10 უსაფრთხო ადგილი, სადაც მეორედ მოსვლის დროს თავის შეფარება შეგიძლიათ
18:00 შაბ. 27 თებერვალი, 2021 წელი
კაცობრიობა დიდი ხანია, აპოკალიფსის მოლოდინით ცხოვრობს. სამყაროს აღსასრულის შიში ბოლოს 2012 წელს გვქონდა და ამის მიზეზი მაიას ცივილიზაცია გახდა, რომლის კალენდარში ვიღაცამ 2012 წლის 21 დეკემბერი სამყაროს უკანასკნელ დღედ მონიშნა. ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ მონაცემები არასწორად გაუშიფრავთ და სამყაროს აღსასრული ცოტა ხნით გადაიდო.
როგორიც არ უნდა იყოს აპოკალიფსი, მას ყოველთვის ერთი დასასრული აქვს, მაგრამ მოვლენების განვითარების სცენარები ყოველთვის განსხვავებულია. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს 10 ადგილს, სადაც განკითხვის დღის სხვადასხვა სცენარში თქვენი გადარჩენის შანსი გაცილებით მეტი იქნება.
ვატიკანი, იტალია
აპოკალიფსის სცენარი: მსოფლიოს დიქტატორი იპყრობს
ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელსაც არც განვითარებული ინდუსტრია აქვს და არც ბუნებრივი რესურსები. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო კათოლიკეების შემოწირულობებია, ქვეყნის მთავარი ღირებულებას კი არქიტექტურის შედევრები წარმოადგენს. დიქტატორი, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას გადაწყვეტს, ამით არ დაინტერესდება. ყოველ შემთხვევაში, პირველ რიგში, მაინც. შესაბამისად, აქ შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიმალოთ, თუნდაც - რაღაც დროით.
ისლანდია
აპოკალიფსის სცენარი: პლანეტის განადგურება
ასტეროიდი იქნება სხვა საფრთხე, რომელიც პლანეტას განადგურებით ემუქრება, მისგან თავშესაფარი უმჯობესია, ისლანდიაში მოძებნოთ. თავშესაფარი მოძებნოთ. მყინვარებიდან მომავალი მთის მდინარეები წყალს, უსასრულო მწვანე მდელოები, მტკნარი წყლის უზარმაზარი ბუნებრივი მარაგი და ყველაზე სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანი არგუმენტებია იმისთვის, რომ სამყაროს აღდგენა სწორედ ამ ადგილიდან დავიწყოთ.
არანი, ირლანდია
აპოკალიფსის სცენარი: უცხოპლანეტელების შემოსევა
უცხოპლანეტელების შემოსევის დროს არანის კუნძულებზე უკეთესი სამალავი არ არსებობს. რატომ მაინცდამაინც არანი? იმიტომ, რომ ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. არანში დრო თითქოს გაიყინა. კუნძულზე მაცხოვრებლები იცავენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს და კულტურას. მთავარი საქმიანობა ძველებურად მიწათმოქმედება და თევზაობაა. აქ მოხვედრა დროის მანქანით წარსულში დაბრუნებას ჰგავს. სავარაუდოდ, უცხოპლანეტელებს მატყლის წინდებზე და ეროვნულ კოსტიუმებზე მოთხოვნა არ აქვთ, ამიტომ აქ ნამდვილად არ ჩამოვლენ.
გუამი
აპოკალიფსის სცენარი: რობოტების ომები
მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, კურსი კუნძულ გუამისკენ უნდა აიღოთ, რომელიც წყნარი ოკეანეის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს შესანიშნავი თავშესაფარია, რადგან რობოტებს ცურვა არ შეუძლიათ.თანაც აქ წყნარ ოკეანეში აშშ – ის უდიდესი სტრატეგიული სამხედრო ბაზა მდებარეობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსებს .
სტამბული, თურქეთი
აპოკალიფსის სცენარი: ძლიერი მიწისძვრა
აპოკალიფსის ერთ-ერთი სცენარის თანახმად, სამყაროს დამანგრეველი მიწისძვრა გაანადგურებს. ამ სიტუაციაში გაქცევის შანსი მინიმალურია, მაგრამ ის მაინც არსებობს. დროებით თავშესაფრად შეიძლება სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი შეიძლება იქცეს, რადგან მისი ახალი ტერმინალი მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისძვრის მიმართ მდგრადი შენობა გახლავთ, რომელსაც ნაგებობას შეუძლია რვა ბალიან მიწისძვრას გაუძლოს და შემდეგ მუშაობა მშვიდად განაახლოს.
ჩრდილოეთ კორეა
აპოკალიფსის სცენარი: ზომბების შემოსევა
მსოფლიოს ყველაზე დახურული სახელმწიფო დიდი ხანია, რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობს. ქვეყნის შიგნით უამრავი ბეტონის კედელია აღმართული და შენობი ორმაგი ღობეებითაა გარშემორტყმული. ასე რომ, აქ ვერც ადამიანი და ვერც ზომბი თავისუფლად სეირნობას ვერ მოახერხებს, სამაგიეროდ, მარტივად შეგიძლიათ სასტუმროს ნომრის დაჯავშნით თავშესაფარი იპოვოთ, რომელიც გარშემორტყმულია ელექტრომავთულით აღჭურვილი ღობით.
შვეიცარია
აპოკალიფსის სცენარი: გლობალური პანდემია
გლობალური ეპიდემიისა და მოსახლეობის მასიური ინფიცირების შემთხვევაში, ეცადეთ ჟენევაში მოხვდეთ. აქ შეგიძლიათ საიმედო თავშესაფარი იპოვოთ და პანდემიის დასრულებას მშვიდად დაელოდოთ. რატომ ჟენევა? იმიტომ, რომ აქ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს და ინფექციისგან განკურნების საშუალებას ერთ–ერთი პირველი მიიღებს.
ნიუ-იორკი, აშშ
აპოკალიფსის სცენარი: რადიოაქტიური ნივთიერებები
მტავალრიცხოვანი ომების შემდეგ, ჩვენს პლანეტაზე უამრავი მიწისქვეშა ბუნკერი და თავშესაფარი დარჩა. თეორიულად, ნებისმიერ მათგანში შეიძლება თავი შევაფაროთ და უკეთესი პერიოდის დადგოიმას დაველოდოთ, მაგრამ ამის გაკეთება ყველაზე კომფორტული იქნება Empire State Plaza- ში იქნება. ეს მიწისქვეშა კომპლექსში აღჭურვილია კვების ობიექტებით, მაღაზიებით, ბანკებით და გვირაბების სისტემით, რომელიც კომპლექსს სხვა შენობებთან აკავშირებს. ეს კი გადარჩენის იმედს იძლევა.
იუკონი, კანადა
აპოკალიფსის სცენარი: გლობალური დათბობა
გლობალური დათბობა და ანტარქტიდის ყინულოვანი მასების დნობა მსოფლიოს დატბორვით ემუქრება. ლონდონი, ვენეცია, ჰოლანდია, დანიის ნაწილი, ბუენოს-აირესი, ურუგვაის სანაპირო და მსოფლიოს უამრავი ქალაქი თუ მთელი ქვეყანა შეიძლება წყლის ქვეშ აღმოჩნდეს. თუმცა დედამიწის ცალკეულ ადგილებზე ცხოვრება კვლავ შესაძლებელი იქნება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია კანადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორია, სახელად იუკონი. არახელსაყრელი კლიმატის გამო, აქ თითქმის არავინ ცხოვრობს, ამიტომ გლობალური დათბობის დროს შესაძლებელი იქნება, რომ თითქმის ხელუხლებელი ტყის და ცხოველური რესურსი გამოიყენოთ.
ლას – ვეგასი, აშშ
აპოკალიფსის სცენარი: ჯოჯოხეთი
გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, იესო ქრისტე ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქ მყოფი სულები გაათავისუფლა. თუ ოდესმე ბიბლიის წმინდა წერილები ცხოვრებაში რეალურად განხორციელდება, ეს ჯოჯოხეთი დედამიწა იქნება. თუ გარკვეული მიზეზების გამო, საკუთარ თავს სამოთხის მკვიდრად ვერ მოაზრებთ, ვეგასში უნდა გაემგზავროთ. მას ტყუილად არ უწოდებენ ცოდვის ქალაქს, რადგანაც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერ ცდუნებას დანებდეთ. ასე რომ, თუ ჯოჯოხეთია, ბარემ ვეგასში იყოს!
წყარო: interesno.cc
სიახლეები ამავე კატეგორიიდან