საკნატუნო ამბები

ღმერთისა და მშვიდობის სახელით - ვინ არის ასკეტი, ვისაც აწეული ხელი 1973 წლიდან არ დაუშვია

fun time

14:24 პარ. 23 ივლისი, 2021 წელი

ინდოელი ასკეტი ამარ
ბჰარტი

14
დაკოპირებულია

ინდოელ ასკეტს, ამარ ბჰარტის მარჯვენა ხელი 48 წელი არ დაუშვია და გაუსაძლის ტკივილებს უხმოდ იტანს. სანამ სულიერ ცხოვრებას შეუდგებოდა, მამაკაცს მაჰანტ ამარ ბჰარტი ჯი ერქვა და დელიში კლერკად მუშაობდა. 

1973 წელს მან ინდუისტური სამების ღვთაების, შივას პატივსაცემად მარჯვენა ხელი ასწია და მას შემდეგ, მკლავის დეფორმაციისა და აუტანელი ტკივილების მიუხედავად, აღარასოდეს დაუშვია.

48 წლის განმავლობაში ასკეტის ხელი არაბუნებრივ მდგომარეობაში გაყინულ, უსარგებლო ძვლებისა და სპირალივით დახვეული ფრჩხილების გროვად იქცა, რომელიც ამ ხნის მანძილზე არავის მოუჭრია.

სანამ სადჰუ გახდებოდა, (სადჰუ ასკეტი ბერი, განდეგილი ინდუიზმში), ამარ ბჰარატი ინდოეთის საშუალო კლასის რიგითი წარმომადგენელი იყო. იგი მუშაობდა და ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ერთ დღეს მიხვდა, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველაფერი მიატოვა და სიცოცხლე ღმერთი შივას მსახურებას მიუძღვნა.

სამი წლის შემდეგ, 1973 წელს, ბჰარტი მიხვდა, რომ ისევ ამქვეყნიურ ცდუნებებთან იყო მიჯაჭვული და გადაწყვიტა. მათთან კავშირი მარჯვენა ხელის აწევით გაეწყვიტა.

ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ ამარ ბჰარტი მსოფლიოში მიმდინარე ომების და ადამიანების ხოცვის გამო უდიდეს სულიერ ტკივილს განიცდიდა და ხელის აწევა მშვიდობის სახელით გადაწყვიტა.

სადჰუ ამარ ბჰარტი ქალაქ ჰარიდვარში, კუმბჰა მელას მასობრივი პილიგრიმობის რიტუალის დროს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სტუმარია.

„კუმბჰა მელა“ ერთი უდიდესი რელიგიური მასობრივი რიტუალია მსოფლიოში. 15 იანვრიდან 4 მარტამდე, ქალაქ პრიაგრაჯში (ალაჰაბადი) 120 მილიონი მლოცველი მდინარე სანგამში განიბანება. ამ ადგილას, ერთმანეთს უერთდება განგი, იამუნა და მითიური მდინარე სარასვატი.

ინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ „კუმბჰა მელა“ (ასე ეწოდება რიტუალს) ცოდვებისგან განწმენდს და „მოკშას“ მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარება, რაც მათ დაბადებისა და სიკვდილის უწყვეტი მონაცვლეობისგან გაათავისუფლებს.

მსოფლიოში არსად, ამდენი ადამიანი ერთ ადგილას არ იკრიბება. პროცესი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება.

ამარ ბჰარატიმ კუმბჰა მელას მონაწილე სხვა სადჰუსებსაც შთააგონა, რომ ღმერთისა და მშვიდობისთვის ხელი აეწიათ. ზოგ მათგანს ხელი 7, 13 და 25 წლის განმავლობაშიც კი აწეული აქვს.

ბჰარტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი სულიერი დისკურსი ფოკუსირებულია თანამედროვე სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ ანადგურებენ ადამიანები ერთმანეთს და ცდილობს მათ მშვიდობიანი და ჰარმონიული ცხოვრება შთააგონოს.

კითხვაზე, სტკივათ თუ არა აწეული მკლავი, ამარი ამბობს, რომ ტკივილს დიდი ხანია შეეჩვია. ამარ ბჰარატი განმარტავს, რომ ის აგრძელებს ინდოეთში მცხოვრები წმინდანების ტრადიციას. ინდოეთში ამას „ურდჰამან ტაპასიას“ უწოდებენ, რაც ასკეტის მიერ ღმერთისთვის სხეულის ნაწილის დათმობას ნიშნავს.

ცნობილია, რომ ინდოელი სადჰუები უჩვეულო დავალებებს რწმენის სახელით ასრულებენ. მაგალითად, ფეხზე მდგომებს სძინავთ ან ხანგრძლივად მარხულობენ. ინდოეთში ცხოვრობს წმინდანი პრაჰლად ჯანი, რომელსაც 70 წლის განმავლობაში არაფერი უჭამია და დაულევია. ეს შემთხვევა მედიკოსების მიერ გადამოწმებული და დადასტურებულია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები