ქართული კერძები

ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის წესი

fun time

12:00 პარ. 30 ივლისი, 2021 წელი

გაყინული ჟოლო

14
დაკოპირებულია

როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინები და მინერალები გაყინულ პროდუქტებში?

თუ გინდათ, რომ გაყინულ ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინები მაქსიმალურად შენარჩუნდეს, არ შეიძლება ისინი უბრალოდ „შეტენოთ“ საყინულეში.

პროდუქტების სწორად გაყინვა საჭიროებს გარკვეული წესების დაცვას.

გახსოვდეთ, რომ:

  • გაყინვის უპირატესობა შენახვის ხანგრძლივი ვადაა. თუ თერმული რეჟიმი არ დაირღვა, საყინულეში ხილისა და ბოსტნეულის შენახვა მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი.
  • სწორად შენახვის შემთხვევაში, გაყინულ პროდუქტი ხილი და ბოსტნეული ვიტამინებს და მინერალებს სრულად ინარჩუნებს.
  • ამის გარდა, გაყინულ პროდუქტებში არ გროვდება ნიტრატები. კონსერვირებული პროდუქტებისგან განსხვავებით, გაყინულ პროდუქტი არ შეიცავს მარილს, შაქარსა და კონსერვანტებს.

სწორად გაყინვის წესები:

✔️გასაყინად უნდა შეარჩიოთ, მწიფე, მაგრამ არა - გადამწიფებული, დაუზიანებელი ხილი, ბოსტნეული და კენკრა;

✔️უმჯობესია, პროდუქტი მცირე ულუფებად გაყინოთ: რამდენი კენკრა გჭირდებათ ერთი საუზმისთვის ან ერთი ტორტის გამოსაცხობად? სავარაუდოდ, არც ისე ბევრი. სწორედ ამის მიხედვით იხელმძღვანელეთ.

✔️გაყინვის წინ ნებისმიერი პროდუქტი ყურადღებით უნდა გადაარჩიოთ, მოაცილოთ დაზიანებული ნაყოფი, თუშფალანგზე დააწყოთ და კარგად გარეცხოთ გამდინარე წყალში;

✔️მარწყვს ყუნწები მხოლოდ მას შემდეგ მოაცალეთ, რაც გამდინარე წყალში გარეცხავთ. თუ ყუნწესებს გარეცხვის წინ მოწყვეტთ, წყალი ნაყოფის მთლიანობაზე და არომატზე იმოქმედებს;

✔️მოცვი, ქაცვი, ჟოლო და მოცხარიც გასარეცხად თუშფალანგზე უნდა მოათავსოთ, მაგრამ გამდინარე წყლით ნუ გარეცხავთ - ამან შეიძლება ნაზი კენკრა დააზიანოს. ამის ნაცვლად, ჩაუშვით თუშფალანგი ცივ წყალში და ფრთხილად ამოურიეთ.

✔️გარეცხილი ხილი კარგად უნდა გააშროთ: ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ, ზედ კენკრა და ხილი ერთ ფენად დაალაგეთ, ზემოდანაც ქაღალდის ხელსახოცები დააფარეთ და ასე დატოვეთ. სანამ ბუნებრივად გაშრება. რაც უფრო „მშრალად“ გაყინავთ პროდუქტს, მით უფრო ხარისხიან შედეგს მიიღებთ!

✔️უმჯობესია, თუ გასაყინ პროდუქტს ერთ ფენად დააწყობთ ლანგარზე და ასე გაყინავთ. უკვე გაყინული პროდუქტი ერთად მოათავსეთ კონტეინერში. ასე ნაყოფი ერთმანეთს არ მიეკრობა და გადნობისას გაცილებით ბუნებრივი იერი ექნება.

✔️გასაყინი კენკრა სპეციალურ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ, რომელზეც მითითებული იქნება, რომ გასაყინად ვარგისია. ამ მიზნით შეგიძლიათ სპეციალური შესაკრავის მქონე, პოლიეთილენის პარკებიც გამოიყენოთ. შეკარით პაკეტი ჰერმეტულად ისე, რომ კენკრამ უცხო სუნი არ შეიწოვოს.

✔️გაყინული პროდუქტები მაცივარში უნდა ინახებოდეს -18 გრ. ტემპერატურაზე. თუ ტემპერატურა მინუს 12-17 გრადუსია, 4 თვეზე მეტხანს ნუ შეინახავთ;

რომელ კონტეინერში ჯობია პროდუქტების გაყინვა?

🔹პლასტიკური პაკეტი - ეს ყველაზე იდეალური ვარიანტია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მცირე ტევადობის საყინულე აქვს. პაკეტებში მშვენივრად ინახება ბოსტნეულის ნაზავი და მყარი ხილი.

🔹თავსახურიანი პლასტიკური კონტეინერები - ისინი კარგია სოკოს, კენკროვანი და რბილი ხილისა და ბოსტნეულის, ანუ ყველა იმ პროდუქტის შესანახად, რომელმაც შეიძლება დეფორმაცია მიიღოს.

🔹პლასტიკური ბოთლები - ბოთლები შესანიშნავი საშუალებაა პიურესა და ბულიონების შესანახად. იმის ნაცვლად, რომ თერმულად დაამუშაოთ და ყველა ვიტამინი და მინერალი დაუკარგოთ, შეგიძლიათ მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი, ცალ-ცალკე ან შერეულად, გახეხოთ, სურვილის შემთხვევაში, ცოტაოდენი შაქარი დაუმატოთ, ჩაასხათ პლასტიკატის ბოთლებში და გაყინოთ. უპირატესობა მინერალური წყლისთვის განკუთვნილ 0,5 ან 1-ლიტრიან ბოთლებს მიანიჭეთ.

❗ მინა ან მეტალი გაყინული პროდუქტების შესანახად არ გამოგადგებათ - ისინი რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებაზე.

❗ ერთხელ გამდნარი პროდუქტი ხელმეორედ აღარ უნდა გაყინოთ - გალღობის შემდეგ გაყინვა, ფორმის გარდა, ვიტამინებისა და მინერალების მარაგსაც დააზარალებს.

როგორ დავჭრათ გასაყინი ხილი და ბოსტნეული

გაყინვა ნებისმიერი პროდუქტის შეიძლება, თუმცა გახსოვდეთ, რომ გალღობის შემდეგ, ყველა პროდუქტი ერთნაირად ვერ შეინარჩუნებს გარეგან იერს.

  • ხილის გაყინვა შეიძლება როგორც მთლიანად, ასევე დაჭრილი სახით. განსაკუთრებით, თუ საქმე ისეთ კურკოვან ხილს ეხება, როგორიცაა ატამი, ქლიავი და ა.შ.
  • ბადრიჯანის გაყინვა შესაძლებელია კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილი სახით.
  • წვრილი („ჩერის“ ჯიშის) პომიდორების გაყინვა შესაძლებელია დაუჭრელად.
  • მსხვილი ჯიშის პომიდორები შეგიძლიათ რგოლებად დაჭრათ. ერთ ფენად გაყინოთ და შემდეგ ერთიანად მოათავსოთ პოლიეთილენის პარკში. ასეთი პომიდორები განსაკუთრებით პიცის და „ჩიჟი-ბიჟის“ მოყვარულებს გამოადგებათ.
    გაითვალისწინეთ, რომ გაყინვის შემდეგ, პომიდორი სიმკვრივეს კარგავს, სამაგიეროდ, წვრილად დაჭრილი და გაყინული პომიდორი ზამთარში შეგიძლიათ ტომა-პასტის ნაცვლად გამოიყენოთ.
  • სიმინდი საყინულეში შეგიძლიათ თავისივე მწვანე საფარით შეინახოთ. როცა მოხარშული სიმინდი მოგინდებათ, უბრალოდ გამოიღეთ საყინულიდან და 5 წუთით მიკროტალღურ ღუმელში დაატრიალეთ.

კარგად იყინება ქლიავი, ატამი, ალუბალი, მარწყვი და ა.შ.

რეკომენდებული არ არის ბანანის, ნესვის და ციტრუსების გაყინვა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა