საკნატუნო ამბები

დახურული კუნძული - რა არის ცნობილი დედამიწის ყველაზე ძვირად ღირებული მისამართის შესახებ

fun time

12:00 სამ. 15 ივნისი, 2021 წელი

Fisher Island

14
დაკოპირებულია

Fisher Island მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მისამართი და შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დახურული ადგილია. ერთ კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი  მილიარდერი და მულტიმილიონერი სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობს. ჩვენ გიამბობთ სად მდებარეობს კუნძული და რა არის ცნობილი მის შესახებ.

ფიშერის კუნძულს მსოფლიოში „ოცნების კუნძულსაც“ ეძახიან. ის გარშემორტყმულია ბაჰამის კუნძულიდან ჩამოტანილი თეთრი ქვიშის პლაჟებით და გამწვანებულია ინდოეთისა და წყნარი ოკეანეებიდან ჩამოტანილი პალმებითა და ორქიდეებით.

ფუფუნებისა და კომფორტის თვალწარმტაცი ოაზისი მილიარდერების და მულტიმილიონერების რაოდენობით ყველა რეკორდს ხსნის.

აქ სერვისი იმდენად განვითარებულია, რომ ფლამინგოებს, ტუკანებს და სხვა ეგზოტიკურ ჩიტებსაც კი საკუთარი მსახურები ჰყავთ.

კუნძულს მაიამის ნაპირებისგან მხოლოდ ერთკილომეტრიანი წყლის ზოლი აშორებს. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მისი დანახვა მხოლოდ სრუტეს მეორე მხრიდან შეუძლიათ.

კუნძულის ისტორია 1906 წელს, „წყალზე აგებული ქალაქის“ ადმინისტრაციული არსებობიდან დაიწყო. 12 წლის შემდეგ, კუნძულის მფლობელმა ჰერმან უოკერმა აქაურობა პირველ აფროამერიკელ მილიონერს დან დორსის მიჰყიდა, მან კი უძრავი ქონების მეფე კარლ ფიშერს, რის შემდეგაც კუნძულის განაშენიანება სწრაფი ტემპებით დაიწყო.

1920 წელს ფიშერმა კუნძული იახტაზე გაუცვალა რკინიგზის მაგნატის, უილიამ ვანდერბილტის შვილს უილიამ II-ს. მომდევნო წლებში ის კიდევ რამდენჯერმე გაიყიდა. დღეს კი აქ მხოლოდ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ.

დედამიწაზე ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილამდე მისვლა მხოლოდ კერძო თვითმფრინავით ან წყლით ბორნით არის შესაძლებელი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მაგრამ მასზე მოსახვედრად სპეციალური საშვია საჭირო. ამის გარეშე დაცვა უბრალოდ, არ გაგატარებთ.

ვინაიდან კუნძული კერძოა, აქ საგანგებო მოწვევის გარეშე ვერავინ მოხვდება. თუ ასეთი მოსაწვევი არ გაქვთ, ადგილობრივ სასტუმროში მდიდრული ოთახის დაქირავება მოგიწევთ, რომლის ფასი ღამეში ათას დოლარს აჭარბებს.

ფიშერ-აილენდზე მკაცრი კანონებია. ქონების მეპატრონეები ვალდებული არიან ოფიციალურ დოკუმენტებში ნამდვილი სახელი მიუთითონ.

2011 წელს, კუნძულზე დარეგისტრირებული იყო 722 ოჯახი, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩამოვიდა. მოსახლეობის 60% ამერიკელები და ინგლისელები შეადგენენ, 15% ესპანურენოვანი ქვეყნებიდან არიან, კიდევ 15% - პოსტსაბჭოთა სივრციდან.

ფიშერ-აილენდზე ელიტური საცხოვრებელი ფართის მფლობელები ცნობილი საერთაშორისო ფინანსისტები, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები, ასევე შემოქმედებითი და სპორტული ელიტის წარმომადგენლები არიან. მათ შორისაა:

1. ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მელ გიბსონი;

2. ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯულია რობერტსი;

3. ამერიკელი ჩოგბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი ანდრე აგასი;

4. გერმანელი ჩოგბურთელი, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბორის ბეკერი;

5. ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი ოპრა უინფრი და ა.შ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები