საკნატუნო ამბები

რატომ შარდავს ბრიუსელელი ბიჭუნა? - ყველაზე მოდური ქანდაკების ამბავი

fun time

16:00 სამ. 27 აპრილი, 2021 წელი

ბრიუსელი, Manneken Pis

14
დაკოპირებულია

ნებისმიერ სარეკლამო ჟურნალში ბელგიის შესახებ აუცილებლად ნახავთ ბიჭუნას ქანდაკებას - Manneken Pis, რომელიც ბრიუსელის და ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობად იქცა. მაინც რა არის მასში განსაკუთრებული?

ტურისტულ სეზონზე თითქმის შეუძლებელია ამ შადრევანს გვერდი აუაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება შემოღობილია და მასთან მიახლოება შეუძლებელია, გარშემო ყოველთვის უამრავი ტურისტი და სუვენირების გამყიდველია. ბიჭუნას ქანდაკების ასლები დამზადებულია შოკოლადის, კარამელის, ლითონისა და პლასტმასისგან, მისი გამოსახულება იბეჭდება მაისურებზე, ქუდებსა და ჩანთებზე. დიახ, ბიჭუნა ნამდვილი ბელგიური ბრენდია.

დანამდვილებით არავინ იცის, როდის გაჩნდა ბიჭუნას პირველი ქანდაკება, მაგრამ ის, რომელიც შადრევანთან დღეს დგას, 1619 წელს ჯერომ დუკენა უფროსმა ჩამოასხა. მოგვიანებით, ქანდაკება რამდენჯერმე მოიპარეს, ამიტომ ბელგიის ხელისუფლებამ იგივე გააკეთა, რაც დანიის ხელისუფლებამ ქალთევზას ქანდაკების შემთხვევაში - შადრევანთან ასლი დაამონტაჟა, ხოლო ორიგინალი უსაფრთხოდ დამალა.

არსებობს გადმოცემა, რომ დღევანდლის მსგავსი შადრევანი ამ ადგილზე 1619 წლამდე გაცილებით ადრე, შესაძლოა, 1388 წლიდანაც კი იდგა.

რაც შეეხება ქანდაკების პოზას - რატომ არის ასახული შარდვის მომენტი, რამდენიმე ვერსია არსებობს:

  • პირველი ვერსიის თანახმად, ბიჭუნა ლოთარინგიის ჰერცოგისა და ანტვერპენის მაკგრაფის გოტფრიდ III ლევენსკის ვაჟია. 1140 წელს, გრიმბერგენის ომის გადამწყვეტი ბრძოლის დროს, მისი აკვანი ხეზე დაკიდეს, რომ ჯარი გაემხნევებინა. ლეგენდის თანახმად, შუა ბრძოლის დროს, ბავშვს ჯარისკაცებს ხიდან დააშარდა.

  • მეორე ლეგენდა XIV საუკუნეს უკავშირდება, როდესაც ბრიუსელი მტრის ალყაში იყო მოქცეული და მოწინააღმდეგე აპირებდა ქალაქის კედლების აფეთქებას გეგმავდა. ბიჭმა, სახელად იულიანსკემ, რომელიც კედელზე იდგა, ანთებული პატრუქი დაინახა და სხვა ვერაფერი მოახერხა გარდა იმისა, რომ ზემოდან დააშარდა. პატრუქი ჩაქრა, კედელი აფეთქებას, ქალაქი კი მტრის ჯარის შეჭრას გადაურჩა.

  • ქანდაკების შექმნის შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანი გვიამბობს ბრიუსელში სტუმრად მყოფ მდიდარ ვაჭარზე, რომლის შვილიც სახლიდან გაიქცა და დაიკარგა. მთელი ქალაქი ბიჭის ძებნისთვის გაერთიანდა და საბოლოოდ, იმ დროს იპოვეს, როდესაც ბაღში უდარდელად იდგა და შარდავდა. შვილის პოვნით გაბედნიერებულმა ვაჭარმა მემკვიდრის პატივსაცემად იმ ადგილზე შადრევნის აშენება გადაწყვიტა.

  • მეოთხე ლეგენდა წინას მსგავსია, მაგრამ მდიდარი ვაჭრის ნაცვლად, შვილი ადგილობრივმა ქალმა დაკარგა და პანიკაში ჩავარდნილმა მისი ძებნა დაიწყო. ხანგრძლივი ძებნის შედეგად, ბიჭი ქუჩების გადაკვეთაზე, იმ დროსიპოვეს, როცა შარდავდა.


Manneken Pis და მისი კოსტიუმები

წლების წინ ბიჭუნასთვის კოსტიუმების გამოცვლის ტრადიცია ჩამოყალიბდა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მოდის მიმდევარი ქანდაკებაა, რომელსაც 800-ზე მეტი კოსტიუმი აქვს. არსებობს სპეციალური შტატი, რომელიც ბიჭუნასთვის სამოსის კალენდრის მიხედვით ცვლაზე პასუხისმგებელია. ყოველი წლის დასაწყისში ქალაქის მთავრობა ქანდაკების კოსტიუმებს და მათი ცვლის კალენდარს ამტკიცებს. სპეციალური შტატი აკონტროლებს, რომ ბიჭუნას ყველა კოსტიუმი დროულად ჩააცვან და შემდეგ უსაფრთხოდ გააგზავნონ მუზეუმში.

ბიჭუნას პირველი კოსტიუმი 1698 წელს შეიკერა. დღეს ამ ტანსაცმლის ნახვა მუზეუმში შეიძლება, მაგრამ ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, მეოცე საუკუნეში შეიქმნა. ცნობისთვის, ბიჭუნას ჩაცმა საზეიმო ვითარებაში, მუსიკის ფონზე ხდება.

ხშირად შადრევნის ბიჭუნას სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ კოსტიუმებს აცმევენ. ქართულ ჩოხაში Manneken Pis 2018 წლის 26 მაისს გამოაწყეს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები