სილამაზე/ჯანმრთელობა

დაცემინება ორგანიზმისთვის სასარგებლოა

fun time

12:00 ხუთ. 25 თებერვალი, 2021 წელი

რა ხდება დაცემინების დროს?

14
დაკოპირებულია

დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი თავდაცვითი რეფლექსია და მისი მიზანია, ყელიდან და ცხვირიდან „მტრები“ გამოდევნოს.

სიცივე და ყინვა, თავისთავად, გაციებას არ იწვევს. ყელი იმიტომ კი არ გტკივათ ხოლმე, რომ ყინვა შეისუნთქეთ, უსიამოვნებებს ის ვირუსები იწვევს, რომლებიც ზედა სასუნთქ ორგანოებში ხვდება.
დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სიცხეში, ამიტომაც სიცივეში ის გაცილებით აქტიურდება.
გარდა ამისა, ზამთარში შესუსტებულია ორგანიზმის იმუნიტეტი და თავდაცვისუნარიანობა, რადგან მთელი ძალები და შინაგანი რესურსები ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას ხმარდება.

ვირუსებისა და მიკრობების გარდა, ორგანიზმზე ზედმეტად გამომშრალი ჰაერიც მოქმედებს – სხვადასხვა სახის გამათბობლები ოთახში ჰაერს აშრობს და სასუნთქ გზებს აზიანებს.
იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს ავიტამინოზი, სტრესი, რომელიც ყოველთვის ახლავს ზამთრის დადგომას, რადგან ამ დროს თავს იჩენს უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა.

რაც ხშირად დააცემინებთ, მით უკეთესი, რადგან დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი, თავდაცვითი რეფლექსია. მისი მიზანია, გამოდევნოს ყელიდან და ცხვირიდან „მტრები“. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, დაცემინებისას პირზე ცხვირსახოცი აიფაროთ.

ასევე, გახსოვდეთ:

გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები და ყოველი დაცემინების შემდეგ გადააგდეთ.

თუ ხელსახოცის ამოღებას ვერ ასწრებთ, პირზე მოხრილი იდაყვი აიფარეთ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელიდან ნუ მოიხსნით ხელთათმანს, რადგან სახელურებზე ბევრი სიცოცხლისუნარიანი მიკრობია.

ნუ მიეჩვევით ცხვირის წვეთებს. ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, მაგრამ ართულებს განკურნების პროცესს.

ზამთარში მოერიდეთ დაბალკალორიულ დიეტას. ორგანიზმს ამ დროს ვიტამინები აკლია. ამიტომ მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.

სურდოს კარგად უმკლავდება C ვიტამინით მდიდარი ორგანიზმი. ზამთარში ლიმონი და ნიორი შეუცვლელი პროდუქტებია. ასევე, აუცილებელია ხილის ნახარშებისა და ნატურალური წვენების დალევა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის