ქართული კერძები

შქმერული - კერძი, რომელიც იაპონიაში 2020 წლის ჰიტად იქცა!

fun time

14:00 კვი. 31 იანვარი, 2021 წელი

შქმერულის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

კერძი „შქმერული“ იაპონიაში 2020 წლის ჰიტი-კერძების რეიტინგში შევიდა, ხოლო სიტყვა „შქმერული“ კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებად სიტყვათა ოთხეულში მოხვდა - ეს ინფორმაცია გაავრცელა იპონიის საელჩომ საქართველოში. რაჭის სოფელ შქმერის სეხნია კერძი, მართლაც, უგემრიელესია. მთელი მისი საიდუმლო კი ნივრის სოუსია, რომელშიც შემწვარ ქათამს აწყობენ. 

შქმერულის უამრავი ვერსია არსებობს და ეს რეცეპტი, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.

საჭირო პროდუქტი (4 პორციისთვის):

ქათმის ხორცი - 1-1,2 კგ.

დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.

მარილი

კარაქი

რამდენიმე ღერი ქინძი

ნივრის სოუსისთვის:

22%-იანი ნაღები - 500 მლ

ნიორი - 6-7 დიდი კბილი

მომზადების წესი:

ქათამი გამდინარე წყალში გარეცხეთ და შუაზე გაჭერით.
რეცეპტების უმეტესობაში გირჩევენ, რომ ტაფაზე დადებამდე ქათამს მარილი მოაყაროთ, მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავალთ, რომლის დამსახურებითაც ხორცი თანაბრად დამარილებული და ძალიან წვნიანი იქნება - ამისათვის 1 ლიტრ წყალს დაამატეთ 1/4 ჭიქა მარილი, აურიეთ სანამ არ გაიხსნება. ქათამი მარილწყალში ჩადეთ და ერთი საათის განმავლობაში დატოვეთ.

ამოიღეთ ქათამი მარილწყლიდან, გამდინარე წყალში გარეცხეთ, გაამშრალეთ და წაუსვით დაფქვილი წიწაკა. ზოგი გირჩევთ, გემოვნებით ხმელი ქინძი მოაყაროთ, მაგრამ წიწაკა სრულიად საკმარისია.

ტაფაზე გაადნეთ 50 გრ კარაქი, ზედ მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ქათამი, რამე სიმძიმე დაადეთ და შეწვით, სანამ ორივე მხრიდან ოქროსფერი არ გახდება. სასურველია, რომ ქათამს შეწვა ცოტა დააკლოთ.

შემწვარი ქათამი გვერდით გადადეთ, ხოლო ტაფაზე დარჩენილი ცხიმი გადაღვარეთ.

ამის შემდეგ ტაფა დაბალ ცეცხლზე დაადგით, დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი კარაქი და დანაყული ნიორი. ნიორი კარაქში რამდენიმე წუთი შუშეთ, შემდეგ დაამატეთ ნაღები და ადუღებამდე მიიყვანეთ.
ნივრიან ნაღებში ძააწყვეთ დაჭრილი ქათამი და 10 წუთი, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
მზა შქმერულს წვრილად დაჭრილი ქინძი დაუმატეთ.

კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა