საკნატუნო ამბები

მიკროსახლები უსახლკაროებისთვის - როგორ აპირებს ბრიტანეთი პრობლემის გადაჭრას?

fun time

14:00 ოთხ. 5 მაისი, 2021 წელი

სახლი 17 კვ.მ.

14
დაკოპირებულია

გეგმის თანახმად, iKozies მიკროსახლებმა ინგლისში უსახლკარობის პრობლემა უნდა გადაჭრან. პირველი ადამიანი, ვინც ასეთ სახლში ცხოვრება გამოსცადა, 17 წლის ბიჭია. ქუჩაში გატარებული ერთი წლის შემდეგ კირან ევანსს შესაძლებლობა მიეცა ახალ სახლში ახალი ცხოვრება დაეწყო. 

პროექტი უსახლკარო ადამიანების დახმარების ფონდმა შექმნა, რომელიც თავისი ქველმოქმედებით ცნობილია. გეგმის მიხედვით, მიკროსახლებში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ იჯარისა და წყლის საფასურის გადახდა მოუწევთ. წარმატების შემთხვევაში, iKozies სახლები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩნდება.

ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 17 კვ. მეტრს შეადგენს. მიკროსახლის ფასი 54 ათასი დოლარია, რაც უძრავი ქონების ადგილობრივი ბაზრისთვის უმნიშვნელო საფასურია.

სახლი დამონტაჟებულია ზედაპირულ საძირკველზე და ერთი ადამიანის კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ფოლადის კარკასის სახურავი დაფარულია გოფრირებული რკინით. დაუჯერებელია, მაგრამ სახლს შესანიშნავი იზოლაცია აქვს, ამიტომ დოკუმენტებში აღნიშნულია ენერგოეფექტურობის კლასი "A". შესაბამისად, მიკროსახლის მცხოვრებს ხმაური ვერ დაურღვევს მშვიდ ძილს.

მცირე ზომის მიუხედავად, iKozie კარგად შემუშავებული და ფუნქციონალურია. სახლში არის მისაღები ოთახი, საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა და სარეცხის მანქანაც კი.

სახლის ერთადერთი ნაკლი ოდნავ მოკლე საწოლია, მაგრამ, დიზაინერების თქმით, ეს იძულებითი კომპრომისია, რის გარეშეც სხვა ნივთები, უბრალოდ, არ მოთავსდებოდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები