საკნატუნო ამბები

ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი ააგეს

fun time

11:55 ორშ. 2 მაისი, 2022 წელი

ხის ცათამბჯენი
ნორვეგიაში

14
დაკოპირებულია

ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მთელ მსოფლიოში იზრდება ხის სახლებში სართულების რაოდენობა. ნორვეგიის ქალაქ ბრუმუნდალში მდებარე 85,4 მეტრის სიმაღლის 18-სართულიანი ხის სახლი ოფიციალურად აღიარეს, როგორც ყველაზე მაღალი ხის ნაგებობა მსოფლიოში.

სასტუმრო Mjøstårnet ნორვეგიის უდიდესი ტბის ნაპირზე მდებარეობს. ნორვეგიული ხის ცათამბჯენი ყოფილ ჩემპიონებზე - კანადის ერთ-ერთი უნივერსიტეტის 53 მეტრიან საერთო საცხოვრებელზე და ბერგენში 51 მეტრიან სახლზე გაცილებით მაღალია.
ხის ცათამბჯენის მშენებლობის დროს, ძირითადად, ჯვარედინად ლამინირებული და დაწნეხილი ხის დაფები გამოიყენეს. ეს საკმაოდ მყარი მასალაა, ცუდად იწვის და წვის დროს ტოქსიკურ ნარჩენებს არ გამოყოფს. კონტრუქციაში, ბეტონის ან ფოლადის ელემენტების ნაცვლად, წებოვანი ლამინატია გამოყენებული.

ხის ცათამბჯენის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა.

სასტუმროს შენობაში განთავსებულია საცხოვრებელი ნომრები, საცურაო აუზი, საოფისე ფართი და რესტორანი.

კომპანიამ Moelven Industrier ASA-მ, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის სახლი ააგო, მშენებლობისთვის მოჭრილი ერთი ხის ნაცვლად, სულ მცირე, ორი დარგო.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ხის მაღალსართულიანი სახლების აგებას ქვეყნისთვის უდიდესი ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს. „მზიდ კონსტრუქციებში ხის გამოყენებამ შეიძლება, მასალების წარმოების დროს ნარჩენების რაოდენობა 35-85 პროცენტით შეამციროს“, - განაცხადა სახლის მშენებლობაზე მომუშავე სტივენ სოლემმა.


გირჩევთ ესეც ნახოთ 👇 🧐:

მსოფლიოში ერთადერთი ოქროს სასტუმრო

იაპონიაში აღმოაჩინეს ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!

მუყაოს სახლი, რომელსაც ერთ დღეში ააშენებთ და 100 წელი გაძლებს

იაპონიამ დისტანციური მუშაობისთვის მინიატიურული „სახლის ოფისების“ წარმოება დაიწყო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნება...

ჰოტენტოტები