იცით თუ არა

იცით, რომ საუთოო მაგიდაზე ფოლგა უნდა დააფინოთ?

სალომე ჩაჩიბაია

21:00 ხუთ. 17 დეკემბერი, 2020 წელი

ფოლგა საუთოო მაგიდაზე -
funtime.ge

14
დაკოპირებულია

დღეს რისთვის აღარ იყენებენ ალუმინის ფოლგას: ჰაერღუმელში პროდუქტის გამოსაცხობად, ქვაბისა თუ უთოს ძირის გასაწმენდად, ვერცხლის დანა-ჩანგლის შესანახად... თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ფოლგით უთოობის გამარტივებაც შეიძლება.

ტანსაცმლისა თუ თეთრეულის უთოობისას უთოსა სიმხურვალის დიდ ნაწილს საუთოო დაფა „შთანთქავს“, ფოლგა კი საუკეთესო თბოგადამცემია. შედეგად, თქვენი თეთრეული ერთდროულად ორივე მხრიდან დაუთოვდება და ქვემოთ მოქცეული მონაკვეთის დასაუთოვებლად გადმობრუნება აღარ დაგჭირდებათ.

სხვათა შორის, ფოლგის დახმარებით ძალიან მარტივად დააუთოებთ ნაზ ქსოვილებსაც, ისეთებს, როგორიცაა შიფორნი და აბრეშუმი. ამისთვის სამოსს მოახვიეთ ფოლგა, შემდეგ გადაიყვანეთ უთო ორთქლის რეჟიმზე და, დაახლოებით, 5 სმ დაშორებით გადაატარეთ უთო ფოლგაში გახვეულ სამოსზე.

ახლა კი მოკლე ინსტრუქცია, თუ როგორ გადააკრათ საუთოო მაგიდას ფოლგა:

👉 საუთოო მაგიდას მოხსენით გადასაფარებელი

👉 შემდეგ დააფინეთ ფოლგა მაგიდის კარკასზე

👉 და ისევ ჩამოაცვით გადასაფარებელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი