გერმანელმა დიზაინერემა სოციალური დისტანციისთვის გამჭვირვალე ჩაფხუტი შექმნეს
14:00 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი
კორონავირუსული პანდემია ბევრი დიზაინერისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მაგალითად, ბერლინურმა კომპანიამ Plastique Fantastique ექიმების უკეთ იზოლაციისთვის სპეციალური კაფსულა შექმნა, ხოლო სოციალური დისტანციის კომფორტულად დაცვისთვის გამჭვირვალე ჩაფხუტი iSphere გამოიგონა.
გერმანელი დიზაინერების ჯგუფმა Plastique Fantastique სასარგებლო გაჯეტების მთელი სერია შექმნა, რაც, მათი განმარტებით, პანდემიის დროს ცხოვრებას უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.
„კორონავირუსი ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და გავლენას ახდენს რეალობის აღქმაზე. ვირუსი საზღვრებს არ ცნობს და გენდერულ, სოციალურ ან კულტურულ განსხვავებებს არ აღიარებს,“ - ამბოენ გერმანელი დიზაინერები.
ასეთ გამჭვირვალე ჩაფხუტში სიარულის დროს სოციალური დისტანციის დაცვაც კი არ არის საჭირო! თუნდაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაინფიცირდეს, დანარჩენები საიმედოდ დაცულები იქნებიან.
iSphere 1950-60-იანი წლების ფანტასტიკური კომიქსების გავლენით შეიქმნა.
დიზაინერებმა 2 გამჭვირვალე ნახევარსფერო შეაერთეს და თავისთვის ჭრილი გაუკეთეს. სურვილის შემთხვევაში, iSphere-ს შეიძლება ჰქონდეს მზისგან დამცავი ან სარკის ფენა, ჩამონტაჟებული მიკროფონი, დინამიკი ან ტელეფონი.
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ასეთივე ჩაფხუტები შეიქმნა, მაგრამ ექიმებისა და პაციენტებისთვის განსხვავებული ზომები და ფორმები აქვთ. დიზაინერების აზრით, ასეთ ჩაფხუტებს შეუძლიათ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იხსნან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან