საკნატუნო ამბები

ინჟინერიის სასწაული: ლიფტები კლდეზე და აკვარიუმში, უძირო და გამჭვირვალე, მრგვალი და მცოცავი!

fun time

18:00 შაბ. 12 ივნისი, 2021 წელი

„ავატარის“ ლიფტი

14
დაკოპირებულია

უნიკალური სასტუმროები, ერთი შეხედვით საშიში, მაგრამ უსაფრთხო ატრაქციონები... ლიფტები, რომლებიც ინჟინერიის სასწაულს წარმოადგენს. ერთად დავათვალიეროთ:

ლიფტი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - პორტუგალია

ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, მსოფლიოში პირველი ლიფტი ჩვენს ეპოქამდე, დიდმა არქიმედემ შექმნა და ეგვიპტელები მას პირამიდების ასაშენებლად იყენებდნენ.

ლისაბონში მდებარეობს ლიფტი, რომელმაც ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. სანტა ჯუსტას ლიფტმა მუშაობა 1902 წელს დაიწყო. ეს კონსტრუქცია ერთდროულად, არქიტექტურის შედევრი და იმ დროის მოწინავე საინჟინრო სტრუქტურა გახლავთ.

ლიფტი აკვარიუმში

ამ ლიფტში მოსახვედრად, საკმარისია ბერლინის სასტუმრო რადისონში დასახლდეთ. აქ მდებარეობს უზარმაზარი აკვარიუმი, გამჭვირვალე ლიფტით. 25-მეტრიან ცილინდრში 50-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს. ლიფტით მოძრაობის დროს შეიძლება თავს ოკეანის ფსკერზე მყოფ მყვინთავად იგრძნობთ, თანაც სიღრმის შიშის გადალახვის გარეშე. გამჭვირვალე კედლის მიღმა შეიძლება მყვინთავები შენიშნოთ - ისინი აკვარიუმს ასუფთავებენ და თევზებს კვებავენ.

ლიფტი „ავატარის“ მთებში

ეს ეროვნული პარკი ჩინეთში თავისთავად უნიკალურია - სწორედ აქ გადაიღეს კადრები ფილმისთვის „ავატარი“. აქვე, მდებარეობს კლდეში ჩაშენებული ლიფტები, რომლებსაც ტურისტები სამას მეტრზე აჰყავთ. ლიფტის გამჭვირვალე კედლებში ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს მწვანე კლდეებს შორის დაფრინავს. შთაბეჭდილება მართლაც დაუვიწყარია.

უძირო ლიფტები

ლიფტები გამჭვირვალე იატაკით მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. ერთი ასეთი ლიფტი ოკლენდის ლეგენდარული მაღლივი კოშკში Sky Tower-ში მდებარეობს.

ლონდონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში არის ლიფტი, რომელსაც ძირი საერთოდ არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს. ილუზია შექმნა მხატვარმა ენდრიუ უოკერმა და ის იმდენად რეალურია, რომ ამ ლიფტში შესვლას ყველა ვერ ბედავს.

მუზეუმის ლიფტი

ლუვრის ლიფტის შესახებ ბევრს არაფერი სმენია - ცნობილ მუზეუმში ლიფტზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ბევრია, მაგრამ ყურადღებას ჰიდრავლიკური ენერგიის მქონე ლიფტიც იმსახურებს. ის საშუალებას გაძლევთ „ხელოვნებაზე ამაღლდეთ“ და მუზეუმის დარბაზები ლიფტიდან დაათვალიეროთ.

გემების ლიფტი

ეს საოცარი ლიფტი შოტლანდიაში მდებარეობს. უზარმაზარ მბრუნავ კონსტრუქციას ფრთხილად ამოაქვს გემები წყლიდან და ისევ წყალში აბრუნებს. საქმე ისაა, რომ ამ ადგილზე სანაოსნო არხები აქ სხვადასხვა დონეზეა განთავსებული, ამიტომ ასეთი ლიფტი გახდა საჭირო.

ლიფტი - ბარი

ლიფტი, სადაც შეგიძლიათ კოქტეილი შეუკვეთოთ, საკრუიზო გემზე მდებარეობს. კონსტრუქცია გემის დონეებს შორის 8 წუთის განმავლობაში მოძრაობს. ლიფტში 35 ტურისტი და ბარის პერსონალი ეტევა.

ლიფტი - ატრაქციონი

ერიქსონის ბურთი სტოკჰოლმში თავისთავად შესანიშნავი, გიგანტური სფეროა. სფეროს ზედაპირზე გამჭვირვალე ასევე, ბურთის ფორმის „მცოცავი“ ლიფტის კაბინებია. გამჭვირვალე ლიფტებს ტურისტები ატრაქციონს ეძახიან, რადგან ისინი 100 მეტრის სიმაღლემდე ადის, რაც მიწიდან შიშისმომგვრელად გამოიყურება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები