სილამაზე/ჯანმრთელობა

მაგნიტური დღეები მარტში - რომელ რიცხვებში უნდა ვიყოთ ფრთხილად?

fun time

14:00 ხუთ. 3 მარტი, 2022 წელი

მაგნიტური დღეები მარტში,
2022

14
დაკოპირებულია

მარტის თვეში მშვიდი გეომაგნიტური ფონის იმედი არ უნდა გვქონდეს - წინ 4 ქარიშხალია, აქედან სამი საშუალო სიძლიერის და ერთი ძალიან ძლიერი. 

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანებზე?

მაგნიტური ქარიშხლების ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე გარკვეული სურათი მაინც იქმნება.

გაზრდილი გეომაგნიტური ფონის გამო პირველ რიგში მეტეოდამოკიდებული ადამიანები ზარალდებიან.

მზის ძლიერი აქტივობის დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებების და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები.

როგორც წესი, ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედება მაგნიტური ქარიშხლების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იგრძნობა და განსაკუთრებით მწვავდება ქარიშხლის პერიოდში.

მეტეოდამოკიდებულების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • დეპრესია, ძილიანობა, აპათია.·
  • ძილის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება.
  • თავბრუდახვევა, თავის ტკივილი.
  • არტერიული წნევის რყევა, გულის ტკივილი.
  • ფსიქიკური აშლილობის გამწვავება, მანია, ფობიები, უმიზეზო შფოთვა.
  • ტკივილები სახსრებში
  • ნერვიულობა და გაღიზიანება, აგრესიის შეტევები
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მაგნიტური ქარიშხლის კალენდარი

12 – 13 მარტი - საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი

ადამიანების უმეტესობამ შეიძლება, თავი შეუძლოდ იგრძნოს. მეტეოდამოკიდებულებს კი ელით: უძილობა, სისუსტე, აპათია. ან, პირიქით, გადაჭარბებული გაღიზიანება და კონფლიქტისკენ მიდრეკილება.

15 მარტი - კიდევ ერთი საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი.

ამ დღეს მოსალოდნელია: ძილის დარღვევა; შრომისუნარიანობის დაქვეითება; თავის ტკივილი; ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

18 და 19 მარტი გეომაგნიტური აქტივობის პიკია, როდესაც უარყოფით გავლენას სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ. მოსალოდნელია კონფლიქტები, უმიზეზო აგრესია, პანიკის შეტევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება და წნევის მკვეთრი მატება.

20-21 მარტი - მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება, თუმცა ამინდზე დამოკიდებული ადამიანები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ.

28-29 მარტი - მარტის ბოლო გამოცდა. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ფსიქიკური პრობლემები.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარტის მაგნიტური ქარიშხლები ადვილად გადავიტანოთ?

◻️ მთავარი რჩევაა არ გაღიზიანდეთ, არ იკამათოთ, მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. დამშვიდდით და კიდევ ერთხელ დამშვიდდით!

◻️ მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები;

◻️ ახლა ყველაზე მეტად ძილი, დასვენება, დასვენება და მედიტაცია გჭირდებათ;

◻️ მოერიდეთ ალკოჰოლს და ყავას, მიირთვით სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი;

◻️ კონტრასტული შხაპი დილით და თბილი აბაზანა ღამით მაგნიტური ქარიშხლის დღეებში საუკეთესო არჩევანია;

◻️ ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს;

◻️ ნუ გადაიღლებით და რაც მთავარია, მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქრეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის