იცით თუ არა

რატომ უნდა გავწმინდოთ სამზარეულოს ნიჟარა ფქვილით? - პრაქტიკით გამოცდილი რჩევა

fun time

15:00 ორშ. 28 დეკემბერი, 2020 წელი

ფქვილი და სამზარეულოს
ნიჟარა

14
დაკოპირებულია

გსურთ, რომ თქვენი სამზარეულოს ნიჟარა ყოველთვის კაშკაშებდეს და სტუმრებს თქვენი სამზარეულოს სისუფთავე თვალს სჭრიდეს? ასეთი შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივი პურის ფქვილი სცადეთ...

დავიწყოთ იმით, რომ ფქვილი ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა, რომელიც:

1. სრულად აშორებს ძველ ცხიმსაც კი. საქმე ის გახლავთ, რომ თხევადი საწმენდი საშუალებები ცხიმოვან ნადებს სრულად ვერ აშორებენ. საფუძვლიანი გარეცხვის შემდეგაც კი ზედაპირზე სარეცხი საშუალების მიკროსკოპული ნაწილაკები რჩება, რაც საკმაოდ არაჰიგიენურად გამოიყურება. ფქვილი კი ნიჟარის სრულყოფილად გაწმენდის საშუალებას იძლევა;

2. ფაქიზად წმენდს უჟანგავი ფოლადის ზედაპირს. პროდუქტი შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან, რომლებიც ზედაპირზე უფრო დელიკატურად მოქმედებენ, ვიდრე სახეხი ფხვნილები და სოდა. ფქვილით წმენდის შემდეგ ნიჟარა ახალივით ბრწყინავს;

3. გაცილებით იაფია, ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმიის საწმენდი საშუალებები. შეგიძლიათ ბუნებრივი საწმენდი საშუალება უსაფრთხოდ გამოიყენოთ და არ შეგეშინდეთ, რომ ახალი შეფუთვის შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა მოგიწევთ;

4. გარდა იმისა, რომ იდეალურად რეცხავს ზედაპირს, ხანგრძლივი ეფექტი აქვს: ფქვილით გაწმენდის შემდეგ ნიჟარა რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთივე პრიალა იქნება, როგორც პირველ დღეს;

ფქვილით წმენდის პრინციპი საკმაოდ მარტივია: ფქვილი ეკრობა ცხიმიან ადგილს, რომელიც ერთი შეხედვით, არ ჩანს, და შლის მას.

უნდა გვახსოვდეს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში ფქვილმა შეძლება კანალიზაციის სისტემა გაჭედოს. დიდი რაოდენობით ფქვილი წყალთან შერევის შედეგად წარმოქმნის წებოვან ნივთიერებას, რომელიც მილების კედლებს ეკრობა და საცობს ქმნის.

ამიტომ დაიცავით ეს მარტივი წესები, რათა ფქვილით წმენდის წესმა მხოლოდ დადებითი შედეგები მოგიტანოთ:

  • ფქვილი მხოლოდ მშრალ ნიჟარაში უნდა ჩაყაროთ!
  • ნიჟარის წმენდის შემდეგ ფქვილის ნარჩენები წყლით არ ჩარეცხოთ! აიღეთ მშრალი ხელსახოცები, ნარჩენების ფრთხილად შეაგროვეთ და ნაგვის ყუთში გადაყარეთ.

თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფქვილით წმენდა დროის უაზროდ კარგვაა. სინამდვილეში, ამ პროცესს ორ წუთზე მეტი არ ჭირდება, პროცედურის ჩატარება კი კვირაში ერთხელ საკმარისია. თვეში მხოლოდ 8 წუთი და თქვენი ნიჟარა სისუფთავით იბრწყინებს და გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩებით.

მოქმედებების თანმიმდევრობა:

1. პირველ რიგში, საჭიროა ნიჟარის პირველადი გაწმენდა. ნიჟარა გარეცხეთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით;

2. საწმენდი საშუალების ნარჩენები წყლით ჩამორეცხეთ;

3. აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და ნიჟარა კარგად გაამშრალეთ. ისე, რომ ერთი წვეთი წყალიც არ დარჩეს;

4. აიღეთ ერთი მუჭა ფქვილი (დაახლოებით ორი სუფრის კოვზი) და თანაბრად მოაყარეთ ნიჟარაზე;

5. აიღეთ ერთჯერადი ხელსახოცით ან მშრალი მყარი ღრუბლით და ნიჟარა კარგად გაწმინდეთ;

6. ფქვილის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით შეაგროვეთ და ნაგვის ურნაში გადაგდეთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მთლიანი პროდუქტის ბოლო გრამამდე ამოღება. დარჩენილი ცოტაოდენი ფქვილი არ დააზიანებს მილებს და არ გამჭედავს;

7. პროცედურის დასრულების ნიჟარას წყალი მოავლეთ და გაამშრალეთ.

ჩაიბარეთ შედეგი - უსაფრთხო და ბუნებრივი საწმენდი საშუალების დახმარებით თქვენი ნიჟარა ბრწყინავს და ანათებს.

ცნობისათვის: ფქვილი მთლიანად ჰიპოალერგიულია და არ აშრობს ხელის კანს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი