10 ვარსკვლავი, რომელმაც ფუფუნებას მოკრძალებულად ცხოვრება არჩია
12:00 ხუთ. 18 თებერვალი, 2021 წელი
მათ საბანკო ანგარიშებზე მილიონები და მილიარდებიც კი დევს, მაგრამ...
1. ჰალი ბერი
„ბედის ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი დავკარგო,“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰალი ბერიმ. მსახიობი პროდუქტებს, როგორც ნებისმიერი სხვა დიასახლისი, სუპერმარკეტებში შვილთან ერთად ყიდულობს. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და ამ ჩვევას სრულიად ნორმალურად მიიჩნევს.
2. ქეით მიდლტონი
კემბრიჯის ჰერცოგინია არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ საჯარო ღონისძიებებზეც უბრალო, მაგრამ ელეგანტური კაბების ჩაცმას ამჯობინებს. ის ერთ-ერთი პირველია ცნობილ ადამიანებს შორის, ვინც მასობრივი წარმოების ტანსაცმელს ატარებს და ამის გამო არანაირი უხერხულობას არ განიცდის. ქეითმა რამდენჯერმე დაარღვია პროტოკოლი, როცა ერთი და იგივე კაბა სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩაიცვა. კემბრიჯის ჰერცოგინიას ასეთი უბრალოება ბრიტანელებში მის პოპულარობას ზრდის.
3. სარა ჯესიკა პარკერი
რეალურ ცხოვრებაში სარა ჯესიკა პარკერის სამოსი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ფილმებში აცვია. მსახიობი უპირატესობას უბრალო დაა მოხერხებულ სამოსს ანიჭებს და შვილებსაც იმავე პრინციპებს უნერგავს.
4. მეთიუ მაკკონაჰი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი მანქანაში ცხოვრობდა მაშინაც კი, როდესაც რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობით თავისი პირველი მილიონები იშოვა. მსახიობი ამბობდა, რომ მისი მანქანა საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა, რადგან დიდი სახლი დიდ ყურადღებას და ენერგიას მოითხოვს.
5. კიანუ რივზი
მსოფლიოს ერთ-ერთ საყვარელი მსახიობის მოკრძალებულ ცხოვრებაზე ბევრჯერ დაწერილა. კიანუმ „მატრიცაში“ მონაწილეობით მიღებული შემოსავლის თითქმის 85% სპეციალურ ეფექტებსა და კოსტიუმების დიზაინზე მომუშავე ჯგუფს გადასცა. „ფული უკანასკნელია მათ შორის, რაზეც ვფიქრობ. იმით, რაც უკვე გამოვიმუშავე, შემიძლია რამდენიმე საუკუნე ვიცხოვრო,“ - აღიარა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მსახიობს ძალიან ხშირად ხედავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტანსაცმლის უბრალო მაღაზიაში ან პარკში და თითქმის არასდროს - ელიტარულ წვეულებებსა და რესტორნებში.
6. ჯულია რობერტსი
„მე არასდროს მქონია ძვირად ღირებული კაბები“, - ამბობს ჯულია. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ მსახიობს ბრენდულ სამოსს მოკრძალებული სამოსი ურჩევნია. მას თავის ბოსტანში ნატურალური ბოსტნეული მოჰყავს და შვილებისთვის ტანსაცმელსაც კი ქსოვს.
7. ჯენიფერ ლოპესი
ამბობენ, რომ ცნობილი ადამიანები წვეულებებისა და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელზე უზარმაზარ ფულს ხარჯავენ. ჯეი ლო ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ეს მითი გააქარწყლა, როდესაც American Idol-ის შოუზე 26-დოლარიანი მაქმანის კაბით გამოჩნდა. ცნობისათვის, Forbes - ის მონაცემებით, ჯენიფერ ლოპესის ქონება თითქმის 34 მილიარდი დოლარია.
8. ინგვარ კამპარდი
იმის მიუხედავად, რომ IKEA-ს დამფუძნებელი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ის ეკონომ-კლასით დაფრინავს და 1993 წლის Volvo-ს მართავს. ზოგი მას უკიდურესად თავმდაბალი ცხოვრების წესის გამო „მისტერ სკრუჯს“ უწოდებს.
9. ჯოან როულინგი
2012 წელს ცნობილი მწერლის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ მოგვიანებით, ფულის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცა. „ჩემი ცხოვრების მრავალი ასპექტი აბსოლუტურად ჩვეულებრივია, შეიძლება მას მოსაწყენიც კი ვუწოდოთ, მაგრამ ეს მომწონს“, - ამბობს მწერალი.
10. ლედი გაგა
ბევრისთვის უცნობია, რომ ლედი გაგას ექსტრავაგანტული იმიჯი მხოლოდ სცენისთვისაა. რეალურ ცხოვრებაში ის უბრალო სამოსს ატარებს, რომელსაც ხშირად ჩვეულებრივ მაღაზიებში ყიდულობს. „რატომ მიყურებს ხალხი, თითქოს გიჟი ვარ, როდესაც სურსათის მაღაზიაში ან ბაზარში პროდუქტებს ვყიდულობ?“ - უკვირს მომღერალს.
წყარო: brightside.me
სიახლეები ამავე კატეგორიიდან