სილამაზე/ჯანმრთელობა

დიეტა სიმაღლეში ზრდისთვის

fun time

16:00 შაბ. 10 აპრილი, 2021 წელი

სიმაღლეში მომატება -
კვების პროდუქტები

14
დაკოპირებულია

სიტყვა „დიეტა“ ბევრისთვის წონის კლებასთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში ეს კვების გარკვეული რეჟიმია, რომლის დახმარებით, მხოლოდ გახდომა კი არა, სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრის მომატება სავსებით შესაძლებელია.

როგორც აღმოჩნდა, სიმაღლეში ზრდაზე გავლენას, გენეტიკის გარდა, სხვადასხვა გარე ფაქტორებიც ახდენენ და კვების რეჟიმი ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია. სწორედ საკვებიდან იღებს სხეული სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდაში ეხმარება.

როგორც ირკვევა, ზოგი პროდუქტი ამინომჟავა არგინინს  შეიცავს,  რომელიც ზრდის ჰორმონის გამოყოფას ეხმარება. არგინინი კიდევ უფრო ეფექტურად მოქმედებს ისეთ ამინომჟავებთან ერთად, როგორიცაა ლიზინი და გლუტამინი. ყველა ეს ნივთიერება კი შეგიძლიათ საკვებიდან მიიღოთ.

მეცნიერების მტკიცებით, იმისათვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრი მოიმატოს, კვების მენიუში სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, თევზი, თხილი და პარკოსნები უნდა შეიტანოს - სწორედ ეს არის სიმაღლეში ზრდის რეცეპტი.

კერძოდ:

ზრდის ჰორმონის ბუნებრივი წარმოებისათვის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცილები აუცილებელია. ის ქსოვილის განახლებისთვის აუცილებელ ჰორმონებს გამოიმუშავებს.

D ვიტამინი ძვლის ფორმირებაში მონაწილეობს, ხოლო მინერალები (კალციუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სელენი და მაგნიუმი)  ძვლის ზრდაზეა პასუხისმგებელი.

ასე, რომ თუ გაწუხებთ კითხვა - როგორ მოვიმატო სიმაღლეში, საკუთარი მენიუ უფრო მრავალფეროვანი უნდა გახადოთ:

რძე, კვერცხი და ქათამი შეიცავენ ცილებს, რომლებიც კუნთების ზრდას ხელს უწყობენ.

ბრინჯი, ქერი და შვრიის ფაფა უჯრედისს შეიცავენ.

ორაგული, თინუსი და ზღვის პროდუქტები ვიტამინებს A და D, ასევე კალციუმს და ფოსფორს შეიცავენ.

კომბოსტო, რომელიც ვიტამინების საბადოა, ზრდისთვის საჭირო კალციუმსაც შეიცავს.

იგივე შეიძლება ვთქვათ თხილეულზე, რომელიც ცილებს, მაგნიუმს და თუთიას შეიცავს.

რა თქმა უნდა, ასეთ დიეტასთან ერთად, ეფქტურია სიმაღლეში ზრდის ვარჯიშები, განსაკუთრებით კი გაჭიმვის ვარჯიშები.

 


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი