საკნატუნო ამბები

ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი, სადაც 2 000 ადამიანი ცხოვრობს

fun time

14:00 შაბ. 31 ივლისი, 2021 წელი

კუბერ პედი - მიწისქვეშა
ქალაქი

14
დაკოპირებულია

ავსტრალიის ამ მზისგან გახურებულ დაბლობებზე მოხვედრისას, სადაც ხეები ვერ ხარობს, ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი მოგეჩვენებათ, თუმცა სინამდვილეში, მიწისზედა ხრიოკის ქვეშ ხალხი ბიბინებს და ცხოვრება ჩქეფს.

მიწისქვეშა ქალაქის დაარსების ისტორია 1915 წლიდან იწყება, როცა ოქროს მაძიებელმა მამა-შვილმა წერაქვი სწორედ ამ ადგილზე დაარტყა და თხრა დაიწყო.
ოქროს მაძიებლები მალე მიხვდნენ, რომ ამ ადგილებში ოქრო არ იყო, თუმცა ხელცარიელი არ დარჩენილან და მშვენიერი ოპალის საბადო აღმოაჩინეს.

აქ ჩამოსულმა მუშებმა ავსტრალიის ცხელი კლიმატისგან თავის დასაცავად, საცხოვრებლის მოწყობა მიწაში, მაღაროებს შორის დაიწყეს.
ასე გაჩნდა კუბერ პედის (Coober Pedy - თეთრი ადამიანის ბუნაგი) პირველი 1500 მიწისქვეშა სახლი.

თანამედროვე მსოფლიოში კუბერ პედი ოპალის მთავარი მომწოდებელია, თუმცა ძვირფასი ქვის შეძენაზე მეტად, აქ ადამიანები მიწისქვეშა სამყაროს საცხოვრებლებისა და მათი სახლების სანახავად ჩამოდიან.


მაღაროების, სახლებისა და სასტუმროების გარდა, კუბერ პედში მაღაზიები და ულამაზესი ეკლესიაცაა. მიწისქვეშა მაღაზიებში, წიგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, მეზობელ მაღაროებში მოპოვებული თვალისმომჭრელი ოპალიც შეიძლება შეიძინოთ. მიწისქვეშა ბარებსა და რესტორნებში კი მეგობრებთან ერთად მოილხინოთ.

კუბერ პედში ამჟამად 2000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მცხოვრებლები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მიწისქვეშა სახლები ჩვეულებრივს არაფრით ჩამოუვარდება და ხშირად უკეთესიც გახლავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები