლელები არიან. მათ არ იციან საკვების გარჩევა. მათი გაწვრთნა და მოვლა ბავშვსაც კი შეუძლია.

10. ინგლისური ბულდოგი

თავისი ხასიათით ისინი ძალიან მშვიდობისმოყვარენი და კეთილები არიან. ადვილად აკონტროლებენ თავს, ამიტომაც ბავშვებს მათთან ურთიერთობა არ უჭირთ. მათ საათობით შეუძლიათ ერთად თამაში და გართობა. ინგლისური ბულდოგი ოჯახში ძიძის როლს ასრულებს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: მათ ხმამაღალი ხვრინვა იციან.

11. უნგრული ვიჟლა

შეიძლება, ადრე არც გსმენიათ ამ ჯიშის შესახებ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ჯიში იდეალურია. ვიჟლა ძალიან ერთგული და მოსიყვარულეა, აქვს რბილი და მეგობრული ხასიათი. ის ისეთი ჭკვიანი და დამჯერია, რომ მისი გაწვრთნა ბავშვებსაც შეუძლიათ.

12. ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი დიდ, კერძო სახლში მცხოვრები აქტიური ოჯახისთვის საუკეთესო ჯიშია. ისინი ძალიან ჭკვიანები და ადვილად გასაწვრთნელები არიან. თუკი ბავშვისთვის ამ ჯიშს აარჩევთ, მაშინ შეეგუეთ იმასაც, რომ ბევრი სეირნობა მოგიწევთ. სეტერები ბავშვებს ადვილად ეწყობიან, მათ შორის მოუსვენრებსაც. მათ საათობით შეუძლიათ თამაში, დასდევენ ჯოხს და სეირნობისას კომპანიასაც გაგიწევენ.

13. ბულტერიერი

ამ ძაღლებს ძალიან მხიარული ხასიათი აქვთ. ბულტერიერებს უყვართ ადამიანები და ძალიან ეჩვევიან ბავშვებს. ამ ჯიშს კარგად შეუძლია ტკივილის ატანა - მაგალითად, ყურის მოქაჩვა, თათზე დაბიჯება და ა.შ., ამიტომაც ჩვილი ბავშვების მშობლებსაც გამოადგებათ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: ბულტერიერებს მუდმივი წვრთნა ესაჭიროებათ.

14. ბიშონ ფრიზე

ამ ჯიშის ძაღლებს უყვართ პატრონებთან და მათ შვილებთან ურთიერთობა. ბევრ ყურადღებასა და სიყვარულს ითხოვენ. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ ვითარებას, მაგრამ ქუჩაში თამაში ნაკლებად მოსწონთ. სამაგიეროდ სახლში ბავშვებთან თამაში მათი საყვარელი გასართობია. ამ ჯიშის ძაღლები არ ავლენენ აგრესიას და ადვილად ეგუებიან სხვა ცხოველებს.

15. ინგლისური პოინტერი

პოინტერი ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო ძაღლად მიიჩნევა. უყვართ ბავშვები და ხალისით ეთამაშებიან. ქუჩაში მოძრავი და აქტიური პოინტერი სახლში საკმაოდ მშვიდად იქცევა. მას წყნარი და მომთმენი ხასიათი აქვს. ისინი არ არიან აგრესიულები ადამიანების და სხვა ძაღლების მიმართ. ძალიან უყვართ ყურადღებიანი პატრონები.

🐶

დაბოლოს - გაითვალისწინეთ, რომ ზემოჩამოთვლილ ჯიშიანი ძაღლების გარდა, ბავშვისთვის კარგი მეგობარი შესაძლოა, უჯიშო ძაღლიც გახდეს.

წყარო: petolog.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი