სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არ გვირჩევენ დიეტოლოგები დიეტის იანვარში დაწყებას?

fun time

17:45 ორშ. 23 იანვარი, 2023 წელი

დიეტა ახალი წლის შემდეგ

14
დაკოპირებულია

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ხდება.  და ეს ცუდი იდეაა! გახსოვდეთ, რომ იანვრის ცივ დღეებში წონის კლებისთვის ხანმოკლე და რადიკალური გადაწყვეტილებები არაეფექტურია. უფრო მეტიც, არასწორმა სტრატეგიამ შეიძლება ყველა დაკარგული კილოგრამი უკან დაგიბრუნოთ და „ბონუსად“ ზედმეტი კილოგრამებიც მოგართვათ. 

ისრაელში მომუშავე დიეტოლოგების აზრით, წონაში დაკლების მსურველები ჯანსაღი კვების გრძელვადიან სტრატეგიას უნდა მიჰყვნენ და თანმიმდევრულობა შეინარჩუნოს.

ამ სტრატეგიის თანახმად, მთავარია წონის მართვა და არა - კლება.

გთავაზობთ ებრაელი დიეტოლოგების რჩევებს, რომლებიც წონის სწორად კლებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

შეიყვარეთ ბოსტნეული

ეცადეთ თქვენს თეფშზე ბევრი ბოსტნეული მოხვდეს. ასე უფრო სწრაფადაც დანაყრდებით და უფრო მეტ ვიტამინსაც მიიღებთ.
ეცადეთ, გემოებით ითამაშოთ და მეტი იმპროვიზაცია გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ საუზმეზე კვერცხს ახალი პომიდვრის სოუსი დაუმატოთ. მაკარონისთვის მოსასხმელ ტომატის წვენს დაჭრილი ბოსტნეული დაუმატეთ, ჩვეულებრივი ბრინჯის ნაცვლად ბროკოლიანი ბრინჯი მიირთვით და ყვავილოვანი კომბოსტოსგან ხრაშუნა ტოპინგი გააკეთეთ.

ცილა - იდეალური დამხმარე წონის კლებაში

ცილა კუნთების აღდგენაში და წონის კლებაში გვეხმარება. მათი დახმარებით თავს დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულად ვგრძნობთ და ცხიმისა და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღების სურვილი გვიქრება.

ყოველ კვებაზე ცილის მიღება ზედმეტი პროდუქტების მიღებას თავიდან აგარიდებთ და წონის კლებაში დაგეხმარებათ.

ნაკლები ყავა - მეტი წყალი

რა ჯობს ოფისში ყოფნის ან სახლიდან მუშაობის დროს ფინჯანი ჩაის ან ყავის დალევას? თუმცა, სწორედ ამ ფინჯნის გამო შეიძლება საკმარისი რაოდენობის წყალი არ მიიღოთ, რაც წონის კლებაში ვერ დაგეხმარებათ.
ეცადეთ, დილის ყავა თბილი ლიმონიანი წყლით შეცვალოთ, რომელიც თქვენს სხეულს გამოაცოცხლებს და გაასუფთავებს. დღის განმავლობაში მიიღეთ წყალი საკმარისი რაოდენობით და ზედმეტი კილოგრამები დაგავიწყდებათ.

მოძრაობა

ფიზიკური აქტივობა აუცილებლად სპორტს და სატრენაჟორო დარბაზში ყოფნას არ ნიშნავს. გირჩევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ და დარჩენილი გზა ფეხით გაიაროთ, ლიფტზე უარი თქვათ ან სამსახურში ფეხით წახვიდეთ? ასეთი ფიზიკური აქტივობა თქვენს ზონაზე აუცილებლად სასიკეთოდ აისახება.

აკონტროლეთ ულუფის რაოდენობა

თუ უზომოდ ბევრს მიირთმევთ, წონის მატებას „ჯანსაღი საკვებიც“ კი გამოიწვევს. შეიძინეთ წინასწარ ულუფებად დაყოფილი საკვები, მიირთვით პატარა ზომის თეფშებიდან და ეს ულუფის რაოდენობის კონტროლში დაგეხმარებათ.

იანვრის მოტივაცია - თებერვლის სასოწარკვეთა

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ცხოვრების წესის მყისიერად შეცვლა შეუძლებელია. მაგალითად, თუ იანვარში ერთდროულად, დიეტის დაცვას და სპორტდარბაზში სიარულს შეძლებთ, შეიძძლება თებერვლისთვის ენერგია და მოტივაცია გამოგელიოთ. გირჩევთ საკუთარი გეგმები მთელ წელზე გადაანაწილოთ და მიზნისკენ ნელ-ნელა და თავდაჯერებულად იაროთ. ასე წარმატების მეტი შანსი გაქვთ.

ეცადეთ კონკრეტული მიზნები დაისახოთ

„იკვებე სწორად“ - ძალიან ბუნდოვანი მიზანია. ეცადეთ უფრო კონკრეტული მიზანი დაისახოთ. მაგალითად, ბოსტნეულის დამატებითი ულუფა კვირაში ხუთი დღის განმავლობაში. რაც უფრო კონკრეტულია მიზანი, მით უფრო გაგიადვილდებათ მასზე კონცენტრირება.

დაიწყე მცირედან

ფიზიკური აქტივობის გაზრდა გადაწყვიტეთ? მშვენიერია, მაგრამ კვირაში სამდღიანი სიარულიდან ერთბაშად, შვიდდღიან სირბილზე გადასვლას არ გირჩევთ. დაიწყეთ კარდიო ან ძალოვანი ვარჯიში კვირაში ერთხელ დამატებით და აქტიური დღეების რაოდენობა თანდათან გაზარდეთ.

ნუ ეცდებით ნუგეში სასუსნავებში იპოვოთ

ამით უფრო მეტ პრობლემას შეიქმნით, ვიდრე აქამდე გქონდათ. თუ ცდუნებას ვერ გაუძელით და დიეტა დაარღვიეთ, თვითგვემას არ უნდა მიეცეთ. წარუმატებელი დღე დაივიწყეთ და მეორე დღეს სწორ კვებას დაუბრუნდით.

ასევე საინტერესო იქნება:

დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?

ბოლოკის „ჩიფსები“ - სასუსნავი მათთვის, ვინც ჯანმრთელობას უფრთხილდება

როგორ ვჭამოთ ტკბილეული ისე, რომ არ გავსუქდეთ

დიეტური პროდუქტები - რით ვისუსნაოთ სამსახურში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი