ქართული კერძები

საზაფხულო ტოლმა განსხვავებული რეცეპტით

fun time

12:00 შაბ. 24 ივლისი, 2021 წელი

ტოლმა ბულგარულით

14
დაკოპირებულია

ტოლმა ბულგარულით - მართალია, ამ კერძის ინგრედიენტები წელიწადის ნებისმიერ დროს მოიპოვება, მაგრამ,  ზაფხულში ბოსტნეული გაცილებით ჯანსაღი და გემრიელია. სცადეთ უხორცო ტოლმა მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.

3 ულუფა უხორცო ტოლმისთვის საჭირო პროდუქტი:

  • წითელი ბულგარული წიწაკა - 300 გრ;
  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 300 გრ;
  • პომიდორი - 500 გრ;
  • სტაფილო - 100 გრ;
  • მწვანილები: ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, კამა - 50 გრ;
  • ნიორი - 2 კბილი;
  • მოხარშული ბრინჯი - 400 გრ;
  • ზეთი ან კარაქი - 100 გრ;
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით;

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილ ბულგარულ წიწაკასა და პომიდორს მოაჭერით ყუნწი, გამოაცალეთ შიგთავსი და დაალაგეთ თეფშზე.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ტაფაზე. დაამატეთ გახეხილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა. ხშირად ურიეთ და როგორც კი შეამჩნევთ, რომ სტაფილო და ბულგარული წიწაკაც მოითუშა, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა, მარილი და ბოლოს წვრილად დაჭრილი მწვანილები.

როგორც კი ბოსტნეული მოითუშება, გამორთეთ გაზქურა და დაამატეთ მოხარშული ბრინჯი. კარგად გადაურიეთ და ტოლმის შიგთავსი მზადაა.

მიღებული მასით დატენეთ უკვე გამზადებული და გასუფთავებული წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ასევე, პომიდორიც. ჩააწყვეთ ქვაბში ისე, რომ „ღია პირი“ ზემოთ იყურებოდეს.

დაამატეთ ცივი წყალი - ტოლმა ნახევრად უნდა დაიფაროს და დაადეთ ზედ განიერი თეფში - ტოლმის დაფიქსირებისთვის.
დუღილის დროს დაუმატეთ ოდნავ მარილი.

ხარშეთ, დაახლოებით, 10-15 წუთი და როგორც კი მიხვდებით, რომ ბულგარული წიწაკა მოხარშულია, გაზქურა გამორთეთ.

შენიშვნა:

საზაფხულო ტოლმა შეგიძლიათ, ტომატიან წყალშიც მოხარშოთ;

წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის მოთუშვისას შეგიძლიათ, მათზე მოჭრილი ზედმეტი ნარჩენები წვრილად დაჭრათ და გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა