სილამაზე/ჯანმრთელობა

„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?

fun time

19:00 ოთხ. 6 იანვარი, 2021 წელი

რას ნიშნავს გლუტენის
გარეშე

14
დაკოპირებულია

სანამ ამ წარწერებით დამშვენებულ პროდუქტს შეიძენთ, მიიღეთ მეტი ინფორმაცია, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება...

უქოლესტერინო

ასეთ წარწერას ხშირად შეხვდებით მცენარეულ ზეთზე, საბავშვო ფაფებსა თუ ტკბილეულზე. საქმე ის გახლავთ, რომ ქოლესტერინს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს, ამიტომ მცენარეულ ზეთზე მსგავსი წარწერის დატანა აზრს მოკლებულია. ასეთივე წარმატებით შეიძლება ზეთის ბოთლზე წავაწეროთ - „უალკოჰოლო“. მარკეტოლოგების ეს ხრიკი იმ ხალხზეა გათვლილი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ ქოლესტერინს ერიდებიან. შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინი მხოლოდ ხანდაზმულებს ვნებს, ხოლო ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას ეხმარება. ხორცი, ზღვისა და რძის პროდუქტები და კვერცხი ქოლესტერინის ძირითადი წყაროა. მთავარია, რომ ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით ცხიმში არ შეწვათ.

გლუტენის გარეშე

გლუტენი რთული ცილაა, რომელიც მარცვლეულის შემადგენლობაში შედის. ის ცომს აფუებს და ელასტიკურს ხდის. ადამიანთა უმეტესობას ამ ცილის აუტანლობა არ აქვს, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც გლუტენის დამშლელი ფერმენტი დაბადებიდან არ დაჰყვა. არსებობს ასეთი იშვიათი დაავადება - „ცელიაკია“, ანუ გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია, როცა ადგილი აქვს უხშირესად წვრილი ნაწლავის და ზოგჯერ სხვა ორგანოების დაზიანებას გლუტენზე მომატებული მგრძნობელობის გამო. თუმცა ეს დაავადება რომ გჭირდეთ, აუცილებლად გეცოდინებათ. როგორც მიხვდით, ჯანმრთელი ადამიანისთვის კვების რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღებას აზრი არ აქვს.

ცხიმი 0%

ბუნებრივია, ჭარბი წონისკენ მიდრეკილმა ადამიანმა ცხიმის მიღება უნდა შეზღუდოს. მათ შორის, რძის პროდუქტების ხარჯზე, მაგრამ ხშირად უცხიმო პროდუქტში შაქრის შემცველობა იმდენად დიდია, რომ კალორიულობით ცხიმიან პროდუქტს არ ჩამოუვარდება. ეტიკეტზე „ცხიმი 0%“-ის ნახვის შემდეგ ბევრი შაქრის შემცველობას აღარ აკვირდება. მარკეტოლოგების ხრიკიც ასეთ ადამიანებზეა გათვლილი.

სამარხვო

სამარხვო სასარგებლოს არ ნიშნავს და, მით უმეტეს, ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი პროდუქტი არ გაგასუქებთ. საქმე ის გახლავთ, რომ სამარხვო პროდუქტებში, ცხოველური წარმოშობის ნატურალური ცხიმების ნაცვლად, მცენარეულ შემცვლელებს გამოიყენებენ. მაგალითად, ნაღების კარაქის ნაცვლად, პალმის ან „რაპსის“ ზეთს, რომელიც ნაღების კარაქზე ორჯერ უფრო კალორიულია. ნატურალური კვერცხის ნაცვლად, ქიმიური დანამატების „კოქტეილს“. შედეგად, ვიღებთ ცილის ნაკლები შემცველობის მქონე მაღალკალორიულ პროდუქტს, რაც წონის მატების მიზეზი ხდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის