ქართული კერძები

ჭკვიანი დიასახლისის 15 რჩევა

fun time

14:00 პარ. 3 სექტემბერი, 2021 წელი

ჭკვიანი დიასახლისის 15
რჩევა

14
დაკოპირებულია

სასარგებლო რჩევები, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს შეგაყვარებთ.

⭕შემწვარი ერბოკვერცხი ლამაზი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი.

⭕თუკი ომლეტის შესაწვავად, აღმოჩნდა, რომ რძე არ გაქვთ, დაასხით კვერცხებს ერთი ჭიქა ცივი წყალი და კარგად ათქვიფეთ. ომლეტი ფუმფულა და გემრიელი გამოვა.

⭕თუკი ცხობას აპირებთ და საფუარი არ გაქვთ, დაუმატეთ ცომს სულ ცოტა კონიაკი. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს საფუარს.

⭕თუკი ძალიან ცხელ ყავაში ან ჩაიში ჩადებთ ორ ცალ სუფრის კოვზს, სასმელი სწრაფად გაგრილდება.

⭕თუკი ყველს გარედან კარაქის თხელ ფენას გადაუსვამთ, მაცივარში შენახვისას არ გამოშრება.

⭕წყალზე დამზადებული წვნიანი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ბულიონზე დამზადებული. დაამატეთ წვნიანს სხვადასხვა სუნელები და ბულიონზე დამზადებულ წვნიანისგან გემოთი ვეღარც განასხვავებთ.

⭕ლიმონი ან ფორთოხალი ჯერ კარგად გადააგორეთ მაგიდაზე და შემდეგ გაწურეთ. ამ ხერხით თქვენ ციტრუსისგან გაცილებით მეტ წვენს მიიღებთ.

⭕ღვიძლის მომზადებამდე მოაყარეთ მას შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი გადარეცხეთ - ამ ხერხით მომზადებული კერძი ბევრად უფრო რბილი გახდება.

⭕იმისთვის, რომ ბოსტნეულმა კერძს ყველა სასარგებლო თვისება შესძინოს, აუცილებლად გარეცხეთ და გაასუფთავეთ უშუალოდ კერძში ჩაყრამდე და არა რამდენიმე საათით ადრე.

⭕თუკი ბრინჯს მოხარშვამდე ნახევარი საათით წყალში დაალბობთ, მოხარშული ბრინჯი ფხვიერი გამოვა.

⭕დამჭკნარი მწვანილის გაცოცხლება შესაძლებელია! ჩადეთ წყალში და დაამატეთ 1-2 წვეთი ძმარი. სასურველია, მწვანილები ყოველთვის ძმრიან წყალში შეინახოთ - მაცივარშიც კი.

⭕ბოსტნეული აუცილებლად მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ და მარილი კერძის მომზადების დასასრულს უნდა დაუმატოთ.

⭕იმისთვის, რომ შემწვარი ხორცი ხრაშუნა და დაბრაწული გამოვიდეს, შეწვამდე წაუსვით მას ცოტა თაფლი.

⭕მარილის ქილაში ჩააგდეთ რამდენიმე მარცვალი ბრინჯი, რომელიც ნესტს მთლიანად შეიწოვს და მარილიც მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იქნება.

⭕თუ გსურთ, რომ მოხარშული მაკარონისგან ერთგვაროვანი მასა არ მიიღოთ, ხარშვისას დაამატეთ წყალში ცოტაოდენი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, ხოლო მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

⭕იმისთვის, რომ რძე მალე არ ამჟავდეს, დაამატეთ მას ერთი მწიკვი სოდა. ხოლო იმისთვის, რომ რძე დუღილისას ქვაბიდან არ გადმოვიდეს ან არ დაიწვას, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ მას ცოტაოდენი შაქარი და ურიეთ ყოველ ორ წუთში ერთხელ.

🔰:

მდოგვი და მისი საოცარი სამკურნალო თვისებები

ატმის ყიდვისას „ბიჭები“ შეარჩიეთ - 5 რჩევა მებაღეებისგან

იცით, რომ ნამცხვარ „ნაპოლეონს“ ამ სახელს მხოლოდ რუსეთში უწოდებენ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა