იცით თუ არა

წაიკითხეთ, სანამ გადაყრით - საკვების ნარჩენები, რომლებიც საჭმელად ვარგისია

funtime

12:00 სამ. 15 დეკემბერი, 2020 წელი

ბანანის ქერქის
სასარგებლო თვისებები
14
დაკოპირებულია

საკვების ნარჩენები - ეს მსოფლიო პრობლემაა, ამ პრობლემას, ნაწილობრივ კი, ისიც ქმნის, რომ მსოფლიოში ვარგისი პროდუქტების ლამის მესამედი შეუჭმელი რჩება.

ასე, მაგალითად:

✔️კვერცხის ნაჭუჭი

ადამიანებს, რომლებსაც კალცის დეფიციტი აქვთ, შეუძლიათ, თამამად მიიღონ კვერცხის ნაუჭები, რადგან იგი მდიდარია სასიცოცხლოდ აუცილებელი ამ მინერალით. ნაჭუჭი უნდა დაიფქვას და კალცის ფხვნილად იქცეს, რომელსაც ჩააყრით სმუზის ან მოაყრით საკვებს.

✔️საზამთროს ქერქი

საზამთროს ქერქი, ტექსტურითა და გემოთი, კიტრს წააგავს. ამიტომაც იგი არა მხოლოდ მურაბის, არამედ მწნილის დასამზადებლადაც იდეალური პროფდუქტია. რბილობისა და ქერქის სარგებელი იდენტურია.
თანაც, რბილობთან შდარებით, ქერქში: (1) უფრო ნაკლები რაოდენობით არის შაქარი და წყალი; (2) უფრო დიდი რაოდენობით არის ქლოროფილი და სასარგებლო ბოჭკო.
უბრალოდ, არგამოიყენოთ მხოლოდ საზამთროს თხელი მწვანე კანი.

✔️ყვავილოვანი კომბოსტოს ფოთლები

დღეს ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების მრავალნაირ რეცეპტს მოძებნით, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, სადმე მოაგნოთ ყვავილოვანი კომოსტოს შემწვარ ფოთლებს. არადა, ეს ფოთლები ბეტა-კაროტინისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა, გემრიელია და უნივერსალური პროდუქტია, ისევე როგორც თავად კომბოსტო.

✔️სტაფილოს კანი

ალბათ, თქვენც დაუფიქრებლად ყრით ნაგავში სტაფილოს ნაფცქვენს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ იგი ასევე არომატულია და C ვიტამინით მდიდარია.

✔️მარწყვის ყუნწები და ფოთლები

მარწყვის ყუნწებს და ფოთლებსაც, როგორც წესი, ნაყოფის გასუფთავებისას ნაგავში ვყრით, არადა, ისინი ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ანთების საწინააღმდეგო, კარდიოდამცავი და ნეიროპროტექტორული თვისებებით.
თუკი მარწყვის ყუნწებისა და ფოთლების ტექსტურა და გემო არ მოგწონთ, უბრალოდ, დააბლენდერეთ ნაყოფთან ერთად და კოქტეილად მიირთვით.

✔️ბანანის ქერქი

ბანანის ქერქის გადაგდება თითქმის ინსტინქტური ქმედებაა. მართალია, ის ცოტა მაგარი და მწარეა, მაგრამ მისი მოხმარება ნამდვილად სარგებლობას მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას. ბანანის ქერქი ხომ მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, კალცით. მაალითად, ვეგეტარიანელებისთვის მშვენიერი იდეაა ბანანის ქერქისგან „ბეკონის“ მომზადება.

✔️ყავისფერი ავოკადო

გადამწიფებულ და, ერთი შეხედვით, დაზიანებულ ნაყოფს ბევრი აგდებს. მართალია, ის, შეიძლება, ზედმეტად რბილია და მომხიბვლელად აღარ გამოიყურება, მაგრამ მისი საკვებად გამოყენება ნამდვილად შეიძლება ნებისმიერ სალათსა თუ კერძში, რომელიც ავოკადოთი მზადდება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს...

ვეფხვის თვალი - ნატურალური
ქვების დამცავი თვისებები

„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?

ბარაქის ხე - კრასულა

ყველაზე სერიოზული გოგოს ამბავი, რომ...

გაუცინარი გოგოს ამბავი

რატომ უხდიდა გენიოსი ჰენრი ფორდი მუ...

ჰენრი ფორდი

დიდი ქართველი პოეტების და მწერლების...

ცნობილი ადამიანების
ფსევდონიმები

2021 წელს სამყაროს ძლიერი გველეშაპი...

ვანგა 2021 წლის შესახებ

18 ხმამაღალი პროგნოზი, რომელიც არ გ...

მეცნიერთა პროგნოზები,
რომლებიც არ გამართლდა

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი...

მამის გენეტიკა

ამ ქალაქში სამი თვე ღამეა, მაგრამ ყ...

ქალაქი ტრომსე