საკნატუნო ამბები

ვინ იყო პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარმა ამომრჩევლებმა შეჭამეს?

fun time

12:00 შაბ. 27 თებერვალი, 2021 წელი

ვიქტორ ბიაკა-ბოდა

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარმა ამომრჩევლებმა შეჭამეს, ერთ დროს მკურნალი-ექიმი იყო, შემდეგ კი იურისტი გახდა და პოლიტიკური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა...

ფაქტი, რომელზეც გიამბობთ, სამხრეთ აფრიკაში, კოტ-დ'ივუარში 1950 წელს მოხდა, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 10 წლით ადრე.
იმ დროისთვის (1960 წლამდე) კოტ-დ'ივუარი საფრანგეთის კოლონია იყო და ქვეყნის ოფიციალურ ენად ფრანგული ენა იყო გამოცხადებული.

ვიქტორ ბიაკა-ბოდა 1913 წლის 25 თებერვალს, სამხრეთ აფრიკაში, კოტ-დ'ივუარში დაიბადა და ქვეყნის მოსახლეობის მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ნაწილს წარმოადგენდა.

ვიქტორ ბიაკა-ბოდამ 1936 წელს წარჩუნებით დაამტავრა დაკარის სამედიცინო სკოლა (ამჟამად დაკარის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ფრანგულენოვანი უნივერსიტეტია და აფრიკის საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტების სიაში შედის).

სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სამუშაოდ გააგზავნეს გვინეაში, სადაც გაიცნო აჰმედ სეკუ ტურე - აფრიკის დემოკრატიული გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელი (1958–1984 წლებში დამოუკიდებელი გვინეის პირველი პრეზიდენტი) და შეუერთდა მის გაერთიანებას.

ვიქტორ ბიაკა-ბოდას გამორჩეული ორატორული ნიჭი ჰქონდა. იგი ამხელდა გვინეის კოლონიალურ მთავრობას და იდენად მკაცრი გამოსვლები ჰქონდა, რომ კოლონიალურმა ადმინისტრაციამ რევოლუციონერის ყურადღებით „შესწავლა“ დაიწყო.

1947 წელს გვინეიდან სამშობლოში ბრუნდება და უკვე საკუთარი მიწა წყლის გათავისუფლებისთვის იწყებს ბრძოლას.

იგი კოტ-დ'ივუარის დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, საიდანაც 1948 წელს ფრანგულ სენატში აირჩიეს. ვიქტორ ბიაკა-ბოდა თავის გამოსვლებში მკაცრად აკრიტიკებდა კოლონიზაციას და თავს ესხმოდა კოტ-დ'ივუარის კოლონიალისტურ ხელისუფლებას. ქვეყანაში ანტიკოლონიალისტური განწყობები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. დაიწყო რეპრესიები, ანტიკოლონიალისტური ლიდერების დაპატიმრებები.

ასეთი ფონი იყო 1950 წლის იანვარში, მორიგი არჩევნების მოახლოებისას.
ამ წელს ვიქტორ ბიაკა-ბოდამ საკუთარი საარჩევნო კამპანია წამოიწყო. ერთ დღეს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ისე მოხდა, რომ ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლის დროს ბიაკა-ბოდას მანქანა გაფუჭდა.
მძღოლი მანქანის შეკეთებას შეუდგა, ვიქტორი კი მზისგან თავის დასაცავად თუ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, იქვე ტყეში შევიდა. მას შემდეგ პოლიტიკოსი აღარავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში - ნორმალურ მდგომარეობაში.

28 იანვარს, ბიაკა-ბოდას გაუჩინარების ადგილიდან უახლოესი სოფლის მახლობლად, ვიქტორ ბიაკა-ბოდას ტანსაცმელი და ნივთები იპოვეს. გვერდით აკურატულად ეწყო ადამიანის ძვლები.

გამოძიებამ, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დაასკვნა, რომ ვიქტორ ბიაკა-ბოდა ადგილობრივი ელექტორატის წარმომადგენელმა კანიბალებმა შეჭამეს. ეს იყო ოფიციალური ვერსია, არაოფიციალურად კი მას ეს „განაჩენი“ გამოუტანა რამოდენიმე დღით ადრე ქალაქ დალოაში წარმოთქმულმა სიტყვამ, რომ „დამპყრობლების თამაში“ უნდა დასრულდეს.

1993 წელს საფრანგეთში გამოვიდა ბიოგრაფიული წიგნი: კოტ-დ'ივუარი: პატრიოტ ვიქტორ ბიაკა-ბოდას „გაქრობა“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები