პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს
16:00
Microsoft-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყველაზე მეტად შეეხება. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ისეთი პროფესიების სია, რომლებიც ნეიროქსელებზე დამოკიდებული არ არის.
კვლევის ფარგლებში მომხმარებლებსა და ხელმისაწვდომი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემის - Microsoft Bing Copilot-ს შორის 200 ათასი ანონიმური და კონფიდენციალური საუბრის მონაცემები შეისწავლეს.
ამ გზით, სპეციალისტთა გუნდმა გამოავლინა სამუშაოები, რომელთა შესრულებისას ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ. მათ შორისაა: ინფორმაციის შეგროვება და ტექსტების წერა, მონაცემების მიწოდება და დახმარება, სწავლება და კონსულტაცია.
ზემოთ ხსენებული კვლევის დასრულების შემდეგ კომპანიამ დაასახელა პროფესიები, რომლებსაც სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს:
- მთარგმნელები
- ისტორიკოსები
- ჟურნალისტები
- მწერლები
- ბორტგამცილებლები
- მოდელები
- მათემატიკოსები,
- ინტელექტუალური თუ მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები.
კვლევაში ასევე დასახელებულია 40 პროფესია, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი გავლენას არ მოახდენს.
ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, ადამიანებთან უშუალო ურთიერთქმედებასთან და ტექნიკის მართვასთან.
მათ შორის არიან:
- ექთნები
- მასაჟისტები
- ჭურჭლის მრეცხავები
- მძღოლები
- საგზაო მუშაკები
- მებაღეები
- მძიმე ტექნიკის ოპერატორები
- სანიტრები
- ქარხნის მუშები.
***
ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სიკვდილის დროს და მიზეზს გამოთვლის
დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა
წყარო: news.sky.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან