სილამაზე/ჯანმრთელობა

რომელი დაავადების დროს იკრძალება ზღვაში ბანაობა?

fun time

16:00 შაბ. 19 ივნისი, 2021 წელი

რომელი დაავადების დროს
იკრძალება ზღვაში ბანაობა?

14
დაკოპირებულია

ექიმები გვირჩევენ, რომ ზოგი დაავადების დროს თავი შევიკავოთ ზღვაზე დასვენებისგან, რადგან ნოტიო კლიმატმა შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს, ცურვამ კი მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. ზღვის წყალი მარილების, გაზების და ორგანული ნაერთების აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული ნარევია, ამიტომ, შეიძლება ორგანიზმზე ძლიერი გავლენა მოახდინოს.

ცისტიტი

ზღვაში ცურვა, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, მაგრამ თუ ცისტიტი ერთხელ მაინც გქონიათ, პლაჟზე დასვენებამ შეიძლება დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. ჩვეულებრივ ცისტიტი ასოცირდება ჰიპოთერმიასთან, რადგან დაავადება ამით იწყება, მაგრამ დაავადების ნამდვილი მიზეზი ინფექციაა. მარილიანი წყალი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, რის შედეგადაც ის ბაქტერიების შეტევას ვერ უმკლავდება.

თუ მაინც ზღვაზე დასვენება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ შხაპი უნდა მიიღოთ, რათა დარჩენილი მარილი ჩამოიბანოთ და სანაპიროზე ჰიგიენა დაიცვათ.

გახსოვდეთ, რომ ქვიშის მარცვლებმა შეიძლება ადვილად შეაღწიონ შარდსადენში და გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება და შარდის ბუშტის ანთება.

კანდიდოზი

მარილით გაჯერებული ზღვის წყალი პათოგენური მიკროორგანიზმებს ნაკლებად შეიცავს, ამიტომ კანდიდოზით (სოკოვანი ინფექცია) დაავადებული ადამიანი ზღვის წყალს უნდა ერიდოს. მარილი გენიტალიების ლორწოვან გარსზე მოხვედრისას მის გაღიზიანებას იწვევს და უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა პათოგენების მიმართ. ამიტომ კანდიდოზის შემთხვევაში ზღვაში ცურვა არასასურველია.

კანის დაავადებები

კანის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ზღვის მარილიანი წყალი ყოველთვის სასარგებლო არაა. თუ დაავადება მწვავე სტადიაზეა, ზღვის წყალმა შეიძლება კანის დამატებითი გაღიზიანება, მაგალითად, ეგზემა და ატოპიური დერმატიტი გამოიწვიოს. ჰერპესის ხშირი რეციდივებიც საკმარისი მიზეზია, რომ ზღვაში მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ.

პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი თირკმელების ბაქტერიული დაავადებაა. ამ დაავადების დროს, ადამიანის სხეულში ანთებითი პროცესები იწყება, რაც ყველაზე ხშირად ერთ თირკმელს აზიანებს. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ზღვაში ცურვა არასასურველია, რადგან ის ძლიერმოქმედი ფაქტორია და შეიძლება ჰიპოთერმია და პროცესის გამწვავება გამოიწვიოს.

ყურის დაავადებები

ზღვის წყალი საშიშია მათთვის, ყურებში გოგირდის საცობების წარმოქმნას უჩივის. საქმე ის გახლავთ, რომ ზღვის წყლის ყურში მოხვედრისას გოგირდის საცობი შეიძლება გაფუვდეს და ტკივილი გამოიწვიოს.

ზღვაში ბანაობისგან თავის შეკავებას ვურჩევთ, ვისაც სმენის მილის ცუდი გამტარობა აქვს - ამ დროს შეიძლება ყურის მემბრანა გასკდეს. ყურის აპკზე ხვრელის არსებობის შემთხვევაში, ასევე გარე ან შუა ყურის ანთების დროს, წყალში ჩასვლამდე ყურის საცობები უნდა გაიკეთოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის