სილამაზე/ჯანმრთელობა

სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი

fun time

12:00 ოთხ. 9 ივნისი, 2021 წელი

ნაწლავების გაწმენდა
თაფლით და სელის თესლით

14
დაკოპირებულია

მსხვილი ნაწლავი საკვებიდან წყალს და ელექტროლიტებს შთანთქავს, ფეკალურ მასად აქცევს და გარეთ გამოყოფს, მაგრამ როდესაც ნაწლავში შლაკები (შლაკები - გაუხსნელი და გადაუმუშავებელი ნივთიერებები ანუ პათოლოგიური წარმონაქმნები) გროვდება, პერისტალტიკური მოძრაობები ნელდება. თაფლი და სელის თესლი კი ორგანიზმის გასაწმენდად შესანიშნავი კომბინაციაა - ის ნაწლავებს წმენდს, სისხლძარღვებს აძლიერებს და იმუნიტეტს ამაღლებს.

თაფლი შეიცავს სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც ცხიმების სწორად დაშლას ეხმარება. ის ავსებს ვიტამინების მარაგს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ასევე სტრესის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. საღამოს საათებში თაფლის მიღება ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ძილს.

თაფლი თავისი ბუნებით შესანიშნავი ანტიბაქტერიული პროდუქტი და იმუნოსტიმულატორია. ის შეიცავს სუფთა გლუკოზას, B, E და K ვიტამინებს, კაროტინს და ფოლის მჟავას.

სელის თესლი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფის, ომეგა 3 -ის წყაროა. ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმიდან ტოქსინების, ქოლესტერინის და კანცეროგენების განდევნას ეხმარებიან. სელი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც გასტროენტერიტს, ალერგიას, ათეროსკლეროზს, ყაბზობასა და ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას ებრძვის. მასში შედის ბევრი ბოჭკოვანი უჯრედი და აქტიური მჟავა, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს.

სელის თესლისა თაფლის კომბინაციით დეტოქსის კოქტეილი ასე მზადდება:

ერთი მწვანე ვაშლი, 1 სუფრის კოვზი სელის თესლი,1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა წყალი - ეს ყველაფერი ბლენდერში აურიეთ. ეს ერთი ჭიქა კოქტეილი ერთი თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით, საუზმის წინ უნდა მიირთვათ.

თუ შედარებით მძიმე მდგომარეობა გაქვთ, გირჩევთ, ორთქლზე დამუშავებული სელის თესლი სცადოთ. დამუშავებული სელი უფრო ნელა მოქმედებს, სამაგიეროდ, კუჭის კედლებს არ აღიზიანებს:

ერთი სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. როცა თესლი გაფუვდება, ხოლო წყალი გაცივდება, შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი თაფლი დაამატოთ. მიიღეთ ყოველდღე ჭამის წინ, ხოლო ორი კვირის შემდეგ პირველ კოქტეილზე გადადით.

კიდევ ორი ​​კვირის შემდეგ, წყალი კეფირით ან ნატურალური იოგურტით ჩაანაცვლეთ, რათა ნაწლავის მიკროფლორა სასარგებლო ბიფიდობაქტერიებით შეავსოთ.

სელის თესლის უკუჩვენებები:

სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შარდის და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის შემთხვევაში, რადგან სელის თესლს აქვს ძლიერი ნაღველმდენი თვისება;
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;
კატეგორიულად არ შეიძლება ნაწლავთა გაუვალობის, მწვავე ქლოეცისტიტის და ქრონიკული ქოლეცისიტიტის დროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი