საკნატუნო ამბები

მსოფლიოს უდიდესი ქალაქები საკუთარი წონის გამო იძირებიან

fun time

14:00 ორშ. 22 თებერვალი, 2021 წელი

ქალაქის წონა და მის გამო
შექმნილი საფრთხე

14
დაკოპირებულია

ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ურბანული განვითარება დედამიწის ზედაპირზე სულ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს და მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს საკუთარი სიმძიმის გამო ნგრევა ემუქრებათ...

 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოფიზიკოსმა ტომ პარსონსმა იმის ილუსტრაციისთვის, როგორ „იძირებიან“ ქალაქები, სან ფრანცისკოს მაგალითი დაასახელა - ამის შესახებ Euronews წერს.

სან ფრანცისკოს ყურე, რომლის მოსახლეობა 7,7 მილიონზე მეტს შეადგენს, ჩრდილოეთ კალიფორნიის კულტურული, კომერციული და ფინანსური ცენტრია. პარსონსმა დაადგინა, რომ ურბანული განვითარების შემდეგ, დროთა განმავლობაში, ქალაქი მიწაში 8 სანტიმეტრით ჩავიდა. რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შედეგები კიდევ უფრო საგანგაშო იყო. გასული ათწლეულის განმავლობაში სან ფრანცისკოში, ათასწლეულის კოშკი 40 დუიმზე მეტად ჩაიძირა (1 დუიმი 25.4მმ)

ასეთი კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს კლიმატის ცვლილების გავლენას ზღვის დონეზე. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 2050 წლისთვის სან-ფრანცისკოს ყურეს არეალში ზღვის დონე 30 სანტიმეტრით აიწევს.

თითქმის შეუძლებელია ქალაქის ზუსტი წონის გამოთვლა, ამბობს ტომ პარსონსი, მაგრამ გარკვეული ფაქტორების საფუძველზე შეფასება შესაძლებელია.

გეოფიზიკოსის აზრით, სან-ფრანცისკოს შემთხვევაში ქალაქის წონის გაანგარიშება დასახლებული ტერიტორიების მიხედვით უნდა მოხდეს - საზოგადოებრივი შენობები, ავტოსადგომები, საცხოვრებელი და კომერციული შენობები, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, საწყობები, მოსახლეობა.

პეტერსონის თქმით, ზესმოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა გლობალური დათბობის შედეგად, ზღვის დონის მატებასთან ერთად, შეიძლება წყალდიდობის რისკი გაზარდოს.

მეცნიერის გათვლით, სან ფრანცისკოს წონა, დაახლოებით, 1,6 ტრილიონი კილოგრამია, რაც 250 მილიონი სპილოს ეკვივალენტია და სრულიად საკმარისია, რომ ამ რეგიონში ლითოსფერო (დედამიწის ყველაზე მაგარი, გარე გარსი) „ჩატყდეს“.

ექსპერტი დასძენს, რომ მისი კვლევა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში და სან ფრანცისკოს მსგავსი საყურადღბო შედეგები ნებისმიერ დიდ ქალაქში მივიღოთ.

გეოფიზიკოსი აცხადებს, რომ წონის გარდა, გასათვალისწინებელია მიწის დაწევის სხვა მიზეზები, ტექტონიკური ფილისა და გრუნტის წყლების მოძრაობის ჩათვლით.

ამიერიდან მეცნიერები ზღვის დონის აწევის საფრთხეებზე მუშაობის დროს ქალაქის წონასაც გაითვალისწინებენ. მომავალში შესაძლებელი იქნება შედეგების გაუმჯობესება სატელიტური ფოტოების დამატებით, რათა შესწავილ იქნეს დედამიწის ზედაპირი და განისაზღვროს, რომელ რაიონებს ემუქრებათ მასშტაბური წყალდიდობები.

წყარო: www.euronews.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები