სილამაზე/ჯანმრთელობა

როდის არის საშიში კანქვეშ ძაფების შეყვანა და რა უნდა იცოდეთ სახის მოდელირების წინ?

fun time

12:00 ორშ. 26 ივლისი, 2021 წელი

სახის გადაჭიმვა ძაფებით

14
დაკოპირებულია

ასაკის მატებასთან ერთად კანის ელასტიკურობა ქვეითდება, რაც  მის „ჩამოწელვას“ და დანაოჭებას იწვევს, მაგრამ უნიკალური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ამ პრობლემას გამოვემშვიდობოთ.

ძაფებით ლიფტინგი ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური პროცედურაა, თუმცა ბევრ ქალს ასეთი პროცედურის ჩატარება სახიფათოდ ეჩვენება და უამრავ კითხვას უჩენს.

მაინც რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დაბერების საწინააღმდეგო ტექნიკას მივმართავთ?

ვის ურჩევენ ძაფებით ლიფტინგის გაკეთებას?

ძაფების ლიფტინგი ყველაზე ხშირად სახეზე გამოყენება, სხეულზე ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოსასწორებლად და ამ პროცედურას 50 წელს ზემოთ ასაკის ქალებს ურჩევენ.

ეს მოძველებული მეთოდია?

ეს პროცედურა, მართლაც, დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ყოველწლიურად უმჯობესდება, ამიტომ პოზიციებს არ თმობს..

როგორი ძაფებით აკეთებენ ლიფტინგს (კანის დაჭიმვას)?

ლიფტინგისთვის გამოიყენება ბიოდეგრადირებადი და არაადეგრადირებადი ძაფები.

1) ბიოდეგრადირებადი ძაფი კანში ინიექციური მეთოდით შედის. ძაფი კანთან თავსებადია და მის გაღიზიანებას ან ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს.

ინიექციის შემდგომ, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ძაფი ქსოვილთან მაგრდება და ირგვლივ შემაერთებელ-ქსოვილოვანი კაფსულა ყალიბდება. აღნიშნული კაფსულები ძაფის გაწოვის შემდგომ ქსოვილს აფიქსირებს და ბუნებრივი ლიფტინგის როლს ასრულებს.

2) არადეგრადირებადი ძაფები, როგორც წესი, პოლიპროპილენის, პლატინისა და ოქროსგან მზადდება. პირველი სახეობისგან განსხვავებით, ამ ტიპის ძაფი ორგანიზმიდან არ გამოიყოფა და მყარად ფიქსირდება რბილ ქსოვილებში.

სტრუქტურის მიხედვით, ძაფი შეიძლება გლუვი ან უსწორმასწორო იყოს. პირველი გამოიყენება ღაწვების, კისრის დაჭიმვისთვის. მეორე კი შეიძლება ზამბარების, სპირალებისა და კონუსების სახით შეგვხვდეს, რაც საჭიროა უფრო მაღალხარისხიანი ფიქსაციისთვის (მაგ. დუნდულოებისთვის).

როგორია ძაფის შეყვანის პროცედურა?

პროცედურის დაწყებამდე კეთდება ანამნეზი და ექიმი მომზადებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

რბილ ქსოვილებში ძაფების შეყვანამდე კეთდება ადგილობრივი ანესთეზია. ამის შემდეგ, პაციენტის კანის ქვეშ, გარკვეულ სიღრმეზე შეჰყავთ ძაფები, რომლებიც შემდეგ კოლაგენისა და ელასტინის ახალი ბოჭკოების ჩამოყალიბებას ასტიმულირებს.

რეაბილიტაციის პერიოდი

ეს დამოკიდებულია ძაფების სახეობაზე, რაოდენობაზე და შეყვანის ადგილზე - მათგან გამომდინარე, ინიექციის ადგილი შეიძლება სრულად აღდგეს რამდენიმე დღეში ან ერთ თვეში.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ან გართულებები

გვერდითი ეფექტებიდან, რომლებიც დროთა განმავლობაში თავისთავად ქრება, შესაძლებელია გამოვყოთ ინიექციის ადგილზე მტკივნეული შეგრძნებები, შეშუპება და ჰემატომები.

უფრო სერიოზული გართულებების შემთხვევაში, როგორიცაა ალერგია, სახის მიმიკის დაქვეითება, ინფექცია, ასიმეტრია, ძაფების მიგრაცია და ა.შ., აუცილებელია, სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი