საკნატუნო ამბები

9 შვილის მამამ შემთხვევით გაიგო, რომ დაბადებიდან უნაყოფოა!

fun time

19:00 ხუთ. 16 სექტემბერი, 2021 წელი

9 შვილის მამამ შემთხვევით
გაიგო, რომ დაბადებიდან
უნაყოფოა!

14
დაკოპირებულია

როცა საქმე ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება, ღალატი ყველაზე ძლიერი ტკივილია, მით უფრო, თუკი ის მთელი ცხოვრება გრძელდება...

ადვილი წარმოსადგენია, რა განიცადა 50 წლის მაროკოს ქალაქ სიდი სლიმანის მცხოვრებმა, როცა გაიგო, რომ ცოლი მთელი ცხოვრება ღალატობდა. მამაკაცი ცხრა შვილის მამა იყო, უფრო სწორად, ეგონა, რომ იყო, სანამ გაიგებდა, რომ უნაყოფოა და ბავშვის ჩასახვა არ შეუძლია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სლიმანმა სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უნაყოფოა და ბავშვის ჩასახვა არ შეუძლია.

ცხრა შვილის მამამ, რომელიც 35 წელი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, ექიმის სიტყვებს არ დაუჯერა და გამოკვლევის ჩასატარებლად სხვა კლინიკაში წავიდა, თუმცა აქ პირველი დიაგნოზი დაადასტურეს.

როცა სლიმანის უნაყოფობა კიდევ ერთმა, ფასიანმა კლინიკამ დაადასტურა, მამაკაცმა გააცნობიერა, როგორი გრანდიოზული ტყუილის მსხვერპლი იყო მთელი ცხოვრება.

სიდი-სლიმანმა ადვოკატი დაიქირავა და მეუღლესთან განქორწინების მიზნით სასამართლოს მიმართა.
მან, ასევე, მოითხოვა მამობის უფლების ჩამორთმევა და ცოლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

საქმე ის გახლავთ, რომ მაროკო ტრადიციული ისლამური სახელმწიფოა და ცოლქმრული ღალატი კანონის დარღვევად მიიჩნევა.
სლიმანის ცოლს პატიმრობა ემუქრება, ქალებზე გულაცრუებული მამაკაცი კი დარჩენილი ცხოვრების მარტოობაში გატარებას გეგმავს.

🔰:

ქალი, რომელიც დნმ-ით საკუთარი შვილების დედა არ აღმოჩნდა

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახები კაცობრიობის ისტორიაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები