იცით თუ არა

ნუ გადაასხამთ წყალს, რომელშიც კვერცხი მოხარშეთ

fun time

10:00 სამ. 22 დეკემბერი, 2020 წელი

რა სარგებლობა აქვს
კვერცხის ნახარშ წყალს

14
დაკოპირებულია

ამას ყველა მექანიკურად ვაკეთებთ - როგორც კი კვერცხები მოიხარშება, ქვაბიდან მდუღარე წყალს ვღვრით და ცივი წყლით ვავსებთ. ჰოდა, შემდეგ ჯერზე, სანამ კვერცხის ნახარშ წყალს გადაღვრით და შემდეგ ნაჭუჭებსაც მიაყოლებთ, ეს ჩვენი რჩევა გაიხსენეთ - იქნებ სასარგებლო აღმოჩნდეს.

დავიწყოთ იმით, რომ კვერცხის ნაჭუჭი არა მხოლოდ იცავს ჩანასახს, არამედ მას ყველა ნივთიერებით ამარაგებს, რომელიც წიწილას განვითარებისათვის აუცილებელია. კვერცხის ნაჭუჭი ბევრ სასარგებლო მინერალს შეიცავს (ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი, აზოტი, რკინა, მაგნიუმი და სხვა), მაგრამ ყველაზე მთავარი კალციუმის კარბონატია (CaCO3), რომელიც პროდუქტის 90%-ს შეადგენს.

კვერცხის ხარშვის დროს სასარგებლო ნივთიერების ნაწილი ნაჭუჭიდან გამოიყოფა და წყალში რჩება. კალციუმით გამდიდრებული წყალი კი მცენარეებისთვის სუპერ სასუქია. რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება ვიტამინებისა და მინერალების სრულფასოვანი წყარო გახდეს, მაგრამ როგორც დამატებითი კვების წყარო აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში, შესანიშნავია.

🍃როგორ მივხვდეთ, რომ მცენარეს კალციუმი აკლია?

ნიადაგში კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში, მცენარე სუსტი და მკრთალად შეფერილია. ფოთლები კიდეებზე შეიძლება გაყვითლდეს კიდეც და ფორმა დაკარგოს. ამ დროს ფესვთა სისტემა კარგად არ ვითარდება, მცენარის სათანადო კვებას ვერ უზრუნველყოფს და შეიძლება დაიღუპოს.

🍂რატომ არის ჭარბი კალციუმის საშიში?

მიუხედავად იმისა, რომ მცენარისთვის კალციუმის დამატება სასარგებლოა, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. კალციუმის სიჭარბემ შეიძლება მცენარეს სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ათვისებაში ხელი შეუშალოს. არასრულფასოვანი კვებამ კი ფოთლებზე ლაქების გაჩენას, კვირტების ცვენასდა ღერების დეფორმაციას იწვევს.

კვერცხის ნახარში წყლით სახლის მცენარეების მორწყვა შეგიძლიათ 3-4 კვირაში ერთხელ და ამ დროს სხვა კომბინირებული პრეპარატების გამოყენებას უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მინერალური მარილების ზედოზირების რისკი.

🍆რომელი მცენარის მორწყვა შეიძლება და რომლის არა კალციუმიანი წყლით?

კვერცხის ნახარში წყლით შეგიძლიათ თამამად მორწყოთ პომიდვრის ჩითილები, სალათის ფოთლები, ბადრიჯანი, გოგრა და სხვა ბაღჩეული კულტურები. კალციუმის სასუქი ასევე უყვარს ვაშლს, ალუბალს, მოცხარს და ჟოლოს. სამაგიეროდ, ისეთი კულტურები, როგორიცაა კიტრი, მარწყვი, ლობიო, კომბოსტო და ისპანახი, კალციუმით მდიდარ ნიადაგს ვერ იტანენ. მინერალური მარილების სიჭარბე ამ მცენარეების დაავადებებს და სიკვდილსაც კი იწვევს.

🌻რაც შეეხება ოთახის მცენარეებს, კალციუმიანი წყლით მორწყვას უნდა მოარიდოთ კამელია, აზალია, ჰორტენზია, ია და პელარგონია. აი, კვერცხის ნაჭუჭი კი ძალიან სასარგებლოა და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა მცენარეზე, როგორც დრენაჟი, ხოლო თუკი დააქუცმაცებთ - მიწის გამაფხვიელებლად საუკეთესო საშუალებას მიიღებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი