საკნატუნო ამბები

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სიკვდილის დროს და მიზეზს გამოთვლის

fun time

20:16 პარ. 29 დეკემბერი, 2023 წელი

სიკვდილის კალკულატორი

14
დაკოპირებულია

მეცნიერებმა სიკვდილის კალკულატორი შექმნეს, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როდის და როგორ მოკვდება ადამიანი. კალკულატორი, სახელად, life2vec ადამიანის ცხოვრების შესახებ არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს და მისი პროგნოზების სიზუსტე 80 პროცენტია.

ამ ხელსაწყოს საფუძველია ჩატბოტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციით და ადამიანის ცხოვრების შესახებ მონაცემთა ანალიზით (ჯანმრთელობა, განათლება და შემოსავლის დონე) მომავალს წინასწარმეტყველებს.

ჩატბოტი 2008 წლიდან 2016 წლამდე, დანიის 6 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების დამუშავების პროცესში გაწვრთნეს.

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა 35-იდან 60 წლამდე ასაკის ადამიანების მონაცემები შეკრიბეს, რომელთაგან ნახევარი 2016-2020 წლებში გარდაიცვალა.

მათ ხელოვნურ ინტელექტს სთხოვეს, წინასწარ განესაზღვრა, ვინ იცოცხლებდა და ვინ არა. საბოლოოდ, პროგნოზების სიზუსტემ 79 პროცენტს მიაღწია. ეს 11%-ით უფრო ზუსტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი სხვა მოდელი ან ის მოდელი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები იყენებენ.

უახლოეს ხანებში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, ზუსტად იწინასწარმეტყველოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიკვდილის მიზეზი და დრო.

კვლევის ავტორის, სუნე ლემანის თქმით, „life2vec“ მოდელი ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით აანალიზებს ადამიანის ცხოვრებას და წარმოადგენს მას, როგორც მოვლენათა თანმიმდევრობას.

როგორც ავტორები ამბობენ, სიკვდილის კალკულატორი გვაწვდის შეფასებებს და არა ზუსტ პროგნოზებს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ და ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენი ჩვევების კორექტირებისთვის და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლისთვის.

ესეც დაგაინტერესებთ:

მეცნიერთა გათვლებით, 2060 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება

წინდები ხელოვნური ინტელექტით

ხელოვნური ინტელექტი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და...

როგორ აცხობენ
კოსმონავტების პურს

ჩერნობილის ნანგრევებში იპოვეს შავი...

შავი სოკო ჩერნობილიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა

ყვავს ადამიანის სახის დამახსოვრება...

ყვავს ადამიანის სახის
დამახსოვრება და წლების
შემდეგ ამოცნობა შეუძლია