არქიტექტურული გამოცანა - რატომ თქვა ევროპამ უარი ცათამბჯენებზე?
12:15 სამ. 17 მაისი, 2022 წელი
თუ მსოფლიო არქიტექტურის ტენდენციებს გადახედავთ, უჩვეულო ფენომენს შენიშნავთ - ცათამბჯენები ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ავსტრალიისთვის არის დამახასიათებელი, ევროპაში მათ მხოლოდ ოთხ ქალაქში: ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და მოსკოვში ნახავთ. დიახ, ევროპაში ცათამბჯენები იშვიათია.
ევროპული ქალაქები სხვა განვითარებული ქვეყნების ქალაქებისგან სწორედ არქიტექტურით განსხვავდება - აქ აქცენტი ცათამბჯენებზე კი არა, შედარებით დაბალ და ერთი სიმაღლის შენობებზეა გადატანილი.
პირველი ცათამბჯენები ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. ამ დროს ევროპული ქალაქები დიდი ხნის აშენებული იყო და საკუთარი ისტორიული ცენტრები და კულტურული ძეგლები ჰქონდათ. ევროპულ ქალაქებში უზარმაზარი ცათამბჯენების ადგილი უბრალოდ არ იყო.
ამასთან ამერიკის ქალაქების არქიტექტორებიდან უმეტესობას ევროპული არქიტექტურა მოძველებულად მიაჩნდა, ხოლო ევროპელები ამერიკელებისა და კანადელების არქიტექტორულ იდეებს ევროპული ღირებულებების განადგურებად თვლიდნენ.
ამ კონტინენტებმა ერთმანეთის ქალაქგეგმარებითი კონცეფციების გაზიარებაზე უარი თქვეს - ამერიკაში ახალი თაობის არქიტექტურული მოდელი დამკვიდრდა, ევროპა კი ტრადიციების ერთგული დარჩა.
აღსანიშნავია, რომ 1950-60-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, ტიპური მრავალსართულიანი და მრავალბინიანი სახლების მშენებლობა დაიწყო. მოგვიანებით, ამ სახლებში სსრკ-ის სხვა რეგიონებიდან ჩასული ადამიანები დასახლდნენ. ეს ფაქტი ევროპის სხვა ქალაქებში პირველი ცათამბჯენების გაჩენის მიზეზი გახდა, რაც საბჭოთა არქიტექტორებთან დაპირისპირებას დაემსგავსა. ეს ტენდენცია სწრაფად შეაჩერა ეგრეთ წოდებულმა „ბრიუსელიზაციამ“. ახალი წესების თანახმად, ძველი შენობების რესტავრაცია უნდა მოხდეს, ხოლო ცათამბჯენებისთვის ცალკე ტერიტორიები უნდა გამოიყოს.
მალე ამ წესებისა და ისტორიული ურბანული ლანდშაფტის დაცვა ბრიუსელის გარდა სხვა ქალაქებმაც დაიწყეს. ახლა, ევროპული ქალაქის ცენტრში კულტურული და ისტორიული შენობების გვერდით, ახალი შენობები არ შენდება. ცათამბჯენებისთვის კი ადგილები თანამედროვე რაიონებსა და ბიზნესცენტრებში გამოიყოფა.
იცით? 👇
რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?
რატომ არ აქვს შვეიცარიის დედაქალაქი?
ვინ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან