საკნატუნო ამბები

1600 ევრო და ორი ბოთლი ვისკი - როგორ იყიდა „ადიდასმა“ სამი ზოლის უფლება

fun time

17:36 შაბ. 24 აპრილი, 2021 წელი

ადი დასლერი

14
დაკოპირებულია

1916 წელს ჰელსინკის ცენტრში მცირე საამქრო, სახელად Ab Sportartiklar Oy გაიხსნა. საამქროში ფინური არყის ხისგან დამზადებული თხილამურები და ზამთრის სპორტის სხვა აღჭურვილობა იყიდებოდა. მალე შენიშნეს, რომ ჰელსინკიში დამზადებული თხილამურების სიმსუბუქე და მოხერხებულობა სპორტსმენებს ტურნირებზე უპირატესობას ანიჭებდა. 1917 წელს ფინელმა მოთხილამურემ ჰანეს კოლემეინენმა სწორედ ამ აღჭურვილობით გაიმარჯვა აშშ-ში ჩატარებულ ჩემპიონატზე.

ამის შემდეგ Ab Sportartiklar Oy-ს პროდუქტებზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. 1920-იან წლებში ბრენდმა შეიცვალა სახელწოდება და გახდა უფრო გასაგები Karhu, რაც ფინურად „დათვს“ ნიშნავს (კომპანიის პირველ ლოგოზე გამოსახული იყო დიდი ყავისფერი დათვი თხილამურებზე).

მალე „კარჰუ“ფინეთისთვის საერთაშორისო ოლიმპიადებზე აღჭურვილობის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. ფინელმა მორბენალმა პაავო ნურმიმ „კარჰუ“-ს აღჭურვილობით 1920 წელს ანტვერპენში და 1924 წელს პარიზის თამაშებში ცხრა ოქროს მედალი მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს „კარჰუ“ ფინეთის არმიისთვის სამხედრო ფორმებს, კარვებს, ჩექმებს, ზურგჩანთებს და თხილამურებს აწარმოებდა.

1952 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა - ფინელებმა ჰინსინკის ოლიმპიურ თამაშებზე 15 ოქროს მედალი აიღეს და „კარჰუს“ სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვეს. მათი ფეხსაცმელი ასე გამოიყურებოდა - არაფერს გაგონებთ?👇

1936 წელს ბერლინში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის მთავარი გმირი ფერადკანიანი მორბენალი ჯესი ოუენსი გახდა, რომელმაც ადოლფ ჰიტლერის თვალწინ ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

ადი დასლერი რბოლას ტრიბუნებიდან აღფრთოვანებული აკვირდებოდა - ოუენსი მისი კომპანიის სპორტული ფეხსაცმელით დარბოდა. პრობლემა ის იყო, რომ ადი დასლერის ფეხსაცმელი ვიზუალურად არაფრით გამოირჩეოდა. ექსპერტებიც კი ვერ ხვდებოდნენ, სპორტსმენს adidas ეცვა თუ არა.

ერთხელ დასლერი ქარხანაში დაუსრულებელი ფეხსაცმლის ნიმუშების სანახავად მივიდა. დაათვალიერა. სწორედ ამ დროს ფეხსაცმელს ტერფის ფიქსაციისთვის თეთრი ტყავის ზოლებს აკერებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ფეხსაცმლის ფერად იღებებოდა. დასლერმა სპორტსმენები დაუსრულებელ ფეხსაცმელში დაინახა და მიხვდა - სწორედ ეს იყო ის, რაც სჭირდებოდა. ახლა მისი ფეხსაცმელი შორიდანაც კი გამოჩნდება.

ადიმ გადაწყვიტა, რომ სამი ზოლი იდეალური იქნებოდა, მაგრამ სამზოლიან დიზაინს უკვე „კარჰუ“ იყენებდა.

1952 წელს ფინელებისთვის სუპერწარმატებული ოლიმპიადის შემდეგ, დასლერმა „კარჰუს“ წარმომადგენლები ფრანკფურტში, სპორტულ გამოფენაზე მიიწვია.

ადიმ სტუმრებს სამი ზოლის გამოყენების უფლების გაყიდვა შესთავაზა. ფინელები შეთავაზებას დათანხმდნენ და სასაცილო კომპენსაცია მოითხოვეს - ორი ბოთლი ვისკი და თანხა, რომელიც დღეს 1600 ევროს ეკვივალენტია.

თითქოს დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ამის შესახებ „კარჰუ“-ს ოფიციალურ ბლოგზე და adidas და Puma- ს შესახებ გამოცემულ წიგნში - Pitch Invasion წერია.

ასე გადაჭრა adidas-მა თავისი პროდუქციის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემა.

„კარჰუ“-ს ბრენდი დღეს ისეთივე ცნობილი არ არის, როგორც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ სპორტულ ფეხსაცმელს ისევ კერავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები