სილამაზე/ჯანმრთელობა

სენსაციური აღმოჩენა - ქალის კვერცხუჯრედი მამაკაცს ირჩევს

fun time

18:00 ორშ. 6 სექტემბერი, 2021 წელი

ქალის კვერცხუჯრედი
მამაკაცს ირჩევს

14
დაკოპირებულია

ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ქალის კვერცხუჯრედს შეუძლია აარჩიოს, რომელი მამაკაცის სპერმა იქნება მისთვის შესაფერისი, თუმცა კვერცხუჯრედიდან მომავალი სიგნალი ანუ არჩევანი ყოველთვის ქალის გადაწყვეტილებას არ ემთხვევა. ზოგ შემთხვევაში, ეს ფაქტორი უშვილობის გამომწვევ მიზეზად იქცეს. ამის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences .

ცნობილია, რომ კვერცხუჯრედი განაყოფიერებამდე გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც სპერმას იზიდავს. დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მკვლევრებმა სცადეს გაერკვიათ, ერთნაირია თუ არა კვერცხუჯრედის „მიზიდულობის ძალა“ სხვადასხვა მამაკაცის სპერმისთვის.

სინჯარაში ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურა, რომ კვერცხუჯრედები ზოგ სპერმას იწონებენ და ზოგს იწუნებენ. უფრო მეტიც, თითოეულს საკუთარი გემოვნება აქვს.

„ცდის დროს გამოიკვეთა, რომ ერთი ქალის ფოლიკულური სითხე აქტიურად ცდილობდა ერთი მამაკაცის სპერმის მოზიდვას, ხოლო მეორე ქალის ფოლიკულური სითხე სხვა მამაკაცის სპერმის მოსაზიდად აქტიურობდა“, - განმარტავს სტატიის ავტორი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ ფიცპატრიკი (John L. Fitzpatrick).

შეიძლება თუ არა, რომ „წუნია“ კვერცხუჯრედი კი არა, სპერმატოზოიდი აღმოჩნდეს?

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. საკუთარი გენების მომავალ თაობებზე გადაცემის თვალსაზრისით, მამაკაცისთვის რაც შეიძლება მეტი ქალის განაყოფიერება მოგებიანია. თუ მამაკაცი ერთგულებით არ გამოირჩევა, სხვადასხვა ქალისგან თითქმის შეუზღუდავი რაოდენობის შვილი შეიძლება ჰყავდეს (ზოგიერთ აღმოსავლელ მმართველს ასობით ჰყავდა). ამიტომ, სპერმას მიზეზი არ აქვს, უარი თქვას კვერცხუჯრედთან შერწყმაზე.

ხოლო, ქალს ძალიან ბევრი შვილის გაჩენა არ შეუძლია. ამიტომ ის ვალდებულია, აირჩიოს პარტნიორი, რომლის გენებსაც შთამომავლობას გადასცემს. როგორც ჩანს, ეს არჩევანი კვერცხუჯრედის დონეზეც კი კეთდება.

აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციული ორგანოს არჩევანი ხშირად თავად ქალის არჩევანს არ ემთხვევა, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს. თუმცა, ეს საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს.

ესეც საინტერესოა 🔰:

რატომ უჭირავს დედას ჩვილი უმეტესად მარცხენა ხელით?

დაიბადა ჩვილი, რომელიც დედაზე მხოლოდ 18 თვით პატარაა!

ქალი, რომელიც დნმ-ით საკუთარი შვილების დედა არ აღმოჩნდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი