სილამაზე/ჯანმრთელობა

საზამთროს კურკების სასარგებლო თვისებები!

fun time

16:00 კვი. 18 ივლისი, 2021 წელი

საზამთროს კურკების
სასარგებლო თვისებები

14
დაკოპირებულია

როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის ამ მთავარი ხილის ყველაზე სასარგებლო ნაწილს ნაგავში ვყრით...

 

საზამთროს კურკები უნდა გააშროთ და დაფქვათ ან მოხალოთ და შაქართან ან თაფლთან ერთად მიირთვათ.
გამშრალი საზამთროს კურკის 30% ცილისგან შედგება.
ცილის გარდა, უამრავ ამინომჟავას შეიცავს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შექმნას ეხმარება.

ასევე, საზამთროს კურკაში შედის სასიცოცხლო ელემენტები:

  • მაგნიუმი - აწესრიგებს წნევას და სისხლში შაქრის შემცველობას;
  • თუთია - აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერებისთვისაც;
  • რკინა - აუცილებელია ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის, სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი ფუნქციობისა და
  • ატფ-ს სინთეზისთვის, მავნე შინაგანი და გარეგანი ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად;
  • ფოსფორი - უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს; მონაწილეობს გულის კუნთისა და თირკმლების
  • მოქმედებაში, კუნთოვანი და გონებრივი აქტიურობის პროცესებში;
  • სპილენძი - მისმა დეფიციტმაც შესაძლოა, აორტისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას დაუდოს სათავე;
  • მაგნიუმი - არეგულირებს კუნთებისა და ნერვების მუშაობას, სისხლში გლუკოზის დონეს და სისხლის წნევას, ცილების, ძვლისა და დნმ-ს წარმოქმნის პროცესს.

საზამთროს კურკების მიღება ანემიის შესანიშნავი პროფილაქტიკაა და გიხსნით ქრონიკული დაღლილობისგან.

მის შემადგენლობაში, ასევე, არის 👉: უჯერი ცხიმები, მაგალითად, ომეგა-6, რომელიც წნევის დამწევი ეფექტური საშუალებაა და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს; B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება; ცელულოზაა, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ასტიმულირებს და ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოჰყავს.

აღმოსავლეთის ქვეყნებში საზამთროს კურკებს ხალავენ და სხვადასხვა სანელებლებთან ერთად მიირთმევენ. აფრიკის ქვეყნებში დაფქული საზამთროს კურკებისგან სუპებსა და სოუსებს ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ თერმული დამუშავებისას საზამთროს თესლი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი