+18

სექსის 5 საუკეთესო სცენა ფილმებიდან

fun time

23:00 სამ. 12 იანვარი, 2021 წელი

LOVE - BEST SCENE

14
დაკოპირებულია

დახურეთ კარი, ჩამოუშვით ფარდები და გამოგვყევით.  ახლა ჰოლივუდის ყველაზე მგზნებარე, ეროტიკული, დახვეწილი და  სუნთქვის შემკვრელი სცენების საყურებლად გაგიძღვებით. 

როგორია სრულყოფილი სექსი სცენაზე? - მშვიდი და რომანტიკული? ველური და მგზნებარე? კრიტერიუმები საკმაოდ ფართოა, თუმცა ის რაც ქვემოთ გელოდებათ, გულგრილს ვერ დაგტოვებთ.


სიყვარული და კალათბურთი / Love & Basketball (2000)

რეჟისორმა ჯინა პრინს-ბიტჰუდმა ჰოლივუდს სექს-გაკვეთილი ჩაუტარა და აჩვენა, თუ როგორ შეუძლია კინოს რეალისტური სექსი წარმოაჩინოს, რომანტიზმისა და ინტიმურობის შენარჩუნებით. ეს განსაკუთრებით ეხება პრინს-ბიტჰუდის სარეჟისორო დებიუტს, 2000 წლის Love & Basketball-ს, რომელშიც მონიკა (სანაა ლათანი) ბავშვობის შეყვარებულ ქვინსისთან (ომარ ეპსი) კარგავს ქალიშვილობას.

სევდიანი ვალენტინი / Blue Valentine (2010)


დერიკ ციანფრანსმა გაბედა, სექსი სცენაზე ყველა რეალური განცდით ეჩვენებინა - როგორც ფიზიკური, ისე ემოციური კუთხით. მიშელ უილიამსის პერსონაჟ სინდისთან გათამაშებული ორალური სექსი არაა უბრალოდ უემოციო „სექსის სცენა“. ეს კადრები წყვილს შორის სექსუალური ცხოვრების სირთულეებზეც ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას.

დედაშენიც აგრეთვე / Y Tu Mamá También (2001)

ალფონს კუარონის სასტიკი, ცხოვრებისეული კლასიკა ამერიკულ სექს-კომედიას თავდაყირა აყენებს. ფილმი სექსით შეპყრობილი ორი ძმაკაცის შესახებ მოგვითხრობს. ისინი უფროს ქალთან მეგობრობენ, რომელიც ორივეს აცდუნებს. ახალგაზრდები საკუთარ თავში აღიარებენ ბისექსუალობას, თუმცა ერთმანეთს მალევე აქცევენ ზურგს და შეეცდებიან ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. სამეულის ნამდვილი, ჰარმონიული განცდები კი კვალს მაყურებელზეც ტოვებს.

სიყვარული / LOVE (2015)

სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე მეტია. სიყვარული - ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული - ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული - ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი, გასპარ ნოე ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაა.

Unfaithful (2002)

რეჟისორ ადრიან ლაინის ეს ნამუშევარი ეროტიკული თრილერის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ახალგაზრდა ბიჭით მოხიბლული შუახნის დიასახლისი, კონი წინააღმდეგობრივი ემოციების მიუხედავად, გაცვეთილ საქორწინო ფიცს არღვევს. მათი ურთიერთობა თავიდან ნატიფი და სათუთია, თუმცა ფრანგი ახლაგაზრდა კონის სულიერ შიმშილს გრძნობს. ერთმანეთში არეული სინანულის განცდა და ვნებები ეკრანზე რეალისტურად თამაშდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში