იცით თუ არა

ალუმინის ფოლგა და 10 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

fun time

13:00 ხუთ. 24 დეკემბერი, 2020 წელი

ალუმინის ფოლგა ბანანზე

14
დაკოპირებულია

იმედია, ეს ინფორმაცია პრაქტიკაში გამოგადგებათ.

ალუმინის ფოლგით კარგად იხეხება საცხობი ფურცელი. ფოლგის ნაჭერი ბურთივით დაამრგვალეთ. საცხობი ფორმას სოდა მოაყარეთ და ფოლგის ბურთით გაწმინდეთ.

⚪ ბანანი ყუნწთან, მოჭრის ადგილას, მალე ფუჭდება. ამის ასარიდებლად ბანანის ყუნწი ფოლგაში შეფუთეთ. ამ გზით ბანანი გაცილებით დიდხანს ძლებს.

⚪ თუ მაფინების გამოცხობას გეგმავთ, მაგრამ ფორმა არ გაქვთ, მაფინების ფორმა დაამზადეთ ალუმინის ფოლგით. ფოლგა რამდენიმე ფენად დაკეცეთ, ჭიქა დაადეთ და ფოლგა ჭიქის კონტურის ფორმაზე ამოკეცეთ. ძალიან მარტივი და ადვილია!

⚪ მოხარშვის წინ კვერცხი ალუმინის ფოლგაში გაახვიეთ და აღარ დასკდება.

⚪ აუცილებლად სინჯეთ ფოლგის გამოყენება უთოობის დროს. თუ ფოლგის ფენას ზემოდან სქელი ქსოვილით დაფარავთ, უთო ალუმინზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გასრიალდება და დაუთოების პროცესს გააადვილებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფოლგა უთოს სიმხურვალეს ზრდის, ნათელია, რომ ელექტროენერგიასაც დაზოგავთ.

ალუმინის ფოლგა სახსრების ტკივილის დროს შესანიშნავი დამხმარეა. თუ მუხლები გტკივათ, მტკივნეული ადგილი ფოლგით შეიხვიეთ, ზემოდან თბილი შარფი შემოიკარით და მთელი ღამე ასე დატოვეთ. დილით შესამჩნევ შვებას იგრძნობთ.

თუ თითი იტკინეთ, მტკივნეული ადგილი ფოლგით შეიხვიეთ. შეშუპება გაცილებით მცირე იქნება და ტკივილი უფრო სწრაფად გაქრება.

ალუმინის ფოლგაში ლიმონი, კოჭა, ყველი, ძეხვი შესანიშნავად ინახება. ფოლგაში გახვეული პროდუქტების შენახვა საყინულეშიც შეგიძლიათ. ალუმინის ფოლგა სუნს და ნესტს არ ატარებს და პროდუქტებს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს. ცნობისთვის, სულ ერთია ფოლგას პროდუქტებზე წაღმა მხრიდან შემოახვევთ თუ უკუღმა. არანაირი განსხვავება არ არსებობს, ეს მხოლოდ წარმოების ნიუანსია.

თუ მაკრატლის სწრაფად გალესვა გჭირდებათ, ალუმინის ფოლგა 4-6 ფენად დაკეცეთ და მაკრატლით დაჭერით. ის ბევრად უფრო მჭრელი გახდება.

⚪ ჩვენი ბოლო რჩევა ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია. თუ თქვენი რადიატორები ცუდად თბება, ალუმინის ფოლგა რადიატორსა და კედელს შორის მოათავსეთ. ამის შემდეგ რადიატორი, კედლის ნაცვლად, ოთახს გაათბობს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი