ცნობილი დედები, რომლებსაც მშობლის უფლებები ჩამოართვეს
15:00 პარ. 15 იანვარი, 2021 წელი
თითქოს, მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ შვილებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ, მაგრამ ამის ნაცვლად წლების მანძილზე მშობლის უფლებები ჩამორთმეული ჰქონდათ.
მადონა
მადონას აღზრდის მეთოდებზე დიდი ხანია ლეგენდები ვრცელდება (მომღერალს ექვსი შვილი ჰყავს, მათგანი ოთხი ნაშვილები).
ვარსკვლავური დედიკო კატეგორიულად ეწინააღმდეგება სწრაფი კვების პროდუქტებს, ხორცს, ტკბილეულს, მობილურ ტელეფონებს, ტელევიზორის ყურებას, გაზეთების კითხვას და ა.შ. წესების დარღვევისთვის მადონას მემკვიდრეებს მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. მაგალითად, ერთხელ მომღერალმა ქალიშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სწორედ აღზრდის ამ უცნაური მეთოდების გამო გადაწყვიტა მომღერლის ვაჟმა როკომ, რომ დედის
სახლიდან მამასთან, რეჟისორ გაი რიჩთან საცხოვრებლად გადასულიყო. მადონამ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შეტყობინება ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მიიღო. ბუნებრივია, ახალი ამბავი სენსაციად იქცა და ჟურნალისტებმა მთელი მსოფლიოდან მომხდარის მიზეზების გარკვევა დაიწყეს. მოგვიანებით, 15 წლის როკომ აღიარა, რომ დედის ცხოვრების რეჟიმმა დაღალა: პაპარაცების გამუდმებული დევნა და დედის ზედმეტი სიმკაცრე ბიჭისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. როცა მომღერალმა, გააცნობიერა, რომ შეეძლო შვილი სამუდამოდ დაეკარგა, სასამართლოს მიმართა, მაგრამ ვერაფერმა უშველა - მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ ასაკში მოზარდს უკვე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია. ერთი წლის შემდეგ როკო აკრძალული ნივთიერების მოხმარების გამო დაიჭირეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
ბრიტნი სპირსი
დღემდე ვერავინ გაიგო, რატომ დაეშვა თავდაღმართზე სანიმუშო პოპ-პრინცესას ცხოვრება, მაგრამ ფაქტია, რომ მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ, რომელთანაც ბრიტნის ორი ვაჟი შეეძინა, ის მთლიანად შეიცვალა. ბრიტნიმ თავი გადაიპარსა, პაპარაცებთან ხელჩართულ ომში ჩაერთო, შეებრძოლა, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა და ადეკვატურობა მთლიანად დაკარგა. ვარსკვლავის დაცვის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ ბრიტნი ნარკოტიკებს იღებდა და ხშირად ბავშვების თანდასწრებით სრულიად შიშველი
დადიოდა. 2007 წელს სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობა მომღერლის ყოფილ მეუღლეს გადასცა. თავდაპირველად პოლიციას ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურდა, მაგრამ ბრიტნიმ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შვილების ნებაყოფლობით გადაცემაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ სასამართლომ მომღერალს საერთოდ აუკრძალა შვილების ნახვა. უფრო მეტიც, თავად ბრიტნი არაქმედუნარიანად გამოცხადდა და მასზე მეურვეობა მამამ აიღო. მთელი ამ წლების მანძილზე მომღერალი ყოფილ ქმარს, რომელიც შვილებს ზრდის, ალიმენტს უხდის და წარუმატებლად ცდილობს, მშობლის უფლებები დაიბრუნოს.
შარშან, შემოდგომაზე ახალი სკანდალი მოხდა - მომღერლის მამამ ჯეიმი სპირსმა თავის 14 წლის შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სასამართლომ ბაბუას შვილიშვილებთან მიახლოება სამი წლით აუკრძალა.
კორტნი ლავი
კურტ კობეინის ყოფილი ცოლი სანიმუშო ქცევით არასოდეს გამოირჩეოდა: სკანდალები, არაადეკვატურობა, ნარკოტიკები... ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვარსკვლავური დედიკოს ისედაც არასრულყოფილი ურთიერთობა ერთადერთ ქალიშვილ ფრენსის ბიან კობეინთან საბოლოოდ გაფუჭდა. კორტნის მშობლის უფლება პირველად, 2003 წელს ჩამოართვეს, როდესაც გოგონა 11 წლის იყო. მოზარდის აღზრდა ბებიას მიანდეს, თუმცა
მომღერალმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და ორი წლის შემდეგ ბავშვის დაბრუნება შეძლო. იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წლის შემდეგ კორტნი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. მომღერლის 17 წლის ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ სრულწლოვანებამდე ბებიასთან იცხოვრებდა. გოგონას თქმით, დედამისი მუდმივად ისტერიკაშია, სვამს, სკანდალებს აწყობს და სახლი სამჯერ კინაღამ გადაწვა. აღსანიშნავია, რომ თავად კორტნი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
შერონ სტოუნი
ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს სამი ნაშვილები ვაჟი ჰყავს. მსახიობმა პირველი ვაჟი როენ ჯოზეფი 1998 წელს იშვილა, როდესაც ფილ ბროშტეინზე იყო დაქორწინებული. მაგრამ ვარსკვლავების განქორწინებიდან 10 წლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის ერთადერთი მეუღლე სტოუნის ყოფილი ქმარი იქნებოდა. ერთი შეხედვით, უსამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ შერონის გარემოცვა დიდი ხანია, მის ნარკოდამოკიდებულებაზე
საუბრობდა. მეტიც, გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვარსკვლავი ცდილობდა, შვილისთვის ფეხზე უცნობი ნივთიერების ინექცია გაეკეთებინა იმ საბაბით, რომ ფეხებზე ცუდი სუნი არ ჰქონოდა. მსახიობმა ბრალდება უარყო, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბიჭისთვის მამასთან ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. ამ დროისთვის სტოუნს ახალგაზრდა მეგობარი ბიჭიც გამოუჩნდა. სულ ახლახან შერონმა როენ ჯოზეფის დაბრუნება შეძლო და ახლა შვილს მარტო ზრდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან