საკნატუნო ამბები

ქვეყნები, სადაც ინტერნეტი აკრძალულია ან მკაცრ ცენზურას გადის

fun time

12:00 პარ. 26 თებერვალი, 2021 წელი

ქვეყნები, სადაც ინტერნეტი
ცენზურის ქვეშ მუშაობს

14
დაკოპირებულია

ამ ქვეყნებში ინტერნეტი და სოციალურ ქსელებში აქტიურობა აკრძალულია ან მხოლოდ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ინტერნეტკაფეებშია დაშვებული.

 

ჩრდილოეთი კორეა

იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არსებობს, პირველ რიგში, ჩრდილოეთი კორეა მიეკუთვნება. არსებობს მხოლოდ „მსოფლიო აბლაბუდასგან“ იზოლირებული სპეციალური შიდა ქსელი და ისიც მხოლოდ „რჩეულთათვის“. ჩვეულებრივ ინტერნეტთან წვდომის საშუალება მხოლოდ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას აქვს.

ბირმა

ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო რეჟიმი მძვინვარებდა, რამაც მოქალაქეებში თავისუფალი აზრის და ზოგადად, თავისუფლების ცნება მთლიანად გააქრო. ინტერნეტთან წვდომა ბირმის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. დანარჩენებისთვის ინტერნეტაქტივობები მკაცრად აკრძალულია და ზოგ შემთხვევებში, უვადო პატიმრობითაც კი ისჯება.

ეთიოპია

მოსახლეობის სიღატაკისა და სახელმწიფო ცენზურის გამო, კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს.

აღმოსავლეთი ტიმორი

ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობს, თუმცა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს.

აფრიკა

მოსახლეობის სიღატაკისა და გაუნათლებლობის გამო, აფრიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის კონგოში, ინტერნეტით მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები სარგებლობს.


თურქმენეთი

ამ ქვეყანაში ინტერნეტით სარგებლობა წარმოუდგენელ ფუფუნებად მიიჩნევა. თურქმენეთის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მოქალაქეებისთვის ინტერნეტი მოუწვდომელი იყოს, ამიტომ ქსელში ჩართვის ფასი რამდენიმე თვის ხელფასზე მეტია. სახელმწიფო, რომელიც არასასურველ გვერდებს ბლოკავს და საკუთარი მოქალაქეების საფოსტო სერვისებს აკონტროლებს, ერთადერთი სერვის-პროვაიდერია. თურქმენეთში დაბლოკილია ყველა უფლებადაცვითი ორგანიზაციისა და მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი.


ვიეტნამი

ამ ქვეყნის ხელისუფლება კომპანიებისგან Yahoo, Google და Microsoft ითხოვს იმ ვიეტნამელების სიას, რომლებიც აღნიშნული კომპანიების სერვისებით სარგებლობენ. ქვეყანაში შექმნილია სპეციალური მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ინტერნეტში საკუთარი მოქალაქეების მიმოწერას და სხვა სახის აქტივობებს აკვირდება. ამ ქვეყანაში იბლოკება ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების ვებგვერდები.

ტუნისი

ტუნისელი ინტერნეტპროვაიდერები ვალდებულნი არიან, ხელისუფლებას ანგარიში ჩააბარონ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში ხანგრძლივი დროით იმყოფებიან. რაც შეეხება ბლოგერებს, მათი პირადი მონაცემები, სახელების, პაროლებისა და IP მისამართების ბაზა სპეციალურ სახელმწიფო სამსახურებს გადაეცემათ.

სირია

ამ ქვეყანაში პატიმრობა ელის ნებისმიერ ბლოგერს, რომელიც სირიის ხელისუფლების მიმართ უარყოფით ან კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მომენტალურად იბლოკება ვებგვერდები, სადაც სირიის ხელისუფლების კრიტიკა გაჟღერდა. სირიული ინტერნეტკაფეების მფლობელები ვალდებულნი არიან, თავიანთი კლიენტების ინდენტიფიცირება მოახდინონ და მონაცემები სახელმწიფო სამსახურებს გადასცენ.


ზემოჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ინტერნეტთან თავისუფლად წვდომის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, ვიეტნამში, სომალიში, კუბაზე და ა.შ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები