საკნატუნო ამბები

რატომ გამოიყურება კაცი თანატოლ ქალზე ახალგაზრდულად?

fun time

12:17 შაბ. 18 ივნისი, 2022 წელი

სქესი და კანის
თავისებურებები

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სკოლაში მოსწავლე გოგონები თანაკლასელ ბიჭებზე უფროსები ჩანან. სამწუხაროდ, თუ სასიხარულოდ, ეს ტენდენცია  ბავშვობის შემდეგაც გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ქალები თავს უვლიან და თუნდაც მინიმალურად მაინც იტარებენ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, ძირითადად, მამაკაცები მათთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. 

კანი

ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი შემცველობის გამო, მამაკაცის კანი ქალის კანთან შედარებით, 25%-ით სქელია. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ქალებს ნაოჭები ადრე უჩნდებათ და ასაკის მატებასთან ერთად უღრმავდებათ.

გარდა ამისა, მამაკაცის კანში კოლაგენის სიმკვრივე გაცილებით მაღალია, რაც უფრო ელასტიურ კანს ნიშნავს. ამასთან, მამაკაცის კანი უფრო ტენიანია. ამის მიზეზი მამაკაცების ხშირი და ინტენსიური ოფლიანობაა - ოფლი დიდი რაოდენობით რძემჟავას შეიცავს, რომელიც ბუნებრივი დამატენიანებელია.

მენოპაუზა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალი მამაკაცზე საშუალოდ, ორჯერ უფრო სწრაფად ბერდება. დაბერების პროცესში განსხვავება განსაკუთრებით 50-55 წლის ასაკში შეიმჩნევა. ამ დროს ქალებს მენოპაუზა ეწყებათ, რის გამოც ორგანიზმი ესტროგენის გამომუშავებას წყვეტს. ეს ჰორმონი კი სხვა ყველაფერთან ერთად პასუხისმგებელია კოლაგენის გამომუშავებაზე, კანის სილამაზესა და ელასტიკურობაზე.

რა თქმა უნდა, მსგავსი პროცესის - ანდროპაუზის გავლა მამაკაცსაც უწევს, როდესაც ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე ეცემა, მაგრამ ანდროპაუზა გაცილებით ნელა მიმდინარეობს და არ იწვევს გარეგნობის მკვეთრ ცვლილებებს.

***

სახის კანის ტიპები და მათი მოვლა

როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი

სახის იოგა დღეში 10 წუთი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები