საკნატუნო ამბები

იაპონიამ დისტანციური მუშაობისთვის მინიატურული „სახლის ოფისების“ წარმოება დაიწყო

fun time

16:31 სამ. 21 სექტემბერი, 2021 წელი

იაპონური მინი-ოფისი

14
დაკოპირებულია

იაპონური დიზაინი თავისი სიმარტივით და მინიმალიზმით არის ცნობილი. ახლაც, პანდემიის დროს, დისტანციური მუშაობისთვის სამუშაო სივრცის სიმცირის პრობლემას, რაც ბევრ იაპონელს შეექმნა, პატარა „სახლის ოფისებით“ უპასუხა.

Hanare Zen (ჰანარე ზენი) 91 სმ სიგანისა და 1.8 მეტრის სიგრძის კეთილმოწყობილი ოთახია, რომელსაც მსხვილი სამშენებლო კომპანია KI Star Real Estate სთავაზობს ადამიანებს, რომლებიც სახლში არასამუშაო პირობებმა დაღალა.

„ჰანარე“ იაპონურად ცალკე მყოფს, განმარტოვებულს ნიშნავს, ხოლო „ზენი“ ჩინური იეროგლიფების მსგავსად იწერება და ბუდიზმს ნიშნავს.

„თავდაპირველად, ჰანარე ზენი შევქმენით, როგორც ერთგვარი შემნახველი ოთახი, მაგრამ პანდემიის დაწყების შემდეგ მისი სამუშაო სივრცედ გადაკეთება გადავწყვიტეთ,“ - ამბობს კომპანია KI Star Real Estate წარმომადგენელი ჩისა ჩუჩიამა.

ჰანარე ზენის ღირებულება 547 800 იენია (დაახლოებით, $5000) და ჯერჯერობით ის მხოლოდ ტოკიოს და მიმდებარე პრეფექტურების მცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. მოკლედ, იყიდე და დადგი, სადაც გინდა...

საქმე ის გახლავთ, რომ ტოკიოში მოსახლეობის 70% პატარა ბინებში ცხოვრობს და კარანტინის პერიოდში მშვიდ გარემოში მუშაობა მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ ბევრმა იაპონელმა საკუთარი მანქანაში მოაწყო დროებით ოფისი.

საქმე იქამდე მივიდა, რომ იაპონელებმა ავტომობილში მუშაობისთვის სხვადასხვა აქსესუარების შეძენა დაიწყეს: სტენდები საჭეზე დამონტაჟებული კომპიუტერებისთვის, დასაკეცი მაგიდები, პორტატული ელემენტები და ფანჯრებზე გადასაკრავი ფირები.

ტოკიოს სამხრეთით მდებარე კავასაკიში მდებარე რკინიგზის კომპანია უფრო შორს წავიდა და ძველი ვაგონების, ბილეთების გასაყიდი სალაროების და კიოსკების სამუშაო სივრცეებად გადაკეთება და გაქირავება დაიწყო.

იაპონური გამოცემის, Mainichi Shimbun ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პანდემიის დასრულების შემდეგაც კი იაპონური კორპორაციების 90% დისტანციური მუშაობის სტრატეგიის გაგრძელებას გეგმავს, რომელიც დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულისთვისაც ხელსაყრელია.

ფოტოზე: მინი-ოფისის ექსტერიერი და ინტერიერი

🔰:

იაპონიის 10 უცნაურობა

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები