საკნატუნო ამბები

მიტოვებული იტალია - 10 ქალაქი მოჩვენება, სადაც დრო გაჩერდა

fun time

16:00 ხუთ. 29 აპრილი, 2021 წელი

ტოკო-კაუდიო

14
დაკოპირებულია

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანებმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, უამრავი ქალაქი მიატოვეს. მიზეზი ზოგჯერ ბუნებრივი იყო, მაგალითად, მიწისძვრა ან მეწყერი. ზოგჯერ ეკონომიკური, მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის ნაკლებობა, ზოგჯერ სოციალური, მაგალითად, დაავადება ან მოსახლეობის დაბერება. მიტოვებულ ქალაქებში თითქოს დრო ჩერდება. ამიერიდან აქ მხოლოდ მოხეტიალე ადამიანები ან ტურისტული ჯგუფები ხვდებიან...

მაღალი სეისმური აქტივობის გამო, იტალიის სამხრეთ ნაწილში უამრავი მიტოვებული ქალაქი და სოფელია. მიტოვებული ქალაქებით სავსეა ლიგურიის, ემილიის, ტოსკანის და ლაციოს პროვინციები. ჩვენს წერილში სწორედ 10 ასეთი ქალაქის შესახებ გიამბობთ.

1. კრაკო, ბაზილიკატა

კრაკო ბაზილიკატას მხარეში, კლდის პირას აშენებული პატარა ქალაქია. ისტორიულ წყაროებში კრაკო პირველად 1060 წელს მოიხსენიება. მე -20 საუკუნის ბოლოს, ერთ-ერთი მიწისძვრის შემდეგ, მოსახლეობამ შენმიშნა, რომ კლდე თანდათან იშლება და იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა.

2. პენტედადიდო, კალაბრია

ქალაქი ძვ.წ.640 წელს დაარსდა, როგორც საბერძნეთის კოლონია. რომის იმპერიის დროს გაიზარდა და განვითარდა. 1783 წლის მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა და უკაცრიელი გახადა.

3. რომანიანო ალ მონტე, სალერნო

პატარა ქალაქი რომანიანო ალ მონტე 1980 წლის მიწისძვრამ გაანადგურა. ქალაქი მოჩვენება 2000-იანი წლების დასაწყისში ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა.

4. როსკინიო

გამუდმებული მეწყერის გამო, როსკინიოს „მოსიარულე ქალაქი“ შეარქვეს. მეწყერებმა, რომლებიც 1500-იან წლებში დაიწყო, მოსახლეობა აიძულა ქალაქისთვის რამდენჯერმე ადგილი შეეცვალა. როსკინიო ახლა უსაფრთხო ადგილას მდებარეობს, მაგრამ მისი ისტორია მიტოვებულ ქალაქში დარჩა.

5. ტოკო-კაუდიო

Tocco Caudio ქალაქია ბენევენტოს პროვინციაში, რომელიც 1980 და 1981 წლების მიწისძვრების დროს საგრძნობლად დაზიანდა. ქალაქის აღდგენის ნაცვლად, მოსახლეობამ ის მიატოვა და ცოტა მოშორებით ააშენა. ამჟამად ტოკო-კაუდიოს ორი ქალაქი არსებობს: ძველი მიტოვებული და ახალი დასახლებული.

6. ჩელენო, ლაციო

პატარა ქალაქი ჩელენო რომის ჩრდილო-დასავლეთით, ვიტერბოს პროვინციაში მდებარეობს. ქალაქის წარმოშობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, ის ეტრუსკებმა ააშენეს.

7. მონტერანო, ლაციო

მიტოვებული ქალაქი მონტერანო რომიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ამ ულამაზეს ადგილას, სადაც ბუნება და ისტორია ერთმანეთს ერწყმის, უამრავი ფილმია გადაღებული.

8. ბალესტრინო, ლიგურია

ის ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული ქალაქება და მისი დაცარიელების ზუსტი მიზეზი უცნობია. ადამიანების უმეტესობამ ქალაქის დატოვება, სავარაუდოდ, 1887 წლის მიწისძვრის შემდეგ დაიწყო, რომელმაც მთელი რეგიონი შეაზანზარა. უკანასკნელმა მცხოვრებლები კი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გადაბარგდნენ აქედან. მას შემდეგ აქ დრო სამუდამოდ გაიყინა.

9. ბუსანა ვეკია, ლიგურია

ბუსანა ვეკია ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქი მოჩვენებაა სან რემოსთან ახლოს. ქალაქი, რომელიც 1887 წლის მიწისძვრამ დაანგრია, ამჟამად მხატვრებით და მსახიობებითაა დასახლებული. 1947 წლამდე ქალაქი უკაცრიელი იყო, მაგრამ შემდეგ აქ „ჰიპები“, მხატვრები და უბრალო აქტივისტები დასახლდნენ და კომუნა ჩამოაყალიბეს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. აქ მცხოვრები ადამიანები ხელნაკეთ პროდუქტებს ტურისტებზე ყიდიან და წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველა სახლი მთავრობის საკუთრებად გამოაცხადა.

10. არჟინტერა, სარდინია

ამ ქალაქში განვითარებული იყო სამთო-მომპოვებელი წარმოება. 1963 წელს მაღაროები დაიხურა და ქალაქი დაცარიელდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები