საკნატუნო ამბები

უცნაური მილიონერი, რომელმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა

fun time

14:00 ხუთ. 23 ივნისი, 2022 წელი

კურტ დოგერმანის ცხოვრება

14
დაკოპირებულია

პატარა შვედურ ქალაქ შელეფტეოში მცხოვრებმა კურტ დოგერმანმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი საჭმლის ნარჩენებით იკვებებოდა და იქვე აღმოჩენილი ტანსაცმელი ეცვა. კურტის არსებობა უახლოეს ნათესავებსაც კი არ ახსოვდათ, სანამ მაწანწალამ თავისი გარდაცვალებით მთელი მსოფლიოს ყურადღება არ მიიქცია.

 

2008 წელს, ნაგავსაყრელებზე 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 60 წლის მაწანწალა გარდაიცვალა და ანდერძი დატოვა, რომლითაც მთელი ქონება ბიძაშვილს დაუტოვა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც პერიოდულად ნახულობდა და რითიც შეეძლო, ეხმარებოდა.

თითქოს, რა უნდა დაეტოვებინა ნაგავსაყრელებზე მცხოვრებ ღარიბ მაწანწალას? მაგრამ... ყველასგან უარყოფილი კაცი უცნაური მილიონერი აღმოჩნდა, რომელმაც პროტესტის ნიშნად, ცხოვრების ისეთი სტილი აირჩია, როგორზეც არასოდეს იოცნებებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაგავსაყრელზე შეგროვებული ალუმინის ქილების ჩაბარების შედეგად მიღებულ ფულს კურტი ოქროსა და ფასიან ქაღალდებში აბანდებდა და ბანკში სოლიდური ანგარიში ჰქონდა გახსნილი.

დოგერმანის ანდერძმა ნათესავები შოკში ჩააგდო, რადგან მაწანწალა 10 მლნ შვედურ კრონად შეფასებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელი იყო. ამასთანავე, კურტის სახელზე ბანკში 731 000 ფუნტი და 250 000 ფუნტის ღირებულების ოქროს ზოდები ინახებოდა.

ნათესავებმა, რომლებიც კურტს სიცოცხლეში მოკითხვის ღირსად არ მიიჩნევდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს, რომ უცნაურ მილიონერს ბავშვობიდან ფინანსისტის ნიჭი ჰქონდა. შესანიშნავად სწავლობდა სკოლაში და შეეძლო, ბრწყინვალე კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ საზოგადოებაში ადგილის პოვნა გაუჭირდა და სოციალურ კიბეზე დაბლა დაშვება ამჯობინა.

გაზეთებში ფული რომ არ გადაეხადა, კურტი გამუდმებით დადიოდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და ეკონომიკურ სიახლეებს კითხულობდა, ამიტომ ინვესტიციებში კარგად ერკვეოდა.

როცა ყველაფერი გაირკვა, დოგერმანის ნათესავებმა მემკვიდრეობისთვის ბრძოლა დაიწყეს და დახმარებისთვის სასამართლოს მიმართეს. პროცესები ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი დეტალები არ გახმოვანებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.
სამწუხაროდ, უცნაურმა მილიონერმა მხოლოდ ფულით მოახერხა ახლობლების გულის მონადირება.


🔰🔰🔰

„ცეხავიკები“ - როგორ შოულობდნენ მილიონებს საბჭოთა კავშირში

ხელგაშლილობა - როგორ აშოვნინა ამ გადაწყვეტილებამ მეწარმე ფორდს მილიარდი?

შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც სახლს და ფულს გაჩუქებენ...

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები