საკნატუნო ამბები

რატომ არ იცვამდნენ შარვალს ძველ რომში?

fun time

16:00 ორშ. 20 ივნისი, 2022 წელი

რომის იმპერია

14
დაკოპირებულია

იყო დრო, როცა შარვალში გამოწყობილ მამაკაცს წესიერ საზოგადოებაში არ უშვებდნენ. 

რომაული მოდა ორივე სქესის წარმომადგენლებს ტუნიკას და ტოგას სთავაზობდა. პირველს ყოველდღიურ ცხოვრებაში იცვამდნენ, მეორეს კი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ინახავდნენ.

რომის იმპერია, დაახლოებით, ხუთ მილიონ კვადრატულ კილომეტზე იყო გადაჭიმული. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანები ცხოვრობდნენ და თითოეულს ჩაცმის საკუთარი სტილი ჰქონდა.

მაგალითად, ცხოველის ტყავისგან შეკერილი შარვლები ეცვათ იულიუს კეისრის მიერ დაპყრობილი ტომის მამაკაცებს - გალიელებს (თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორია) და გერმანელებს, რომლებსაც რომაელები ევროპის დაპყრობის დროს ებრძოდნენ. მათ „ბარბაროსებიც“ კი შეარქვეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ ძველი ბერძნული სიტყვით მოიხსენიებდნენ ყველას, ვინც ბერძნულად არ ლაპარაკობდა.

რომაელებისთვის შარვალი იმპერიასთან დაპირისპირებული, არაცივილიზებული ადამიანის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ დროთა განმავლობაში, შარვლის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 100 წელს შარვალი ჯერ კიდევ ბარბაროსების სამოსად ითვლებოდა, თუმცა, მალევე „შერისხული სამოსის“ ჩაცმა რომაელმა ჯარისკაცებმაც დაიწყეს. ეს იყო ძირითადად, მატყლის ქსოვილისგან შეკერილი სამოსი, რომელსაც რომაელი ჯარისკაცები ცივი კლიმატის ქვეყნებში ბრძოლის დროს იყენებდნენ. საბოლოოდ, შარვლის ტარება მოსახლეობაშიც გავრცელდა.

🔰

იმუნიტეტი - მართალია თუ არა, რომ ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს უკავშირდება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები