სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

fun time

16:00 სამ. 3 აგვისტო, 2021 წელი

ყინულის დიეტა

14
დაკოპირებულია

ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ყინულის დიეტა და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

ყინულის დიეტა ბრიტანელმა პეტა ბიმ გამოიგონა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რას გულისხმობს ყინულის დიეტა?

ყინულის დიეტა გულისხმობს გარკვეული პროდუქტების მიღებას, ოღონდ ცივად. ცივი საკვების მოსანელებლად ორგანიზმს სჭირდება „გათბობის რეჟიმის ჩართვა“. ამ დროს კი, სხეული გაძლიერებულად განდევნის ცხიმების მარაგს, ვინაიდან ცივი საკვების მონელებას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე თბილს. სწორედ ამიტომ ცივი პროდუქტები დიეტების უმეტესობის დამსახურებული ალტერნატივაა.

საკვების მიღების ამგვარი წესით ორგანიზმი დღე-ღამეში წვავს 160 კალორიას მავნე ცხიმების მარაგიდან;
ცივი პროდუქტი იძლევა დანაყრების ცრუ იმპულსს და ამის დახმარებით ორზანიზმი ნაკლებ საკვებს ითხოვს.

ამ წესების გათვალისწინებით კვირაში 2 კილოგრამს თავისუფლად დაიკლებთ.

ყინულის დიეტის მოკლე აღწერა:

ხანგრძლივობა: 6 კვირა.

განსაკუთრებულობა: საჭიროა გარემოს ტემპერატურის დარეგულირება და საკვების შემცირება.

ბიუჯეტი: დაბალი.

შედეგი: მინუს 5-10 კილო მთელი პერიოდის განმავლობაში (დამოკიდებულია წონაზე).

დამატებითი ეფექტი: გაუმჯობესებული ძილი, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, ენერგიის მატება.

❗ ყინულის დიეტას უნდა მოერიდონ: ორსულები, მეძუძურები, ისინი, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ასევე, თუკი ყელის, ფილტვების და სისხლძარღვების პრობლემები გაქვთ.

5 მთავარი წესი ყინულის დიეტის დროს:

👉წლის ნებისმიერ დროს შეეცადეთ არ შეიფუთოთ. ნელ-ნელა შეაჩვიეთ სხეული თხლად ჩაცმას, გრილ ამინდებშიც კი. ამგვარად ორგანიზმს დაეხმარებით კანქვეშ დაგროვილი ცხიმების დაწვაში.

👉ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ცივ ამინდშიც კი. ამ დროს სხეულის გათბობის პროცესი ცხიმების დაწვას უწყობს ხელს

👉დაიძინეთ გრილ ადგილას - დასაძინებლად საუკეთესო ტემპერატურაა + 16 С. თქვენი მიზანია - ისწავლოთ სხეულის იმ მდგომარეობის „გამოჭერა“, როდესაც მას გრილა, მაგრამ დისკომფორტს არ განიცდის. ეს დაგეხმარებათ იმ ეფექტის მიღწევაში, რომელსაც მეცნიერები „ტემპერატურულ მონოტონურობას“ უწოდებენ. კვლევის თანახმად, ჩვენ მიჩვეულები ვართ 24-26-გრადუსიან გარემოში ყოფნას, რაც ევროპელბელის ანატომიისთვის არაფიზიოლოგიურია. სხეულის მუდმივი გათბობის მცდელობით, ვბლოკავთ ორგანიზმში შინაგანი გათბობის რესურსის გამოყენებას, სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ორგანიზმში ყავისფერი ცხიმი.

👉საგულდაგულოდ გაანიავეთ სახლი (ოფისი) დღეში რამდენჯერმე. განიავებული ოთახის ჰაერი აუმჯობესებს იმუნიტეტს. გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ შეღებული სარკმელი ოთახის სრულყოფილად განიავებას ვერ უზრუნველყოფს. გასანიავებლად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები.

👉იმეგობრეთ კონტრასტულ შხაპთან და ეტაპობრივად მიეჩვიეთ გრილი და შემდეგ ცივი შხაპის მიღებას. ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას ორგანიზმს შოკურ მდგომარეობამდე მიჰყავს, ხოლო სხეულიდან ადრენალინის გამოყოფა წვავს კალორიებს.

ცხიმის „გადაღებვა“

ყინულის დიეტის დროს მთავარი არა რაციონი, არამედ ყოველდღიური ჩვევების შეცვლაა. მისი შესრულება ყველას შეუძლია, რადგან ეს განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს.

მომზადებული პროდუქტები უნდა იყოს გრილი, ძალიან ცივი ან თითქმის გაყინულიც კი.

პერიოდულად წახემსება და სუსნაობა ამ პერიოდში უნდა დაივიწყოთ.

პეტი ბი მიიჩნეს, რომ ყინულის ექვსკვირიანი დიეტა საკმარისია იმისთვის, რომ ყავისფერი (მავნე) ცხიმი თეთრად (ჯანსაღი) „გადაიღებოს“, შეიცვალოს მეტაბოლური პროცესები და მუდმივი გადახურებით დატანჯულმა სხეულმა დაიწყოს კორექტულად მუშაობა.

ამგვარად სამუდამოდ შეძლებთ ზედმეტი წონის მოცილებას.

წყალი

ყინულის დიეტის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლის დალევა. დღის ნორმა მინიმუმ 10 ჭიქას შეადგენს, აქედან 6 - აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ცივი, ყინულიანი.

წყალი უნდა დალიოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე და ჭამიდან საათნახევრის შემდეგ. (ყავა და ჩაი არ იგულისხმება).

რა და როგორ ვჭამოთ ყინულის დიეტის დროს

  • მიირთვით დღეში სამჯერ (წახემსების გარეშე);
  • შეეცადეთ, ბოლო კვებიდან 14-16 საათის განმავლობაში საკვები არ მიიღოთ. ასე განაგრძეთ 6 კვირა;
  • ამ დროის განმავლობაში მიკროშიმშილი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ყავისფერი ცხიმების დაწვაში და მის თეთრ ცხიმად „გადაკვალიფიცირებაში“. სულ მალე მიხვდებით, რომ სხვაგვარად კვება აღარც გსურთ;
  • ყველაფერი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ ცივად, მიირთვით გაცხელების გარეშე, გაყინულიც კი;
  • სასურველია, ერთ კვებაზე მიღებული საკვები არ აღემატებოდეს 300-400 გრამს.ყინულის დიეტა - შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ საზაფხულო საყვარელი ცივი რეცეპტებით ისარგებლოთ. წვნიანი კერძები, „აკროშკა“, „გასპაჩო“;
  • რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პეტა ბის მოსაზრებით, ყინულის დიეტის დროს შეგიძლიათ ნაყინიც მიირთვათ;
  • ყინულის დიეტის დროს ნახევარფაბრიკატების, ცომეულის, ტკბილეულის, შაქრის და გაზირებული სასმელების დავიწყება მოგიწევთ!

იცოდით, რომ ზოგიერთი პროდუქტი თავისთავად ასტიმულირებს თეთრი ცხიმის მუქ ფერში გარდაქმნას?

ასეთებია:

- ცხარე წითელი წიწაკა (ახალი ან დაფქული ჩილი, ასევე, სოუსი „ტობასკო“

- კარდამონი და ქინძი

- რძის პროდუქტები (იოგურტი, კეფირი, ყველი)

- ნუში

- პომიდორი (ახალიც და თერმულად დამუშავებულიც).

რეგულარულად დაამატეთ ეს პროდუქტები რაციონში, ამგვარად დაეხმარებით თქვენს სხეულს თერმორეგულაციის აღდგენასა და სასურველი წონის მიღებაში.

ყინულის დიეტის დროს დასაშვებია ხილის მიღება, რაც ასევე უწყობს ხელს მავნე ცხიმების წვას. მაგალითად, ვაშლი, შავი ქლიავი, მოცხარი.

პეტა ბის იდეა ორიგინალურია. ვცადოთ, მივირთვათ ცივი საკვები და მივიღოთ სასურველი შედეგი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი